მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და, კიდევ საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე ყოველთვის ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რაიქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!
მე შენ მიყვარხარ.... განა შეიძლება ამ სამმა სიტყვამ გამოხატოს ის გრძნობა რომელიც მაფიქრებს და გულს მიფორიაქებს?! ვიცი რომშენ არასოდეს შემიყვარებ... მე შენი დავიწყებაც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. მე ყველაფერი მიყვარს რაც შენთანაა დაკავშირებული... წვიმაც მიყვარს, რადგან წვიმა ტირის და მეც ვტირი მასთან ერთად... მე შენი გულისთვის ვტირი და მიხარია რომ ეს ცრემლები შენ გეკუთვნის... მე შენი სითბოც მიყვარს, თუმცა არასოდეს მიგრძვნია...მაგრამ იცოდე, შენი სითბო რომ ვიგრძნო აუცილებელი არაა შეგეხო...მე შენი სახის ყოველი ნაკვთი მიყვარს და მადლობელი ვარ რომ არსებობ, მიუხედავად შენი სიშორისა................ მიყვარხარ... უფრო მეტად ვიდრე სიტყვებს შესწევთ ძალა გამოხატონ ეს გრძნობა...... ვიცი, ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ შეყვარებული ადამიანი ბევრ სისულელეს ჩადის.........
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
იყო ლურჯი ცა მიქელ სიონი, იყო ლურჯი მთა კავკასიონი, იყო გრემი და ალვერდი, იყო ოპიზა შარავენდედი. იყო ფშავი და ხევსურეთი,. იყო გარეჯი და ნიკორწმინდა, იყო ქართველი და გულის გმინვა! ვინ რა გაიყო რო იქცა მიწად? ტომრები, ჯიბე ფულით აივსო, ქართველებს თავზე ხელი წაგვისო. აჰა და იყავთ აწი მონები! აჰა და იყავთ მე მემონებით! გაგვყიდეთ ყველა ვინც–კი ვიყავით, გაყიდეთ მიწა სადაც იყავით, მოკვდავთ არა გაქვთ თქვენ ღმერთის ძალა, და საზიანოს ნუ ეძებთ ხალხთან, ერთ თეთრად არ ღირს ჩემი სიტყვები, თუ წაიკითხავთ ყველა მიხვდებით, რომ იყვნენ ქვეყნად, დიდი მეფენი, ხალხზე ფიქრობდნენ ლოცვთ ვედრებით. თავდაპირველად ჯერ იყო სიტყვა, თვალი გახსენით და ნუკი გძინავთ, დროშა აწიეთ ქართველნო მკვირცხლად, ერთად გავგმიროთ ვინც – კი ჩვენ გვკიცხავს.