სამ, 24-აპრ-16, 20.49
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

დროს ხომ ვერ გაებუტები, ხათრი არააქვს დროს,
ზამთარს ვერ დაემდურები, ზამთარია და თოვს
ნიავს ვერ გაეკიდები, ნიავია და ქრის.
და ხელსაც ვერ ააფარებ ცას როცაუნდა წვიმს

საღამო როცა დადგება მთვარე ანათებს გზებს
ბევრი ალბათვერც გაიგებს, მერის თქმა მინდა დღეს.
ან როცა ვიღაც მოკვდება, თვალს დაუსველებს ბევრს.
თუმცა გული ხომ გეტკინა ასე უნდოდა ღმერთს...

გარეთ ვიღაცა მათხოვრობს, ჩვენკი აუვლით გვერდს.
მე კარგადავარ ის ცუდად, ალბათ აბრალებს ბედს.
და რაც გვაქვს ისიც ვიკმაროთ, ნუღარ მოვითხოვთ მეტს.
ღმერთი განსაცდელსაც გვივლენს, და შანსსაც გვაძლევს ერთს.

დროს ხომ ვერ გავებუტებით ვერ გავაჩერებთ წამს.
ხან ისე სწრაფად მიფრინავს, ვერ ვასწრებთ სიტყვის თქმას.
ნიავს ვერ გავეკიდებით, სულაც არ ვგავართ ქარს.
ვერ გადავივლით უდაბნოს და ვერც გავცურავთ ზღვას...

ჩვენ ცოდვილები მოკვდავნი, ან როგორ ვიღებთ ხმას..

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1518 |  კომენტარები : (1)
       

 

ჩრდილთა ქალაქში
by Misho Dadiani on 2011 წლის 05 03, შაბათი, 21:01-ზე
ზეცას ბინდისფრად მთვარე ვიდოდა,
ირგვლივ მეფობდა სიბნელე ცაში,
და ალახგაზრდა ქალი ტიროდა,
მას დაკარგვია პატარა ბავშვი.
ქალაქს სდიოდა უკუნი ბნელი,
მხოლოდ აჩრდილნი ქალაქის მცველი,
ყოვლის მომკვლელი იყო გოდება,
ქალაქს ცოცხალი ვერვინ ტოვებდა.
ამოუხსნელი იყო ზმანება,
გზებზე იწვოდა წითელი ალი,
ულამაზესი ქალი ტიროდა,
ვერსად მიაგნო პატარას კვალი.
აჩრდილთ ქალაქში ღამე კიოდა,
მას ყველაფერი ერთად ტკიოდა,
თუმცა ტკივილი ვის ახსოვს მაშინ,
ქალს დაეკარგა პატარა ბავშვი.
გამოხდა ხანი აღარ თენდება,
და ყველაფერი ისევ გრძელდება,
შეშინებული ლამაზი დედა,
დაუკარგია ძალა და რწმენა.
უცებ გამოჩდა პატარა გოგო,
თითქოს ხელებით დაიცვა სახე,
ეს ყველაფერი რა ხდება როგორ?
თვითონ დაუგო მშობელმა მახე.
წამოხტა ქალი მის დანახვაზე,
მივარდა თავის პატარა ნაყოფს,
თუმც უკაცრავად იქ ვერვინ ნახოს,
მხოლოდ აჩრდილნი, შორი თუ ახლო...
იწვის ხეები კარგავენ წელებს,
ღამე არ დნება იმატებს ბნელი,
პატარა ისევ იფარებს ხელებს,
სისხლიანი აქვს თვალები ხმელი.
უცებ განათდა ნისლიან თვალში,
თითქოს ფიფქები თვალებზე ათოვს,
და ამოიცნო ექიმი ხმაში,
გონზე მოვიდა:..., გილოცავთ "აბორტს"...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1749 |  კომენტარები : (2)
       

 

უსუსურია ღამე,
მზემ გადაყლაპა მთვარე,
კვლავ ცისარტყელა დაიბოლა,
ზეცაში ღრუბელმა ვარსკვლავი დაიმონა.
ცისფერი ცა მიესალმა მიწას,
ცვარი ბალახზე თეთრად რომ ბრწყინავს,
ბულბულმა დაიწყო უბადლო ბულბული,
ჩიტებმა ასტეხეს ირგვლივ ჟღურტული.
მინდორში დაიწყეს ძაღლებმა ღრიალი,
წყაროში მზის სხივმა დაიწყო ციალი,
ჩაგრული წიწილა საკენკს ეპარება,
პატარა გოგონა სარკეს ეპრანჭება.
მდინარემ დაიწყო ნაზად ჩხრიალი,
ყანაში ასტეხა თავ-თავმა შრიალი,
ბაგაში დაიწყეს ძროხებმა ღმუილი,
შორიდან ისმის მგლების ყმუილი.
ქუჩაში ესალმება ერთურთს მეზობლები,
ჩვენ ისევ შევიკრიბეთ ერთად მეგობრები,
ვეღარ შეგვაწუხებს მტერი ოხერი,
კვლავაც გაიღვიძებს პატარა სოფელი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1554 |  კომენტარები : (0)
       

 

ჩემი ცხოვრების ეკლიან გზაზე,
შენ შემხვდი მაშინ ღრუბლიან ცაზე,
მე გაგიღიმე, შენც გამიღიმე
და სიყვარულით გული განმიგმირე.
ჩემი სიყვარული დიდხანს მალული,
ჩვენი შეხვედრა, გრძნობა ფარული,
ჩემთვის სხვა გოგო უკვე ზედმეტია,
ამდენი სიყვარული, რაში ჩამეტია?!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1382 |  კომენტარები : (0)
       

 

მე მინდა ხელზე ხელი შეგახო,
უმანკოება შენი შევლახო.
მე მინდა ჩუმად გაკოცო ტუჩზე,
შენ ჩემს სიყვარულს არ გაცვლი ფულზე.
მე მინდა გითხრა, მოგანდო დრძნობა,
ჩემი შენდამი გიჟური ტრფობა.
მე მინდა ღამე ვარსკვლავთა ცვენა
და შენთან ერთად ფიქრებში ფრენა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1445 |  კომენტარები : (3)
       

 

ჩვენი სიყვარული მუდამ იქნება,
თუ არ გაგვიტაცეს ბილწმა ფიქრებმა,
მე სიყვარულით უნდა გამკობდე,
შენ კი -"მიყვარხარს" უნდა ამბობდე.
ჩვენი სიყვარული მაშინ გაქრება,
როცა მყინვარზე თოვლი დადნება.
შენ ჩემი იქნები მუდამ იცოდე,
ამიტომ გქვია, ჩემი სიცოცხლე...
ატაკა: სურათი 1
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1504 |  კომენტარები : (1)
       

 

ისევ მოვიდა დღეს შემოდგომა ფოთოლთა ცვენით
მე გელოდები თუმცა ვიცი რომ ტყუილად გელი
შენ უკვე გძინავს და სამუდამოდ იძინებ ვიცი
ვიცი არმოხვალ მაგრამ მეისევ მეისევ გიცდი

ჩემს გულისტკივილს ალბათ ბევრი ჯერვერ მიხვდება
იმ გულის ტკენას როდესაც დედა სახლში გიკვდება
საკუთარ დედას რომ ჩაასვენებ ცივ სამარეში
ზიხარ და ფიქრობ დედა როგორ ძლებს ამ ცივ ღამეში

ახლა კი ზიხარ დედის წარსულით თხზავ ისტორიას
დედას სად ვნახავ ან როდის ვნახავ გზა ხომ შორია...
საფლავთან მიხვალ თუმცა ღამეა უკვე გვიანი
იქვე ათენებ სევდიანი და თვალცრემლიანი

ისევ მოვიდა დღეს შემოდგომა ფოთოლთა ცვენით
მე გელოდები თუმცა ვიცი რომ ტყუილად გელი
მალე ზამთარიც კარს შემოაღებს და გულის ძგერით
დედი არ გცივა? მე გული მტკივა შენ რომ ვერ გშველი

მინდა გაგათბო გულში ჩაგიკრა, დე ხმა გამეცი
შენს საფლავთან ვარ შენს ქვას ვუყურებ მუხლზე დავეცი
ჩემს გულისტკივილს ალბათ მიხვდება თეთრი ვერხვებიც
დრო მოვა ალბათ და დედი ვიცი ისევ შევხვდებით...

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 2004 |  კომენტარები : (10)
       

 

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
რამდენი რაღაც გამოვიარე
ახლა რომ ვფიქრობ გადავირევი
სიგიჟე გამიკურნავს იარებს

ახლა რომ თვალებს ცრემლები სცვივა
და მეჩვენება ტკივილი დიდად
ცოტა მაკლია და გავგიჟდები
და მხოლოდ გიჟი ვიქნები მშვიდად

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
ის მე ვიყავი სულ მარტოდ ერთი
უიმედობით მე გადაღლილი
ვფიქრობ არასდროს დამტოვებს ღმერთი

ღრუბლიანი დღე უძილო ღამე
ხანკი მთვარესთან მე ჩემი ჩრდილი
გზააბნეული მარტოდ დამჯდარი
ვტირი და ვტირი, ვტირი და ვტირი...

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
რამდენი რაღაც გამოვიარე
მე მხოლოდ მხოლოდ ქარებს ვუამბობ
ჩემს გულისტკივილს და ჩემს იარებს

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1403 |  კომენტარები : (1)
       

 


"ხო და,რას ვიძახდი,მომენატრე მეთქი?"...
უკვე რა ხანია ასე ძლიერ გნატრობ...
განა შენ გაკადრე მხოლოდ სტროფი ერთი?!
მთელი პოემები მოგიძღვენი,კარგო...
ბნელ ღამეს ვათევდი,თვალი ვერ მოვხუჭე,
შენზე ოცნებების ქვეყანას ვესტუმრე...
ღამის გუშაგებად იქ ისხდნენ მუზები,
კალმის მოწოდებით მხვდებოდნენ ულევნი...
იქვე იღვრებოდა პატარა სანთელი,
წვეთებით დაწერა მან შენი სახელი,
კალამთან ეძინა დაღლილ ფურცლის ნაგლეჯს,
სადაც გავიხედე,ყველგან შენი სახე...
სხვა გზაც აღარ მქონდა თითქოს მე იმ წუთას,
ყველა ჩურჩულებდა: ნახე, როგორ უყვარს...
იმ ფურცლის ნაგლეჯზე სტროფი წავაჯღაბნე,
ამით სიყვარულიც თითქოს გავაღრმავე...
თითქოს, ეხლა წამიც უშენოდ ტანჯვაა
და თითქოს ცხოვრება ამან გაამძაფრა.
თითქოს უშენობა მე სასჯელად მექცა,
თითქოს სიყვარულის ეხლა მართლა მჯერა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1394 |  კომენტარები : (1)
       

 


მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1368 |  კომენტარები : (2)
       
« 1 2 3 4 ... 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0