ოთხ, 24-აპრ-24, 22.54
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » გზაგასაყარი?!
14.34
გზაგასაყარი?!
თვალები გაახილა, გათენებულა. ისევ ის სიზმარი, წყეული გზაგასაყარი აეკვიატა, დგას გზაგასაყარზე და ვერ აურჩევია საით წავიდეს, არადა იქ დგომაც როგორ მიბეზრდა, ძალიან დაიღალა უკვე ერთი და იმავეთი. გზაგასაყრის ერთ მხარეს ბურუსი ჩანს, სიბნელემდე მისული ბურუსი, ცივი, ერთიანად მძიმე ჰაერი, წვიმა და ცის ჩუმი მოთქმა, ავის მომასწავებელი სიჩუმე, გაყინული დრო, შეწყვეტილი წამი..... მეორე მხარეს კი მზე ანათებს, იმდენად მხურვალედ, ისე ძლიარად, რომ შეიძლება დაიწვას, ეშინია, რომ ვერ გაუძლებს მისი სხივების სიუხვესა და სითბოს და დაიფერფლება. თვალისმომჭრელ სინათლეში მაინც ჩანს მზის დისკო --- მფეთქავი გული, ყველა მიმართულებით გასცემს სხივებს, ათბობს, უსულოს სულს სჩუქნის უსასყიდლოდ, სიცოცხლეს გასცემს და თვითონ კი ისევ იგივე რჩება..... დგას და ვერ აურჩევია საით წავიდეს, ან იქნებ აირჩია კიდეც, მაგრამ ვერ მიდის..... როდემდე გაგრძელდება ასე? ვინ იცის..... ალბათ მისი დროც მოვა..... კი, აუცილებლად მოვა..... სწორედ იმ საღამოს, როცა ის ისევ იმ გზაგასაყარზე იდგა, მან გზა აირჩია.....
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1264 | დაამატა: roxana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0