სამ, 24-მარ-19, 07.26
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 23

 




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 911 |  კომენტარები : (0)
       

 



ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. 
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. 
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. 
ესეც პატარა ეპიტაფია...
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1260 |  კომენტარები : (0)
       

 




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....
კატეგორია : მონატრება | ნანახია : 1513 |  კომენტარები : (1)
       

 




ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... 
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... 
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... 
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... 
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... 
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... 
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... 
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი... 
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1229 |  კომენტარები : (0)
       

 



აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, 
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... 
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, 
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. 
აღარ დამრჩა ნერვი ღერი, 
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... 
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, 
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1398 |  კომენტარები : (0)
       

 



ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...

ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი...

შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი...

მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი,
მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი..

ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა,
შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,
რომ გიხაროდა?! სიხარულის ცრემლი მცვიოდა,
შენი ტკივილი, ორჯერ უფრო მეტად მტკიოდა..

სულ რომ გიკვირდა, "ყვალა ბიჭი მექცევა თბილად"
"არადა სხვებს ხომ აწვალებენ ისინი ხშირად"
მეღიმებოდა რომ გისმენდი მუდამ ამაზე,
არც კი იცოდი მე რამდენი გავალამაზე...

მე ბევრი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია,
იცი? შენსავით მე არავინ არ მყვარებია,
ამდენი წელი სიყვარული ჩუმად ვატარე,
მთელი ცხოვრება საყვარელო გულით გატარე...

და ერთი რამე მშვენიერო გახსოვდეს მინდა,
ეს გრძნობა იყო რაც გამაჩნდა ყველაზე წმინდა ...



ავტორი :   MINIMAL
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2530 |  კომენტარები : (15)
       

 



ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს... 
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: 
- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო! 
ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა: 
- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო! 
ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე. 
ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . . 
ნაღვლიანი შემოდგომა კი შენი გამოჩენით გაახალისე. 
და ერთ დღეს საღამოს სახლისკენ მომავალმა ჩემს ოთახში სინათლე შევნიშნე 
მივხვდი, ეს შენ იყავი! 
კარი გამიღე, შემცივნებულს შალი მომაფარე, სითბოთი ამავსე, სავარძელში ჩამსვი და მითხარი:
- ახლა ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინიაო! 
მერე კი ზამთარი მოვიდა, ცივი, ულმობელი და სუსხიანი 
და ასე დაიბადა და ოცნებებად დაიღვარა თეთრ ფურცელზე სიმარტოვით გაყინულ ოთახში შენზე მონატრება. 
კატეგორია : მონატრება | ნანახია : 1362 |  კომენტარები : (3)
       

 



ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2035 |  კომენტარები : (9)
       

 



ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, 
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! 
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო 
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. 
იქვე იყო კარი მოპირდაპირე, 
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. 
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) 
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1355 |  კომენტარები : (0)
       

 



არ ჩერდებაო დრო, 
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... 
და ეთანხმება ბრბო, 
ასე არ არის განა?! 
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, 
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1230 |  კომენტარები : (0)
       

 




ცრემლები თვალებზე გადაღლილ თვალებზე უხმო ქვითინი... და ჩუმი გოდება... შენზე ოცნება... ლამაზი ოცნება... ისევ ფიქრები და მრავალი მონატრება . . . როგორ მენატრები, როგორ მენატრები ... შენი გულუბრყვილო, ბავშვური გამოხედვა... შენი შეხება შენი საოცარი ხმის გაგონება ... და ისევ შენთან ჩუმი ჩახუტება... ყოველ წუთს ჩამესმის შენი კისკისი... და სულ თვალწინ მიდგას შენი გაღიმება... შენი ლამაზი თვალების დანახვა უზომოდ მენატრება... და ყველგან მელანდები... დრო მიდის... მიფრინავს შენზე ოცნებებში... ყოველდღე ველოდები შენს დაბრუნებას... ისევ ჩამოღამდა ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი საით გავექცე ამ წყვდიადს... დრო გადის და მაინც გრძელდება ცხოვრება... გრძელდება უშენოდ და შენზე ფიქრებში... ვერ ვუძლებ უშენოდ ამ სასტიკ ცხოვრებას... და ყოველ წუთს გეძებ . . . სევდიან ნისლებში
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1733 |  კომენტარები : (0)
       

 



მე მაგრად მომწონს ძალიან და ამაზე გთხოვთ კომენტარებს !!!



კატეგორია : LOVE ვიდეო | ნანახია : 2083 |  კომენტარები : (1)
       

 







რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1059 |  კომენტარები : (3)
       

 



თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

თუ ძალიან მოგენატრები, თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან....


თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...


თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგესაუბრები....


თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასკეტილ სახეში შემიცნო უნდა ხატება ჩემი...


თუ მოგენატრები, ფურცლე ცხოვრების ვრცელი წიგნი და უსატუოდ ამომიკითხავ...


თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთა ხედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებლად მიიჩნიე...


თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრად ღრუბლებით დაიხატება....


თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე. სული ჩემი უეჭველად შენთან გაჩნდება...


და თუ უფრო მოგენატრები...


მაგრამ საკითხავი იცი რა არის?


მოგენატრები კი ოდესმე?
კატეგორია : მონატრება | ნანახია : 2662 |  კომენტარები : (1)
       

 




გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამნები!


მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,

გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,

ქალივით ჩურჩულებს იასამანი,

თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.


ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..

ასეთ მაისებში გზაა სავალი,

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამანი!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 2684 |  კომენტარები : (0)
       

 



ისე  ძალიან მენატრები, რომ ლამის არის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ   
დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს 
სულში   მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს...   

ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და 
შეისმინოს ჩემი   ვედრება. ო, როგორ მინდა   ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ 
მინდა არასოდეს მიმატოვო.
კატეგორია : მონატრება | ნანახია : 1920 |  კომენტარები : (2)
       

 




ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი...
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს....
იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული...
იცი რატომ?...არც მე ვიცი....
ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ...
დრო ნელია?...ალბათ არც მიდის....
წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის....
...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები...
იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....
იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას...
იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები....
შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები.....
კატეგორია : მონატრება | ნანახია : 1626 |  კომენტარები : (0)
       

 



უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 986 |  კომენტარები : (2)
       

 




მე შენთვის გავჩნდი ოცნებავ ჩემო,
მე შნეთვის ვცხოვრობ პატარა ჩემო,
მე შენთვის მინდა ცხოვრება ჩემი,
მე შენ გპოულობ ჩემ ოცნებებში.
* * *
მე ველოდებ შენ დაუვიწხარ ხმას,
მე ველოდები შენ დაუნახავ ზარს,
მე ველოდები შენ გაუფიქრელ აზრს,
მე ველოდები შენ ტურფა ხმას.
 
* * *
მე დავიღალე უაზრობების ფიქრით,
მე ვერ გავიგე რისთვის ვიბრძვით,
მე ვერ ვიგრძენი ის სითბო სიზმრით,
მე შენთვის მინდა გული სისიხლით.

* * *
ნეტავი ერთხელ მანახა შენი თვალების ხედი,
ნეტავი როდისმე წარმომედგინა სიყვარულის ხმები,
ნეტავი როდისმე გამეგო უსასრულო ხმები,
ნეტავი ერთხელ მეკოცნა შენთვის
* * *
როცა გული გტკივა მეტირება,
როცა გიხარია მეც მიხარია,
როცა უზომოდ ტირიხარ,
მე უსასრულოდ ვყვირივარ

* * *
მე ცუდად ვხდები როცა ვერ გგრძნობ,
მე ვიხუთები როცა ვერ მცნობ,
მე განვიცდი როცა მტრობ,
მე შენ მიყვარხარ როცა მთმობ
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1230 |  კომენტარები : (0)
       

 




* * *
” ამ ქვეყნად მოსვლა , სხვა თუ არა მარტო იმიტომ ღირდა რომ შენთვის ერთხელ მაინც მეთქვა მიყვარხარ ” 

* * *
” რა ვქნა სიტყვებს ვერ ვპოულობ შენთვის შესაფერს , დავდუმდები და დუმილი გეტყვის ყველაფერს ” ” 

* * *
მე მელანდები წუთში 60 წამს , 60 ჯერ მიყვარს ეს მოლანდება , წუთში 60 რომ გიყურებდე 60 გეტყვი მე შენ მიყვარხარ 
* * *
” შენ თუ მკითხავ რომელი გირჩევნია - შენ თუ სიცოცხლე , მე გიპასუხებ - სიცოცხლე , მაგრამ შენ ვერ მიხვდები რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე ” 

* * *
” შენ შეიძლება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა , მაგრამ ვერასდროს შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად ”
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1235 |  კომენტარები : (0)
       

 

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ 


_ინდა 

_ცოდე 

_ოველთვის 

_ფიქრობ 

_დამიანზე 

_ომელიც 

_ასიათით 

_რის 

_ომანტიკოსი

კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1327 |  კომენტარები : (1)
       

 



ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . 
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . 
-     ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! 
-     ვიცი! 
-     რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! 
-     ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? 
-     გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? 
-     თავი დამანებე! ვმეცადინეობ! 
-     მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . 
-     თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! 
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . 
-     რას აკეთებ? 
-     ვფიქრობ! 
-     გამოტყდი! 
-     ჰო! 
-     რაზე ფიქრობ? 
-     პირველ სიყვარულზე! 
-     კიდევ მასზე ფიქრობ?! 
-     ჰო. . . 
-     რატომ? 
-     არ ვიცი. . . 
-     ჰო დაივიწყე? 
-     არ ვიცი. . . . 
-     კიდევ გიყვარს? 
-     არ ვიცი. . . 
-     აბა რაზე ფიქრობ? 
-     არ ვიცი. . . 
-     აბა, რა იცი? 
-     არაფერი ვიცი! 
-     კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . . 
-     არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . . 
-     არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია! 
-     არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე? 
-     ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . . 
-     იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . . 
-     არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ? 
-     არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო? 
-     შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა! 
-     არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა! 
-     რა იცი? 
-     ვიცნობ! 
-     იცნობ? 
-     ჰო, ვიცნობ! 
-     იცნობ? 
-     კი, ვიცნობ! 
-     დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ? 
-     ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . . 
-     ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ! 
-     რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად! 
-     უცნაური იყოო?! 
-     კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი! 
-     იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. . 
-     მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . .   ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . . 
-     და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . . 
-     ბავშვი. . . 
-     იმეცადინე!. . . 
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1161 |  კომენტარები : (0)
       

 



შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
-გიყვარს? 
-ვინ? 
-კაი ნუ გამოიშტერე თავი. ვინ და ბექა. 
-გადაირიე? რა მიყვარს? მაგას რა შემაყვარებს? 
-ხო მოგწონს მაინც? 
-არა. 
-კაი რა, ელენე, მაგას მაინც ვერ დავიჯერებ. სახეზე გაწერია, რომ გიყვარს. 
-მართლა არ მიყვარს, მარი. ჩემი არ გჯერა? Fფიზიკურად ძალიან კაია, მაგრამ ცანცარაა. 
-ე.ი მოგწონს ხო? 
-მარტო გარეგნულად. ხო იცი, რომ ვერ ვიტან, სულ ვჩხუბობთ. Eეგ რამ გაფიქრებინა, რომ მიყვარს? 
-რაც გინდა ის თქვი, სულერთია, მე ვიცი, რომ გიყვარს. 
ელენემ მართლა არ იცოდა, რომ ბექა უყვარდა. ისინი კვირაში სულ რამდენჯერმე ნახულობდნენ ერთმანეთს და იმ დროსაც ჩხუბში ატარებდნენ. ერთმანეთს დასცინოდნენ, აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ. რომ ეკითხა ვინმეს რა აჩხუბებდათ ეტყოდნენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მიზეზი კი იმდენი ქონდათ მოსმენით დაიღლებოდა ადამიანი. 
-ლამაზია მაგრამ ქაჯია. 
-ქაჯი არაა, უბრალოდ არ უყვარს დათმობა. Mმგონი უყვარხარ. 
-ვის? Eელენეს? Kრა ვუყვარვარ ბიჭო ვეზიზღები ვერ ხედავ? 
-შენ ეგრე გგონია. Bბევრმა ჩხუბმა ბევრი სიყვარული იცის. 
Bბექა იმ საღამოს დიდხანს ფიქრობდა ნიკას ნათქვამზე. მართლა აინტერესებდა რატო ჩხუბობდნენ ყოველთვის ის და ელენე. დაღლილი იყო ამ გოგოსთან ჩხუბით. მისი სილამაზე ისე უფერულდებოდა ბექას თვალში ამდენი ჩხუბით, რომ ვეღარ აღიქვამდა როგორც ლამაზ და ნაზ გოგონას. ის შეჩვეული იყო გოგოებისგან ყურადღებას. Eელენე კი სულა სხვა შემთხვევა იყო. Gგარდა ამისა, ბექა საკუთარ თავზე შეყვარებულ ბიჭების რიცხვს მიეკუთვნებოდა. სიამოვნებდა, როცა გოგოები უკან დასდევდნენ. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარე გამოიტანა დასკვნა, რომ ელენეს ის მართლა უყვარდა. Mმერე სიამაყის გრძნობაც დაეუფლა. Aდამიანს, რომელსაც ყველაფერში მეტოქედ ღიქვამდა და ეჯიბრებოდა, იგი უყვარდა. Aბექას ეგონა ელენეს სუსტი წერტილი იპოვა მაგრამ არ იცოდა, რომ მასაც უყვარდა იგი. იმ საღამოს კიდევ ბევრი იფიქრა ამაზე და ბოლოს ფიქრში ჩაეძინა. 
Gგავიდა რამოდენიმე დღე. Bბექა, ელენე, ნიკა და მარიამი ერთად მიდიოდნენ სახლში. როგორც ყოველთვის ბექა და ელენე რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და კამათობდნენ. 
-აუ, თქვენ მაგრად დამღალეთ რა, სულ ჩხუბობთ რა არის?-ჩაერია მარიამი. 
-მე ვიცი რატომაც ჩხუბობენ. -თქვა ნიკუშამ და გაიღიმა. 
Eელენემ შეხედა ნიკუშას გაკვრვებულმა. 
-მაინც რა გვაჩხუბებს არ მეტყვი? 
-მე გეტყვი.-უთხრა ბექამ. 
-ოჰ, რა იყო, მორიგი ბრძნული აზრი მოგადგა მაგ ცარიელ თავში?-და სიცილი დაიწო ელენემ. 
-არა ბრძნული რატო. ფაქტს გეუბნები. შენ გიყვარვარ და მაგიტომ არის, რომ სულ მეჩხუბები. Eახლა არ მითხრა ეგრე არ არისო, სიცილით მოვკვდები. 
Eელენეს სახეზე რაღაც უცნაური გრძნობა გამოეხატა. ისეთი, ადამიანს კაცი რომ არ მოუკლავს და ცილს სწამებენ მოკალიო. ჯერ მაგრად გადაიხარხარა. მერე კი გადაირია. 
-მიყვარხარ? ღადაობ? შენს თავს რა შემაყვარებს? Dდედამიწაზე მამრობითი სქესის წარმომადგენელი ერთი ადამიანიც, რომ არ დარჩეს, შენ მაინც არ შემიყვარდები. Eეტყობა მაღალი სიცხე გაქვს Dდღეს განსაკუთებით, ისე სიცხე შენ სულ გაქვს, მაგრამ დღეს მოიმატა, ალბათ. Mმაგაზე სასაცილო ჯერ არაფერი მომისმენია. ინდურ ფილმბს ხშირად უყურებ ხოლმე და გამოშტერდი. 
-რამდენიც გინდა იმდენი მლანძღე, მე ვიცი, რომ გიყვარვარ. ძალიან კი გინდა, რომ მეც მიყვარდე მაგრამ შენნაირ ქაჯს რა შემაყვარებს. 
Eელენემ და ბექამ იმ საღამოს კიდევ ბევრი ლანძღეს ერთმანეთი და ბოლოს დაშორდნენ კიდეც. სახლში მისული ელენე გაბრაზებული იყო საშინლად. შეურაცხყოფილად თვლიდა თავს. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ბექა ყვარებოდა. Yყველაფერს იფიქრებდა და მაგას არა. 
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ბექაზე ფიქრი. თავისთავს აკვირდებოდა. იქნება და ბექამ სიმართლე თქვა. მართლა ხომ არ მიყვარსო. Mმაგრამ ამის მისახვედრად დიდი დრო დასჭირდა. ზუსტად ნახევარი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებმა გაიარა. როცა ყველანი დაბრუნდნენ თბილისში ერთმანეთის ნახვა გადაწყვიტეს. 
Eელენემ ბექა რომ დაინახა გული სიხარულით აევსო. იმ დღეს არ უჩხუბიათ. რაღაც ყველა ერმანეთის მონატრებული იყო და კამათის სურვილი არავის ქონდა. ელენე ამ დღის მერე მიხვდა, რომ ბექა უყვრადა. ის მას სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ძალიან იტანჯებოდა. Bბექა იმდენად ლამაზი და ამაყი ბიჭი იყო, ეგონა, რომ არასოდეს შეიყვარებდა. Gგარდა ამისა, რაც მათ ერთმანეთი ყავდათ ნალაძღი, ერთად ყოფნა აუხდენელ ოცნებად მიაჩნდა. Bბექასაც უყვარდა ელენე, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებდა. თავის თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში. 
Bიგი შიგადაშიგ სარკაზმით წარმოთქვამდა ხოლმე ელენეს მისამართით ფრაზებს, და თან სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა. ელენე მიუხედავად იმისა, რომ ბექა უყვარდა, ცდილობდა ეს არ შეემჩნია და ტრადიციას არ ღალატობდა, Mმას ეგონა ბექა არასოდეს შეაიყვარებდა და თავადაც არანაკლებ ამაყი გოგო, ბექას რეპლიკებს მშვენივრად იგერიებდა. 
Mმარიამის დაბადების დღე იყო. ყველანი შეიკრიბნენ მარისთან სახლში. ელენე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. Yყველა კომპლიმენტს ეუბნებოდა. Gგოგონამ იცოდა, რომ მართლაც ლამაზი იყო და თავი ამაყად ეჭირა. Bბექა მოგვიანებით მოვიდა და თან ერთი გოგო მოიყვანა. Mმეგობრებს როგორც თავისი შეყვარებული ისე გააცნო. Aმის გაგონებაზეEელენე, რომელიც მზესავით ანათებდა იმ საღამოს, ერთ წამში ჩაქრა. 
-ელენე დღეს ძალიან ლამაზი ხარ.-უთხრა ბექამ. თან გაიფიქრა მართლაც რა ძალიან ლამაზია დღეს. 
-ლამაზი? ალბათ, საკმარისად ლამაზი არა.- თქვა ელენემ და აცრემლებული თვალებით შეხედა. 
ბექას ელენეს თვალზე ცრემლი არასოდეს ენახა. Gგაოცებული უყურებდა. 
-ტირიხარ? 
-არა, მე რა ამატირებს. ქაჯები არასოდეს ტირიან. ისინი ვერც სხვებს გაეჯიბრებიან სილამაზეში. 
-რა იყო ეჭვიანობის სცენას ხომ არ აწყობ?-გაეცინა ბექას. -ჩემი შეყვარებულის შეგშურდა? Mმისნაირი ვერ გახები მაინც. შეიძლება ლამაზი ხარ დღეს მაგრამ ის ულამაზესია. 
ელენე გაშეშდა. ბექას სიტყვებმა მიწასთან გაასწორა. 
-რა იყო? სიმართლე მწარეა? ადამიანმა რომ გკითხოს არ გიყვარვარ, ასე რამ გაგაბრაზა?- ბექას არ უნდოდა ასეთი საშინელებების თქმა, მაგრამ თავს ვეღარ იკავებდა. ელენეს დამცირების საშუალება მიეცა და აღარ ინდობდა. კიდევ ბევრი საზიზღრობა უთხრა ელენეს. Gგოგონა იდგა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. უსმენდა ბექას და ფიქრობდა, რაღა მაინცდამაინც ის შეუყვარდა. Bბექამ ლაპარაკი, რომ დაამთავრა ელენეს თვალებში ჩახედა და შერცხვა. Mმას არ ქონდა ელენეზე გამარჯვებით დატკბობის სურვილი. Mმის წინ იდგა ძალიან ნაზი და სათუთი არსება, რომელიც მთლიანად გაანადგურა. Uუნდოდა ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა, მაგრამ ეს არ გააკეთა. Eელენემ შეხედა ბექას და უთხრა: "მეცოდები”, ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მან თქვა და წავიდა. 
Eელენე რომ წავიდა ბექა გვიან მოვიდა გონს. სინდისი ქენჯნიდა. იფიქრა უკან გაკიდებოდა და ეთქვა, რომ სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ ვერ იპოვა. Eელენე უკვე წასული იყო. მარისთან აღარ მიბრუნდა. ქვაზე ჩამოჯდა და ფიქრობდა თავს საქციელზე. Gგული ტკიოდა ელენეს ასე რომ მოექცა. Mმაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. Gგადაწყვიტა დაერეკა მისთვის, მაგრამ ტელეფონი გათიშული ქონდა. 
Eელენე მეორე დღეს ქალაქიდან წავიდა. ერთ კვირაში კი ქვეყანაც დატოვა. კიევში წავიდა ძმასთან. Bბექა ელოდა მის დაბრუნებას, მაგრამ ელენე აღარ დაბრუნდა. როცა რეკავდა გოგონა არ პასუხობდა. მერე ერთადერთი ფრაზა მიწერა: "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ”. ბექა დიდხანს ელოდა ელენეს დაბრუნებას, მაგრამ ტყუილა ... [~~სრულიად ნახვა~~]
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 3849 |  კომენტარები : (29)
       

 


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 854 |  კომენტარები : (0)
       

 




ჩემი არსებობით შენ არასოდეს შეწუხდები, მაგრამ იმ გარსს ვერავინ გაარღვევს შენ რომ გარშემო მოგახვიე. არასოდეს მჩვევია ჩემი სულის პირველ თოვლს ვინმემ ტალახიანი ფეხი შეახოს. მე შენ მიყვარხარ და შენს თავს, სიყვარულს, არავის დავუთმობ.
ის ვინც მთელ სამყაროდ მიმაჩნია ვერავის გაუყოფ.
ასე იქნება მანამ სანამ მოგონების ყვითელი ფერები შენს ცხოვრებას უკითხავად არ ესტუმრება. როცა დიდი მონატრებით ჩაიკითხავ ძველ ბარათებს, როცა მარტოობას მთელი გულით შეიგრძნობ...
ნელი ნაბიჯებით შემოვალ შენს ცხრაკლიტულ ცხოვრებაში, უამრავ სიხარულის ყვავილებს გაგიშლი ფეხქვეშ და ჩუმად გეტყვი
"მე მოვედი"
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1407 |  კომენტარები : (0)
       

 




არ შეიძლება იყო ქართველი და ვაჟკაცობის არა იცოდე
არ შეიძლება ენთოს სანთელი და არავისთვის არსად იწვოდეს
არ შეიძლება გქონდეს სათქმელი და ერის ჭირზე თვალებს ხუჭავდე
არ შეიძლება ტაძრის სარკმელი სიყვარულისთვის რომ არ ბჟუტავდეს
არ შეიძლება მზე არ გათბობდეს და არსებობა მისი უარყო
არ შეიძლება მიწას ათოვდეს და ციცქნა ფიფქმა რამე მოაკლოს
არ შეიძლება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს დიდება ღმერთო
სიკვდილი არის ყოვლად ადვილი მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო
გვისმინე ღმერთო!
კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 1965 |  კომენტარები : (2)
       

 


დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1286 |  კომენტარები : (1)
       

 



გოგონებს, რომელთაც ტუჩზე ხალი აქვთ,
თვალებს ვარიდებ ყოველთვის განგებ,
ერთდროს... მას შემდეგ დიდი ხანია,
მე თაყვანს ვცემდი ამნაირ ბაგეს.

მისი გულისთვის ბევრი ვეწამე
ერთდროს... მას შემდეგ დიდი ხანია,
დაე იცოდნენ, დად ვერ ვიწამებ,
გოგონებს, რომელთაც ტუჩზე ხალი აქვთ.
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1168 |  კომენტარები : (0)
       

 



მოუკიდა სიგარეტს.. მიყვარს მისი გრძელი თითები.. 

ჩართო ტელევიზორი.. მე მუსიკა მინდოდა..

ხან ბნელოდა..ხან კი ინთებოდა შუქი.. მე ნახევრადბნელი სიტუაცია მინდოდა..

ძველი ისტორიაა.. რომელიც ახალ განზომილებაში გადმოვიდა.. 

ვეფერებოდი მის ხვეულ თმას და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ახალი განზომილება.. 

ვეხებოდი მის სახეს და ვფიქრობდი, რომ ურთიერთობებში წერტილი არ არსებობს… ყოველთვის შეიძლება მისი თავიდან დაწყება.. ან რაღაც მომენტიდან გაგრძელება.. … 

სიტყვებს არ ვიყენებდით.. მხოლოდ სუნთქვას და ემოციას….

ვეხებოდი მის თვალებს… ის ხუჭავდა.. 

ვფიქრობდი,რამდენად უმნიშვნელოა სიამაყე, თავისდაფასება, კითხვები, აზრები… როცა უბრალოდ გრძნობ და უბრალოდ გსიამოვნებს ადამიანთან ყოფნა…

ალბათ ვერასდროს გავიგებ რაზე ფიქრობდა.. ამდენი წლის შემდეგ ჩვენ უბრალოდ ახალ განზომილებაში მოვხვდით.. 

ძილი მინდოდა მასთან.. ბოლოს ალუბლის წვენი დავლიე და წავედი…

ამ დღემ თავისუფლება მომიტანა…..

კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1340 |  კომენტარები : (0)
       

 




გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1531 |  კომენტარები : (1)
       

 



ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1012 |  კომენტარები : (0)
       

 



უნდა დაიჯერო.
არავის ემეტება ღვთისაგან ნაბოძები წყალობა სხვისთვის... ვერავინ შემბედავს სიყვარული დამითმეო. დაუწერელს დავწერ, დაუკანონებელს დავაკანონებ, სამყაროს ამბოხს გამოვუცხადებ და შენს თავს მაინც არავის დავუთმობ. ამდენი ხანი ველოდი შენს გამოჩენას ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე, რამდენს ვოცნებობდი, რომ ჩემს ცხოვრებას შენგვარი ანგელოზი წვეოდა, როგორ სათუთად ვეფერები შენს ხატებას ყოველ ღამით და როცა ყოველივე ეს რეალობად მექცა, შენს თავს ვფიცავარ, ჩვენს შორის არ იარსებებს სიტყვა " სხვა"-ს ცნება.
მომენდე და ჩემი გჯეროდეს არასოდეს შეეჭვდე ჩემში. წარმოუდგენელია, ჩვენ უერთმანეთოდ არასოდეს მოგვიწევს ცხოვრების გზებზე ხეტიალი.


კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1120 |  კომენტარები : (0)
       

 





ის იტყოდა, რომ შენ მზე ხარ და სითბოს ასხივებ!
მე ვიტყოდი, რომ შენი ენერგიის ფართე ველი ძლიერ მიზიდავს.
ის დაგარქმევდა აპოლონ-ფებოსს, დაფნით შემოსილს.
მე დაგარქმევდი ჩვენი დროის ატიპიურ უცხო მოვლენას.
ის ფრთოსან ამბორს გამოგზავნილს ჰაეროვნებით მოგიძღვნიდა
და ოცნებებით შემოგეკვროდა...
მე წარმოსახულს ან ღიმილით გადავხედავდი,
ანდა სიმართლის გაფიქრება, მიწის შავ-თეთრი სინამდვილით 
და ნაასფალტარ ზედაპირზე დგომის სიცივე გამახევებდა
და შემზარავდა!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 880 |  კომენტარები : (0)
       

 



შენი ღიმილი მე მართლა მომწონს,
მე მართლა მიყვარს შენი თვალები.
და გულში ჩუმად გაჩენილ კოცონს
არ ვერიდები,არ ვეკრძალები.
შენი თვალენი მე მართლა მომწონს,
მე მართლა მიყვარს შენი ღიმილი.
და მიხარია რომ შენმა ტრფობამ
კვლავ გამიჩინა გულში ტკივილი.
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1533 |  კომენტარები : (0)
       

 




ციოდა...საშინლად ციოდა...ციოდა აგვისტოში...ციოდა ყველგან....შინ და გარეთ...ციოდა ბიჭის გულშიც...სიბნელე ...ყველგან...ბიჭის გულშიც...სიცარიელე..ცარიელია ყველაფერი...ბიჭის გულიც...მარტოობა და მონატრება...ტკივილამდე მონატრება და შეშლილი მარტოობა...შეშლილი ბიჭი...მონატრებული სიყვარული...ფიქრები...მხოლოდ ფიქრები...ფიქრები ყველგან და ყოველთვის...გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე ბიჭი...თეთრი ფურცელი...ზედ შავი მელნით ნაჯღაბნი...თეთრი თითები...შავი თვალები...შავი ფიქრები და თეთრ ფურცელზე დაცემული კამკამა ცრემლი...
მარტო ბიჭი და მარტო ფიქრები....მთვარეზე...ცაზეე...ზღვისფერ თვალებზე..სიყვარულზე და სიცოცხლეზე...სიცოცხლეზე...რომელიც აღარაფრად უღირდა..
და მაინც...____
რა არის სიცოცხლე?
ცხოვრება...სიბერე...ურღვევი კანონი გვიმონებს:იბადები რომ მოკვდე...სად რჩება კვალი?დაბადების მოწმობაში?ატესტატში?დიპლომში?ქორწინების მოწმობაში?გარდაცვალების ცნობაში?ქვითრებში,რომლებიც ყოველთვის მოდიან?სად არის ის კვალი?საფლავის ქვაზე ორ თარიღს შუა გაჩრილ ტირეში?სულ ეს იყო?ამ ტირეს გულისთვის ვეწამეთ ამდენი?ნუთუ ეს ტირეა ცრემლები?დედის პირველი მზერა და მამასთან პირველი შეხება?პირველი ნაბიჯი,სიტყვა,პირველი დღე სკოლაში,პირველი ჩხუბი გოგოსთვის,პირველი სიყვარული...ეს ყველაფერი პირველი და უკანასკნელი სუნთქვა ბოლოში...ეს ტირე იყო ცხოვრება?ფიქრობდა ყველაფერზე და თითქოს არაფერზე...არ ფიქრობდა მხოლოდ სიყვარულზე...მკვდარ სიყვარულზე და სამუდამოდ დარჩენილ მოგონებებზე..
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1061 |  კომენტარები : (0)
       

 




სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1017 |  კომენტარები : (0)
       

 



ოდესმე ავარდნილხარ ცაზე მაღლა და გიცეკვია ყველაზე თეთრ და სუფთა ღრუბლებთან?!
ოდესმე ავარდნილხარ ვარსკვლავებთან და მთვარეზე ცალი ფეხით დაკიდებულს გითამაშია სამყაროს ციცინათელებთან ერთად დამალობანა?!
ოდესმე ავარდნილხარ ოცნებებზე მაღლა, სადღაც კიდევ უფრო ზევით, გინახავს იქ მზის სხივი და ჩაგიკიდია ხელი, დაგიკოცნია მზის სხივები?!
ოდესმე ჩაგიხედავს ცისარტელასთვის შიგ თვალებში, გინახავს მარტოობის ტკბილი სევდა?!
გაგიჟებულს ოდესმეჩაგიყვია თავი ახალშობილის აკვანში და მისი სურნელი გიგრძვნია?!
ოდესმე ამბორს დახარბებულს ნაზად დაგიყნოსავს ბაგეები, შუბლი, ღაწვები, თვალები, წამწამები, თმები?!…
ოდესმე მოფრენილან შენთან სხვისი ჩუმი ნაფიქრით გაჟღენთილი, დამძიმებული ბაბუაწვერია გაწეწილი ნარჩენები?!
ოდესმე გინახავს დედის თვალები… გაგიჟებული, მზრუნველი, თბილი, მეოცნებე, ამაყი, მკაცრი, სიყვარულის თვალები… თვალები შვილისთვის…
ოდესმე გაგიჟებით მივარდნილხარ ვინმესთან, ჩაგიკრავს გულში, გასრესამდე შემოჭდომიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?!
ოდესმე გილოცია ცრემლებით?! მითხარი, მითხარი რომ გჭერია შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი…
მითხარი… მითხარი, რომ შენც შიშით და კრძალვით, რიდით და სიყვარულით სახეგაფითრებული მიდიხარ შენი ყველაზე ბინძური ცოდვების მოსანანიებლად და შენც ჩემსავით გეკვეთება ფეხები იმ წმინდა ოთახში შესვლისას…
მითხარი, რომ ჩაგისუნთქავს ჰაერი ტაძარში, აგივსია ფილტვები სიწმიდის სუნით და მზად ყოფილხარ გაგუდულიყავი იმ სიწმიდეში ოღონდ შენი სხეულიდან არ ამოგეშვა… მითხარი, უბრალოდ დამეთანხმე…
მითხარი, რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლი, ერთხელ მაინც გიტირია…
მითხარი რომ გული გაქვს, მითხარი რომ შენც გრძნობ…
მითხარი, რომ შენც განიცდი და გთხოვ, გევედრები არც ერთი წამით არ იფიქრო რომ გავგიჟდი…
მითხარი, რომ შენც გიგრძვნია ჩაჭიდებულ ხელისგულში ჩემი გულისცემა…
მითხარი, რომ შენც გინახავს მოწყენილი მზე და ატირებული ცისარტყელა…
ოდესმე დაგსიზმრებია შენი ყველაზე წმინდა და ლამაზი ოცნება?!
მითხარი, რომ შენც არ ხარ წარმოსახვით სამყაროშიც კი ბედნიერი და ისიც მითხარი, რომ მარტოობა გიყვარს შენც…
ოდესმე გიპოვია საკუთარი თავი თუნდაც ქარში, უაზრობაში, სიბნელეში, წიგნში, ფურცლის ნაგლეჯში, მიტოვებული ბავშვის განწირულ ტირილში, გადაგდებულ ქოლგაში, დამჭკნარ ფოთოლში, გამწყდარ სიმში, დაკარგულ ნოტში, ცხელ ქვიშაში…
გინახავს შენი თვალები თუნდაც მაწანწალა ძაღლში, ახალდაბადებულ ბავშვში, ყველაზე მოხუცის სევდიან გამოხედვაში…
ოდესმე გიგრძვნია თითოეული ნაოჭის ტკივილი?!
გინახავს ის სევდიანი გამოხედვა ზღვამ რომ იცის ხოლმე?!

მითხარი რაა… მითხარი რომ შენც სული გეხუთება აქ… მითხარი რომ მზად ხარ წამომყვე, წამომყვე არსად.. უბრალოდ გავყვეთ გზაზე გავლებულ დიდ, სწორ, უსასრულოდ ტეთრ ხაზს…
ავფრინდეთ ოცნებებზე მაღლა, ავვარდეთ მზეზე, ვეთამაშოთ სამყაროს ციცინათელებს, ჩავკოცნოთ ცისარტელა გაფითრებამდე და გულში ჩავიკრათ უდაბნო…


ვიცი, რომ ყველაფერზე მეტყვი დაუფიქრებელ ჰო–ს.. და ვიცი, რომ მზად ხარ იყო უბრალოდ ჩემთან და არ მოგბეზრდე… ვიცი რომ ჩემთვის ყველაზე წმიდა ცრემლის დაღვრა შეგიძლია… ვიცი.. უბრალოდ ჩემი ხარ….

უბრალოდ… უბრალოდ მომენატრე დად…

p.s. ჩემი დაბადების დღეა ხომ იცი … და წვიმს და მადლობა… ხომ იცი 17 არ მიყვარს!!! და ცრემლებისგან ანატკივარი თვალებით შევხვდი … მივიღე ყველას მილოცვა (ერთმანეთს გავს.)…. მადლობა უფალს წვიმდა….

დაჩიქილი ლოცვით შევხვდე დაბადების დღეს.. ბოდიში სევდიანობისთვის!!!

კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1919 |  კომენტარები : (5)
       

 



ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...

ავტორი 
 :   MINIMAL
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1555 |  კომენტარები : (4)
       

 


ველა ადამიანი მარტოსულია!

    სიამრტოვე დაბადებიდან დაგვყვება. უბრალოდ, ზოგი მძაფრად გრძნობს თავის სიმარტოვეს და განიცდის, ზოგი კი - სულაც ვერ გრძნობს მის არსებობას. 

    ზოგიერთნი წუწუნებენ, რომ ამქვეყნად მხოლოდ ისინი არიან მარტონი და ეულნი; მხოლოდ ისინი არიან უბედურნი. ასეთი ფიქრებით სულს იმძიმებენ, უფრო საცოდავები ეჩვენებათ საკუთარი თავები და მელანქოლიით ევსებათ მარტოობის სიცარიელე. მათ სჭირდებათ შეხსენება იმისა, რომ არ არიან ერთადერთნი, ვისაც მსგავსი განცდები სტანჯავთ. 

    საშიშია, როცა ცდილობ სიმარტოვის არსის შეცნობას, ან სიმარტოვის შეგრძნებას სრული სიცხადით. არ ღირს ჩავუღრმავდეთ ისეთ საკითხებს, რომელთა შეცნობამაც შეიძლება სული აგვიფორიაქოს და შეგვაძრწუნოს. უმჯობესია, ვიფიქროთ, რატომ ვართ მარტონი. მიზეზი უნდა ვეძიოთ, რათა შემდგომში გაგვიადვილდეს, სწორად დავინახოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ყველაფრის ახსნა მიზეზშია. ამიტომ, ვეძიოთ მიზეზი!

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მარტონი არიან. მათ ყოველთვის აქვთ სულიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, სულის ფორიაქი, წრიალი. მათ რაღაც აწუხებთ, რაღაც სიცარიელის მსგავსი, მაგრამ ვერ ხვდებიან რა. ეს სიმარტოვეა. ისინი თვალს უხუჭავენ სინამდვილეს და თავიანთ შექმნილ ბნელ სამყაროში ცხოვრობენ. ცხოვრობენ ისე, როგორც, მათი აზრით, უფრო ადვილია. არადა, თუ სინამდვილეს შეიცნობ, იმასაც ისწავლი, როგორ უნდა ებრძოლო შეცდომებს. ასეა, ცხოვრება თვითონვე გვასწავლის მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ბრძოლის წესებს. მთავარია, შენ როგორ გამოიყენებ მას.

    უამრავი მეგობრის, ნათესავის, ახლობლისა თუ კეთილის მსურველის მიღმა, ყოველთვის არის სიმარტოვე.  მთავარია, გავანალიზოთ, რომ სიმარტოვეში არ არის განსაცდელი ან წუხილი. არ არის ტრაგედია, თუ ზამთრის ერთ-ერთ სუსხიან ღამეს შალის თბილ პლედში გახვეული, ზემოთ აწეული თმით, სევდიანი თვალებითა და მობუზული მხრებით ბუხრის წინ, სავარძელში მოკალათდები და სიმარტოვეს მიეცემი. მოდუნდი და დატკბი სიმშვიდით, სიჩუმით, სიმარტოვით. ოღონდ, მხოლოდ ზოგჯერ. ეს უნდა იყოს მხოლოდ საშუალება განტვირთვისა და არა რეალობიდან გაქცევისა.

    ყველა ადამიანი მარტოა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა და ნუ ვიკამათებთ!

კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1492 |  კომენტარები : (0)
       

 





მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1131 |  კომენტარები : (0)
       

 




აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში.
-ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო...
-რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:)
-მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული?
-აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო?
-"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ!
- ბიჭო შენი შეყვარებული სადაა?
-ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა...
***
დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ! ***
-დედა მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი?
-დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ?
-არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო..
-არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა!
-დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს...
-კაი სალო, მაგრამ ქოლგა მაინც წაიღე!!
-დეეე!
-ხო კაი, კაი მოდი გაკოცო...
-მალე მოვალ...
სალომე ნაზად და ფიქრებში გახვეული მიაბიჯებდა თითოეულ ნაბიჯს...იგი სველდებოდა, უსველდებოდა, უსველდებოდა ნაზი თმები, რომლებიც მის ლამაზ სახეს ეალერსებოდნენ... მიდიოდა და ჩერდებოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, რადგან მის წინ დაინახა ადამიანი, რომელმაც გული აუჩქარა და გრძნობებში ჩაახედა...
-უკაცრავად...-სალომემ მხოლოდ ეს თქვა და თავი ჩაღუნა...
-არაფერია! ცუდათ ხომ არ ხართ?
-არა...იცით ცოტა შემაშინეთ...
-ასეთი საშინელი ვარ? ბოდიში, თქვენი სახელი?
-ჩემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, სხვა დროს გავიცნოთ ერთმანეთი...იცით მე მეჩქარება და...აი ეს დანა სამახსოვროდ დაიტოვე ჩემგან, ეხლა კი უნდა წავიდე...-მადლობთ! იმედია კიდე შევხვდებით, დროებით!!

***

-ბიჭო რა გჭირს ტოო...ვეღარ გცნობ.. რა იყო სიყვარულმა დავიჯერო ასე დაგადებილა?
-გიო გამანებე თავი რაა!! ეხლა შენი ნერვები არ მაქვს არ მინდა! არ მინდა ნათიაზე ლაპარაკი...
-რა? მოიცა, მოიცა, შენ და ნათია ხომ არ დაშორდით ჰა?
-არა სულელი ხომ არ ხარ...
-ახლა მისმინე, ნათია გიყვარს?
-შემეშვი რააა...
-არა, არა მართლაა
-ხო კაი... აბა როგორ გითხრა? მასთან უკვე 2 წელია ვარ და ვერ მივატოვებ...
-სხვა შეგიყვარდა?
-იცი გუშინ წვიმაში გარეთ გავედი და ვიღაც გოგო სეირნობდა, ცოტა შევაშინე, ალბათ რაღაცაზე ფიქრობდა... გრძელი და წვიმისგან დასველებული თმა, ნაზი და ნაცნობი ხმა ჰქონდა...
-ვიღაცას სიყვარულის ისარი მოხვდა გულშიიი... სახეზე როგორი იყო?
-არ ვიცი არ დამინახავს..
-ახლა რა უნდა ქნა?
-არაფერი..
-იმ გოგოს არ დაუწყებ ძებნას? არ გაინტერესებს ვინ იყო?
-კი, მაგრამ... სად ვეძებო.. რა სისულელეა.. კაი აბა მაგრად..
-მაგრად ძმაა და გრძნობებში გაერკვიე... აბა შენ იცი..***
ნატ როგორ ხარ გოგო? რატომ არ დამირეკე გუშინ?
-რავიცი...
-რა გჭირს?
-არაფერი
-ცუდათ ხარ?
-არა უბრალოდ ცოტა მოვიწყინე
-რატომ?
-აუ, სალო არ ვიცი რა ხდება... იკა შეიცვალა....უკვე სამი დღეა რაც ვეღარ ვცნობ. გთხოვ გამიგე რა ხდება... ხომ იცი როგორ მიყვარს... :(:(:(
-კაი, შევეცდები გაგიგო...
-გიოს დაელაპარაე რა... იქნება იმან იცოდეს რა დაემართა იკას :(
-როდის დაველაპარაკო?
-თუნდაც ახლა...
-კაი, მაშინ ახლა მე წავედი გიოსთან და შევეცდები გავიგო რა ხდება...
-კაი..:( მადლობ სალო...
-რისი მადლობ მეგობრები რისთვის ვართ... წავედიი პაკა...
-პაკა :(
......................
-ვინ არის?
-გიო მე ვარ სალომე....
-ააა... ხო, ხო შემოდი სალო... ჩემთან რამ მოგიყვანა?
-ბიჭო იკას რა სჭირს? ნათიამ მითხრა სამი დღეა ვეღარ ვცნობო..
-სამი დღეე? ა ხო. ისე მეც შევამჩნიე რაღაცა, მაგრამ ვერ გეტყვი...-კაი რააა.. რატომ ვერ მეტყვი?
-განა არ ვიცოდი, რომ შენ და ნათია დაქალები ხართ... წახვალ და ყველაფერს მოუყვები...
-გიო ჩვენ დაქალები არ ვართ და ეს შენც კარგათ იცი...
-ხო კაი კაი.. იცოდე ნათიას არ უთხრა თორემ დამკარგავ...
-ჩუმად ვარ!
-რამე არ გინდა? კოკა ან წყალი ან რავიცი რამე არ გინდა?
-წყალი მომიტანე ოღონდ ცივი!!
-ოკ.. დამელოდე მოვალ... აი გამომართვი..
-მადლობ:)
-გოგო მემგონი ირაკლის ნათია აღარ უყვარს...
-სხვა შეუყვარდა?
-არ ვიცი. მეც არაფერს მეუბნება!
-აუ რა ცუდია. ნათიამ ეს რომ გაიგოს გაგიჟდება. ალბათ თავს მოიკლავს...
-ხოდა შენც არაფერი უთხრა, ვერაფერსაც ვერ გაიგებს და თავსაც აღარ მოიკლავს...
-იკას ვინ შეუყვარდა ხომ ვერ მეტყვი?
-აი მაგას უკვე ვეღარ გეტყვი, არ მკითხო რატომ, რატომ არ მკითხო? იმიტომ რომ ვერ გეტყვი, რატომ ვერ გეტყვი? უბრალოდ ეს მისი პირადულია...

***
იმ დღის შემდეგ, რაც ირაკლი იმ გოგონას შეხვდა საკუთარ თავში ჩაიკეტა და მარტოსული გახდა.. დაეძებდა იდუმალ გოგონას, რომელზეც არაფერი იცოდა, გარდა იმისა რომ, ის გახდა მისი ცხოვრების აზრი.. სალომ ირაკლის გულში დიდი ადგილი დაიკავა..
იგივეს განიცდიდა სალომეც...ორივე იტანჯებოდა და ფარული სიყვარულით!

***
ნათიას ყურამდე მიაღწია იმ ამბავმა, რომ ირაკლის იგი აღარ უყვარდა. ნათია კი იტანჯებოდა...
შავი ღამეები თეთრად ექცა, მას ეგონა, რომ არასდოს არავინ შეუყვარდებოდა...
***
გავიდა რამდენიმე თვე და დადგა ის დღე, როდესაც ირაკლი და მისი მეგობრები ამთავრებდნენ სკოლას...
ამ დროს ნათია და ირაკლი დაშორებულები იყვნენ. ისინი ყოველგვარი ჩხუბის და ახსნა-განმარტების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი ხვდებოდნენ, რომ მათ სიყვარულს მომავალი არ ქონდა...
ნათია საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, გიორგიმ იურიდიულზე ჩააბარა.. ირაკლიმ და სალომემ კი უცხოენებზე ჩააბარეს. ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ იცოდნენ..
***
-ირაკლი?
-ვაა.. სალო აქ რა გინდა?
-მე აქ ჩავაბარე...
-მეც! როგორ ხარ? :)
-კარგად შენ?
-ვარ რაა...
-რატომ მასე მოწყენილად?
ამ კითხვის მერე ირაკლი დაფიქრდა თუ რა ეპასუხა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მოწყენილობის მიზეზი არ გაემხილა...
-ირაკლიი რაზე ჩაფიქრდი?
-არა ისე უბრალოდ... შეყვარებული ხომ არ გაიჩინე?-არაა.. და შენ რას შვრები მაგ საკითხთან დაკავშირებით?
-მოდი თემა შევცვალოთ.. ალბათ იცი რომ ზეგ გიორგის დაბადების დღეა, არ იქნები?
-კი ვიქნები...
-ვისთან ერთად მიდიხარ? ნათია ხომ საზღვარგარეთ წავიდა
-ხო ვიცი.. ალბათ მარტო მოვალ
-გინდა მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ
-კარგი.. ეგრე იყოს..
***

-გიო გილოცავ!
-მადლობ სალო:) იკა სადაა?:)
-დაბლაა, მანქანას დააყენებს და ამოვა...
....................
-იკა,რატომ ხარ მოწყენილი? იციი,მინდა გავიგო რა იმალება შენში, ძალიან შეიცვალე, ვეღარავინ ვეღარ გცნობს.. რა ხდება?
-ღამე იყო, წვიმდა, გავედი გარეთ, სეირნობის დროს შევხვდი გოგონას, რომელიც ცოტა შევაშინე. იგი ჩაფიქრებული მიდიოდა, ისევე როგორც მე.. მას გაშლილი თმები წვიმისგან სველი თმა ჰქონდა... ნაზი და ნაცნობი...
იმის მერე მას ვეძებ. ისიც კი არ ვიცი რა ქვია, საიდან არის ან... მოკლედ არაფერი ვიცი მის შესახებ, ერთი ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდა...
სალომე დაიბნა, შიშმა აიტანა და თვალები აუცრემლიანდა, მან შეშინებული ხმით იკითხა:
-ეგ როდის მოხდა?
-ზუსრად ერთი წლის წინ, როცა გიოს დაბადების დღე იყო და მე არ წავედი სალომე ატირდა... გიომ და იკამ მეორე ოთახში გაიყვანეს და ცდილობდნენ გაეგოთ რა დაემართა მას-სალომე რა გჭირს? რატომ ტირიხარ? რამე გეწყინა?
-არ ეშვებოდა გიორგი...
-გიო მოდი მარტო დავტოვოთ და როცა უკეთ გახდება მერე გვეტყვის ყველაფერს...
-არა! ირაკლი შენ დარჩიი...
გიორგი მიხვდა ყველაფერს და თქვა:
- კაი,მე გავედი ალბათ ბევრი სალაპარაკო გაქვთ...
-სალომე რა დაგემართა ახლაც არ მეტყვი?
- ის... ის... გოგონა მე... მე ვიყავი იმ ღამით...
- რააააააა?
ირაკლი წამოხტა და გაოგნებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა.. სალომე კი ტიროდა...
-წამოდი დაბლა ჩავიდეთ და პარკში ვილაპარაკოთ...
.........................
სალო მე არ ვიცი რა გითხრა, უბრალოდ მიყვარხარ და იმ ღამის მერე დაგეძებ...
-იმ ღამის მერე მოსვენება დავკარგე, სულ შენზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი რა მექნა,მხოლოდ შენი პოვნა და შენთან ყოფნა მინდოდა
-აი რამ შეგვცვალა ორივე...
-თავს დამნაშავედ ვგრძნობ...
-რატომ? ჩვენ ხომ ერთმანეთი ვიპოვეთ...
-კიი, მაგრამ ნატას ხომ ჩემს გამო დაშორდი, იგი ჩვენი გულისთვის დაიტანჯა:(
-შენ არაფერ შუაში ხარ! იგი უფრო დაიტანჯებოდა მე რომ მასთან დავრჩენილიყავი უსიყვარულოდ...
-არ ვიცი...
ირაკლიმ სალომე მიიზიდა თავისკენ, ტუჩები შეახო მის ნაზ ტუჩებს, რომლებიც კრთოდნენ....
-სალომე მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ იკა!ამ დროს იქვე ბიჭები ჩხუბობდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ. ერთმა იარაღის ლულას გამოკრა თითი. მან უმისამართოდ გაისროლა, მაგრამ ერთი ტყვია საბედისწერო აღმოჩნდა სალომესათვის. სალომე უგონოდ დაეცა დაბლა. ეს ყველაფერი ისეთი წამიერი იყო, რომ ირაკლი გონს კიდევერ მოსულიყო, მაგრამ მან ყველაფერი გააცნობიერა, ამოიღო სალომეს ნაჩუქარი დანა,სალომე ჩაიკრა გულში და ყურში ჩასჩურჩულა:
-აქ დაგვაშორეს, მაგრამ მეც მალე მოვალ შენთან და სულ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ...
ამ სიტყვების შემდეგ სალომეს ჯერ კიდევ თბილ ტუჩებს აკოცა და თავისივე ხელით დაირტყა დანა გულში....
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 992 |  კომენტარები : (1)
       

 


სინაზე არის იდუმალი ღიმილი თვალებში,როდესაც შენზე ვფიქრობ…
ეს არ არის არც "დილის ყავა ლოგინში”,არც "მე შენ მიყვარხარ” სექსის შემდეგ და არც ხელი ,რომელიც კარებს გაგიღებს მანქანაში ჩაჯდომისას…ეს არის ერთმანეთში გადაფსკვნილი ხელის თითები,როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და წამით ეკრობიან,საყვარელი გულის მოსასმენად…

სინაზე არის,როდესაც საყვარელი ადამიანი ძილში გადახდილ საბანას დაგაფარებს ათასჯერ ,გაკოცებს და ჩაგეხუტება,რომ გაგათბოს….

სინაზე არის მზე შენს თვალებში,როდესაც მძინარეს მიყურებ…
სინაზე-ჩემი ჩასუნთქვა და შენი ამოსუნთქვაა…
სინაზე-სიყვარულის ძალაა…

სინაზე სისუსტე არ არის,ეს ვაჟკაცობაა…მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია მისი გული გიჩვენოს და სინაზე გაგრძნობინოს…

სინაზე-შენი ფოტოა,რომელსაც ჩუმად ვუყურებ და მეღიმება…
სინაზე-ეს შენი შეგრძნებაა თითის წვერებით,თუნდაც შორს იყო…

სინაზეა,როდესაც იცი,რომ არსებობს ადგილი,სადაც შენ ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით გელიან…ცოტა მოწყენილიც იმიტომ,რომ ენატრები..გელოდებიან იმისათვის,რომ უბრალოდ გაგიღიმონ და სითბო გაჩუქონ…

გელოდებიან ყოველთვის….თუნდაც ერთი წამით…თუნდაც ერთი წუთით..თუნდაც ერთი კვირით…თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე.. 
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1096 |  კომენტარები : (1)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0