სამ, 24-აპრ-23, 19.28
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო
მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება
წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო
ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები
მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს
ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა
ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე
და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 4011 |  კომენტარები : (3)
       

 

რატომ შევედი ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია...
მოვედი, მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გაგიხსენო,მოვედი,ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი.მოვედი,იმიტო რომ აღარ ხარ ჩემთან და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის, ღვთისმშობლის ხატო, გევედრები... მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ აინთოს სანთელი კენტად!....

| ნანახია : 1552 |  კომენტარები : (1)
       

 

წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 2368 |  კომენტარები : (4)
       

 




"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"

| ნანახია : 5100 |  კომენტარები : (11)
       

 

მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ძვირფასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
...

| ნანახია : 1528 |  კომენტარები : (0)
       

 

თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის Lექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...

| ნანახია : 3078 |  კომენტარები : (3)
       

 

უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას
ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა
- მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
- შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები

| ნანახია : 2504 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
| ნანახია : 1692 |  კომენტარები : (8)
       
« 1 2 ... 99 100 101

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0