რაში გჭირდები - 24 დეკემბერში 2010 - siyvaruli ... poezia
შაბ, 17-იანვ-21, 05.13
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » რაში გჭირდები
11.14
რაში გჭირდები

რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.

დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!

რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.

შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
განა ეს მართლა არაფერია?!

დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 298 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1252

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0