პარ, 24-მარ-29, 02.31
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

ჩანახატები

მთავარი » სტატიები » ჩანახატები

გზაგასაყარი?!
თვალები გაახილა, გათენებულა..... ისევ ის სიზმარი, წყეული გზაგასაყარი აეკვიატა, დგას გზაგასაყარზე და ვერ აურჩევია საით წავიდეს, არადა იქ დგომაც როგორ მობეზრდა, ძალიან დაიღალა უკვე ერთი და იმავეთი.
გზაგასაყრის ერთ მხარეს ბურუსი ჩანს, სიბნელემდე მისული ბურუსი, ცივი, ერთიანად მძიმე ჰაერი, ჩუმი წვიმა და ცის ჩუმი მოთქმა, ავის მომასწავებელი სიჩუმე, გაყინული დრო, შეწყვეტილი წამი..... მეორე მხარეს კი მზე ანათებს, იმდენად მხურველედ, ისე ძლიერად, რომ შეიძლება დაწვას, ეშინია, რომ ვერ გაუძლებს მისი სხივების სიუხვესა და სითბოს და დაიფერფლება, თვალისმომჭრელ სინათლეში მაინც ჩანს მზის დისკო --- მფეთქავი გული, ყველა მიმართულებით გასცემს სხივებს, ათბობს, უსულოს სულს სჩუქნის --- უსასყიდლოდ, სიცოცხლეს გასცემს და თვითონ კი ისევ იგივე რჩება..... დგას და ვერ აურჩევია საით წავიდეს, ან იქნებ აირჩია კიდეც, მაგრამ ვერ მიდის..... როდემდე გაგრძელდება ასე?! ვინ იცის..... ალბთ მისი დროც მოვა..... კი, აუცილებლად მოვა.....
სწორედ იმ საღამოს, როცა ის ისევ იმ გზაგასაყარზე იდგა, მან გზა აირჩია.....
კატეგორია: ჩანახატები | დაამატა: roxana (11-თებ-02) | ავტორი: roxana
ნანახია: 1819 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 3
0  
1 tako-tako   (11-აპრ-16 19.55) [Entry]
kargia

0  
2 camellia   (11-მაი-19 21.03) [Entry]
momewona xom ver metyvit me rogor davposto?

0  
3 nanuka   (11-ოქტ-26 23.36) [Entry]
sainteresoa! Roca wer albat grdznob kidec....

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0