ხუთ, 24-აპრ-25, 20.50
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2011 » იანვარი » 21 » გული
14.47
გული
თავჩაქინდრული იდგა, სევდიანი..... გული ცოცხალს ამოაგლიჯეს და ცოდვა-უცოდველობის სასწორის ერთ პინაზე შესდეს, მეორეზე კი მსუბუქი თეთრი ბუმბული დაუდეს. ვაი, თუ გულმა გადასწონა, მაშინ ჯოჯოხეთში გაგზავნიან..... თუ ბუმბულმა --- სამოთხეში, მაგრამ მერე ის..... დედემიწაზე მარტო.....
გულმა გადასწონა.....
--- რამ დაგიმძიმა გული? --- გილდამძიმებულმა იკითხა უზენაესმა.
--- აბა რა გითხრათ გულთამხილავო..... მის პატრონს ჰკითხეთ.
--- მაშ ეს გული შენი არაა?
---არა, სიყვარულმა მომტაცა და.....
---განა სიყვარული ასე ამძიმებს გულს?
---..... ძნელია გიყვარდეს ღმერთი, ერი, ადამიანი..... და მაინც კი ყველაზე ძნელია გიყვარდეს ქალი..... თვით სამყარო სამყაროში.....
---კარგი, გული გასაგებია. და სული?
--- სული..... სული გულის სანაცვლოდ შევთავაზე, მაგრამ ისიც წაიღო და დამტოვა ასე უგულოდ, უსულოდ, არარობად.....
გადაწყვეტილება უნდე მიეღო უზენაესს, კაცი თვალცრემლიანი ელოდა ვერდიქტს, რომელსაც მისი ცხოვრება უნდა შეეცვალა.
--- მაშ წადი, შენი ადგილი აქ არ ყოფილა..... წადი და უკან დაიბრუნე წართმეული, ოღონდ ასჯერ და ათასჯერ უკეთესი.....
კაცს თვალები გაუნათდა, მადლიერებით აევსო და ღმერთს შეხედა, თითქოს ეკითხებოდა რით დავიმსახურეო.
--- ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ---ღიმილით უთხრა ღმერთმა.
გული შეფრთხიალდა უზენაესის სიტყვებზე, ანგელოზებრივი ფრთები შეისხა და კაცის სხეულში საგულეს ჩაესვენა..... დედმიწაზე დასაბრუნებლად მზად იყო.....
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1338 | დაამატა: roxana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0