ხუთ, 24-აპრ-25, 17.35
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
- დღესაც აქ არის არ გაიგუდა .
კატეგორია : ნიკო გომელაური | ნანახია : 1524 |  კომენტარები : (0)
       

 


მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით

მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს

ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1725 |  კომენტარები : (1)
       

 


შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მახრჩობს...
გულის ტკივილამდე გნატრობ..
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1446 |  კომენტარები : (1)
       

 

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1313 |  კომენტარები : (0)
       

 


ღესაც ძველებურად გამებუტეალბათ,
შენ მე უნდა გამაგიჟო
უსაშველოდ ვიტანჯები აბა
სხვა ვინ უნდა დამამშვიდოს...

რისთვის და რატომ ვერ გაგიგია
რომ სიცოცხლისთვის შემიყვარდი
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ
რომ მაპატიო ჩემი ხათრით

რა ვქნა ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები
რა ვქნა პირველ რიგში ქალი მქვია
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1315 |  კომენტარები : (0)
       

 


ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე?

***
  შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი - ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება

***
რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1745 |  კომენტარები : (1)
       

 


ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1257 |  კომენტარები : (1)
       

 


ჩამოშლილ თმაზე გაბნეული
თეთრი გვირილა.
ოცნებით სავსე იდუმალი
ბავშური მზერა.
ხელის გულებით განდობილი
გრძნობა და ვნება,
მთვარის სხივებით დამალული
გულების სევდა.
ჩუმი ჩურჩული და სულში კი
ყვირილი ეთხმად,
დიდი ტყუილიც და სიმართლეც
ორივე ერთად.
დიდი სევდაც და სიხარულიც
გრძნობაც და ვნებაც.
მე ამ ყველაფრით გიხსენებ
შენ და
რასაც დაგპირდი მე შევასრულე
-აღარ მიყვარხარ ეხლა !!!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1233 |  კომენტარები : (1)
       

 


რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,
მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,
მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით
და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.
ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,
რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის
წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს
და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.
მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,
ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,
ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა
და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.
ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,
მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,
სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის
და სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1226 |  კომენტარები : (0)
       

 

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
კატეგორია : სხვა და სხვა | ნანახია : 1267 |  კომენტარები : (0)
       
« 1 2 3 4 5 ... 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0