axali arqivi - ლექსები..ჩანახატები..კლიპები... POEZIA SIYVARULI DA ...
ორ, 09-ნოე-23, 04.43 | მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა
RSS

სიყვარულით სავსე საიტი! ლექსები, ჩანახატები......&&

მთავარი » axali arqivi

 

 
 
 
მე ხელს ყოველტვის მიშლიდა რაღაც,
რომ საკადრისი თაყვანი მეცა!
არ მივარგოდა არც ერტი კაბა
არა ბრწყინავდა ხანდახან ზეცა.
ჰაერს არ ქონდა ზოგჯერ ის სუნი,
ადრეულ მარტს და აპრილს,რომ ახლავს,
და ედებოდა ყველაპერს წუნი,
რადგან შენ იყავ ყველაზე მაყლა.
და რადგან დრემდე ვერ ვნახე რამე,
რომ იყო შენი ტოლი და სწორი,
მიხილე სიზმრად მე მოვალ ღამე,
სალამს გკადრებ და გავდგები შორით......
| ნანახია : 13 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი
 

| ნანახია : 42 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი... <... [~~სრულიად ნახვა~~]
| ნანახია : 117 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!
| ნანახია : 25 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
ნუ მაშინებ!
დაშორებით ნუ მაშინებ!
ნუ მაშინებ,იმიტომ,რომ
ეს ჩემთვის უკვე სულერთია....
ჩემთვის მთავარი მე უკვე განვიცადე,
სიყვარული უკვე ვიპოვე,
უკვე ვნახე,
ვნახე გაოგნება,
ვნახე,მონატრება,
ვნახე ტირილი,
ვნახე ლექსები ჩემზე და შენზე ნაწერი,
ჩვენი ნაწერი,
ვნახე გაოცება,
ვნახე ამბორი,
ვნახე დაშორება,
ვნახე ყველაფერი,რაც
კი სიყვარულს ეხება.....
ახლა აღარაფერი მაქვს დასაკარგი,
უკვე ბევრი დამრჩა მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელ;ი......
და,,,,,
თუ ვერ მოვიპოვებ და შევინარჩუნებ,
არაუშავს!!!
მე ეს უკვე ვნახე,მე ეს უკვე განვიცადე,
და დიდი მადლობა ამისთვის.....
თუ შენ ეს აღარ გინდა
შენი ნება და შენი ცხოვრებაა,
მე მართლა მიხარია,გიცნობ და
მიცნობ,
მიყვარხარ და
გიყვარვარ...
და ეს მშვენიერია!!!!
ოღონდ,თუ გსურს დამშორდე,
არასდროს თქვა,რომ ეს იყო მშვენიერი,რომ
ეს იყო კარგი,
რომ კარგი იყო ჩემთან ყოფნა,
თუ ეს ასე მიგაჩნია,
დარჩი ჩემთან.......
მაგრამ...
შენ გინდა დამშორდე....კარგად!!
იყავი ისეთი ლამაზი,როგორც ახლა ხარ......
და თუ მოგეცა ბედნიერების შანსი,
ნუ იტყვი უარს!!!
| ნანახია : 21 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.
| ნანახია : 25 |  კომენტარები : (0)
       

 

 
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
| ნანახია : 25 |  კომენტარები : (1)
       
1 2 3 ... 66 67 »

ჩვენი გამოკითხვა

გყავს თუ არა შეყვარებული
სულ პასუხი: 2717









reklama

reklama

reklama

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0

შესვლის ფორმა

E-mail:
პაროლი:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30




reklama

reklama

საიტის მეგობრები