პარ, 24-მარ-29, 18.09
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » axali arqivi

 

სატკივარი გამანდეს,
ისემომენატრაშენიმოფერება
,
როგორცარასდროსაქამდე
.
წარსულსუმღეროდაძველიროიალი
,
თითქოსშეთავიდამავიწყესძველმასონეტებმა
,
ძველინცმეძახდიშორიდან
,
პირჯვარსისახავდაღამემთვარიანი
,
გარეთხეტიალიმომინდა
.
ფიქრთაჩირაღდანზეწლებიაელვარდნენ
,
გაქრაყველაფერიუკვალოდ
,
ისემომენატრე,ისემომენატრე
,
ვერცკიწარმოიდგენუბრალოდ
!

| ნანახია : 1467 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
 

| ნანახია : 1298 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
 

| ნანახია : 1260 |  კომენტარები : (1)
       

 

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
| ნანახია : 1404 |  კომენტარები : (0)
       

 

ვიგონებ წარსულს გამეს მტვარიანს მგიმარე გოგოს მოკლე კაბიანს სისველი მკერდი ცისფერი ტვალი და ეტყობოდა რომ იყო მტვრალი მივედი ახლოს მან გამიგიმა სახელი ვტხოვე ის კი ატირდა გოგონამ უცებ იცვალა ფერი და მიპასუხა რომ ქვია მერი ცრემლის მიზეზი არ დამიმალა და ეკლესია ტან მიმასცავლა იქ არის ცჰემი დზვირფასი საქმრო დგეს ის ჯვარს იცერს ვერც ვხვდები რატო მე ვიყავ მისი სატრფო ერტგული ცემტან რა უნდა მე რას მენდურის ტუმცა სწორი ხარ დზვირფასო საქმრო მსობელმა დედამ დამგუპა ხალხო უცებ გიმილმა გამომაფხიზლა გოგონამ ტვალზე ცრემლი სჰეისჰრო იდზგერა გულმა სისხლის ნაკადმა და გულ წასული იქვე დავარდა ასეტი იყო ეს მოგონება და მე კალამს გაუსჰვი ხელი ნეტავ სად არის ან სად მარხია ის დატანჯული ლამაზი მერი.

| ნანახია : 1336 |  კომენტარები : (1)
       

 

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა

| ნანახია : 1360 |  კომენტარები : (3)
       

 

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია

| ნანახია : 1323 |  კომენტარები : (1)
       

 

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა დამიანი.

მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

| ნანახია : 1423 |  კომენტარები : (1)
       

 

თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასდროს აქამდე.
წარსულს უმღეროდა ძველი როიალი,
თითქოს შენც მეძახდი შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა.
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე,ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!

| ნანახია : 1791 |  კომენტარები : (1)
       

 

იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 2727 |  კომენტარები : (8)
       
« 1 2 ... 98 99 100 101 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0