ხუთ, 24-მარ-28, 18.29
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 23 » მოგნატრებივარ ?
15.02
მოგნატრებივარ ?


თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

თუ ძალიან მოგენატრები, თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან....


თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...


თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგესაუბრები....


თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასკეტილ სახეში შემიცნო უნდა ხატება ჩემი...


თუ მოგენატრები, ფურცლე ცხოვრების ვრცელი წიგნი და უსატუოდ ამომიკითხავ...


თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთა ხედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებლად მიიჩნიე...


თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრად ღრუბლებით დაიხატება....


თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე. სული ჩემი უეჭველად შენთან გაჩნდება...


და თუ უფრო მოგენატრები...


მაგრამ საკითხავი იცი რა არის?


მოგენატრები კი ოდესმე?
კატეგორია: მონატრება | ნანახია: 2665 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 tamuna   (11-იანვ-22 17.17) [Entry]
es leqsi mec vicodi da erterti chemi usayvarlesiaaaaaaa........dzalian magaria

სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0