ორ, 25-ივლ-07, 16.27
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

ჩანახატები

მთავარი » სტატიები » ჩანახატები

"დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ"

-როგორ ხარ სალი?
-კარგად ანი, შენ?
-მეც მაგრად. აქ რას აკეთებ?
-მეგობარს ველოდები. რაღაც უნდა ვაჩვენო.
Aამ დროს გამოჩნდა სალის მეგობარი, ანიმ შეხედა თუ არა, მაშინვე გაიფიქრა, "ღმერთო რა ძალიან საყვარელი ბიჭია”. სალი და გიო ჯგუფელები იყვნენ. ბიჭი გოგოებს რომ მიუახლოვდა, სალის აკოცა და მოიკითხა, ისე, რომ ანის ზედაც არ შეხედა. Mმეგობრებმა გააბეს ლაპარაკი, ანი კი, სულ დაავიწყდათ. Gგოგონა შემობრუნდა და წამოვიდა. ცოტა იმედგაცრუებული იყო, რადგან ასეთი უყურადღებობა ნებისმიერს დაწყვეტდა გულს, მითუმეტეს ანის, რომელსაც, ამ ქვეყნად უყურადღებობაზე მეტად არაფერი ეჯავრებოდა.
გავიდა რამოდენიმე დღე და ანიმ აღმოაჩინა, რომ გიოს და მას ერთდროულად უტარდებოდათ ლექცია და მათ აუდიტორიებს ერთი კედელი ყოფდა. Mმან რამდენჯერმე მოკრა გიოს თვალი, მაგრამ ამ ბიჭის ყურადღება ვარასოდეს მიიქცია.
მას მერე გავიდა დრო. Gგაიარა ზაფხულმა და უნივერსიტეტშიც განახლდა სწავლა. Aანი ვერ იტყოდა, რომ დიდი სიხარულით ელოდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მაგრამ რას იზამდა. Dდაიწყო სწავლა და სტუდენტებმაც აირჩიეს საგნები. Aგოგონა შევიდა ლექციაზე და დაჯდა მერხთან. სტუდენტები ნელნელა შემოდიოდნენ და აუდიტორიაც ივსებოდა. Kკიდევ ერთხელ გაიღო კარი და გიოც შემოვიდა. Aანის გაეხარდა, როცა მიხვდა, რომ ეს ბიჭი ერთი სემესტრი მაინც იქნებოდა მისი ჯგუფელი და რაღაც სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
ანი არ იყო ცანცარა გოგო, მას მოსწონდა გიო თუმცა მის გასაცნობად არაფერი გაუკეთებია. ერთხელ, როცა მათ ერთად ქონდათ ლექცია, ლექტორი დავალებებს ამოწმებდა. Aაღმოჩნდა, რომ მხოლოდ ანის და გიოს ქონდათ შესრულებული დავალება. Eეს გახლდათ მათი გაცნობის მიზეზი. ჯერ ანის დავალება ნახა ლექტორმა, გიო რიგში იდგა და ამ დროს გამოელაპარაკა კიდეც ანის.
-აუ! შეხედე, დავალება მარტო ჩვენ გვაქვს.-თქვა გიომ და ღიმილით შეხედა.
-მაგარია, კაია მერე.
-ხო, თავი დავამახსოვროთ და კარგ ქულებს დაგვიწერს ბოლოს.
Aმას მერე გადიოდა დღეები, გიო და ანი ერთმანეთს ლექციაზე ხვდებოდნენ და დავალებების გაკეთებაც ერთად უწევდათ ხოლმე. მათ ერთმანეთი გაიცნეს ნელნელა და დამეგობრდნენ კიდეც.
-ანააა, როგორ ხარ გოგ?
-კარგად, შენ როგორ ხარ, ლიზ?
-რავი, არამიშავს, რა ხდება შენკენ ახალი და სასიამოვნო აბა? რამდენი ხანია არ მინახიხარ, რატო ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს ხშირად რა არის რა.
- ეჰ, ხო იცი ჩვენი ამბავი, სულ სამეცადინო და. . .
-ეგ აღარ გამახსენო. Gგოგო რას შვრები ახალი არავინ გამოჩნდა შენკენ? ჰა? -კითხა ლიზიმ ანას და თან ეშმაკურად გაეღიმა.
-ახალი? Aაუ რავიცი. Lლიზი ერთი ბიჭი მომწონს ძალიან, მაგრამ იმას სულ არ ვაინტერესებ და რა ვქნა არ ვიცი.
-ვინაა ეგეთი. Bბრმაა?
- ჩემი ჯგუფელია, გიო ქვია ძაან საყვარელია.
-მერე რა იცი, რომ არ მოწონხარ?
-რავი ყურადღებას არ მაქცევს საერთოდ და არ ვიცი რა ვქნა.
-კაი რა, მაგაზე დარდობ? ბიჭების მეტი რა არის.
-კაი აბა ვნახოთ რა იქნება. კარგად ლიზი.
Gგადიოდა დრო და გიო და ანა ერთმანეთს უფრო და უფრო დაუახლოვდნენ, ნამდვილ მეგობრებად იქცნენ. ერთ დღესაც, გიო ძალიან უცნაურად იქცეოდა. Aანა დაინტერესდა მისი ამბით და ნელნელა გამოკითხა მოწყენის მიზეზი. კარგი იქნებოდა მას ეს საერთოდ არ გაეგო. Gგიომ უთხარა ანას, რომ თავის შეაყვერებულს ეჩხუბა და მაგიტომ რაღაც დეპრესიის მაგვარი ჭირდა. Aამ სიტყვების მერე ანას ნამდვილად დაემართა დეპრესია. Mმან არ იცოდა, რომ გიო შეყვარებული იყო. M იმდენად გაუცრუვდა იმედი, რომ ყველაფრის ხალისი დაკარგა. ის Dდღე ხომ მთლიანად ჩამწარდა და უახლოესი ერთი კვირაც მასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Aანა ძალიან მგრძნობიარე გოგო იყო, თუმცა ამას არასოდეს იმჩნევდა ხოლმე. მას სიამაყის გრძნობა მოზღვავებულად ქონდა და თავისი სისუსტის გამომჟღავნებას სიკვდილი ერჩივნა. იგი თავის თავში ხშირად იკეტებოდა და თუ რამე პრობლემა ქონდა, ყოველთვის თვითონ ცდილობდა მოგვარებას, არასოდეს გაანდობდა მას სხვას. Mანამ ეს იმედგაცრუებაც გადაიტანა, თავს ცუდად გძნობდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია. გიოსთან ძველებური ურთიერთობა ქონდა და აგრძელებდა ცხოვრებას.
ერთ მშვეიერ დღეს, როცა ანა ეკლესიაში მიდიოდა, მას თავისი ძველი მეგობარი სანდრო შეხვდა, რომელსაც თან ძმაკაცი ახლდა.
-ვა, ანაააა, როგორ ხარ?
-კარგად, სან, შენ?
-ვარ რა, ძველებურად, გაიცანი, ეს ჩემი ძმაკაცი ლუკაა.
-სასიამოვნოა, ანა. Aაუ სან, მე უნდა გავიქცე, ბოდიში რა, სხვა დროს ვნახოთ ერთმანეთი და ვიჭორაოთ მერე ხო?
-კარგი წაცუცნცულდი და მერე გნახავ. Aაბა კარგად, ლამაზუკა. - და კოცნით დაემშვიდობა სანდრო ანას.
Aამ Dდღის მერე ლუკამ ანა აღარ მოასვენა. Mმას ძალიან მოწონდა იგი და ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას. Aარც ანა იყო გულგრილი მის მიმართ. Lლუკა ის ბიჭი იყო, რომელსაც ფიზიკურად ნაკლს ვერ მოუძებნიდი. Aანა კი გარეგნობას ყურადღებას ყოველთვის აქცევდა. Lლუკა როგორც დედფოფალს ისე ექცეოდა მას, მან თითქოს მიაგნო ანას გულის გასაღებს, რომელსაც ყოველთვის გაბედული ბიჭები მოსწონადა. ისეთები, რომლებიც მისი გულისთვის არაფერს შეუშინდებოდნენ და არასოდეს დანებდებოდნენ სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ. ამავდროულად ლუკა იდეალური ვარიანტი იყო გიოს დასავიწყებლად. ანას კი ეს ნამდვილად ჭირდებოდა. Gგადიოდა დღეები და ანა ძალიან შეეჩვია Lლუკას. Dდღე მისით იწყებოდა და ღამდებოდა კიდეც. აღფრთოვანებული იყო ამ ადამიანით და ფიქრობდა, რომ მას ძალიან გაუმართლა. გიოსთან მეგობრობდა ძველებურად და ეგონა, რომ ახლა, კი მართლა, როგორც მეგობარი ისე უყვარდა იგი. Lლუკა ეჭვიანობდა ხოლმე კიდეც გიოზე, მაგრამ ისე იყო დარწმუნებული, რომ ანა მხოლოდ მისი იყო, ამაზე ფიქრით მაიცდამაინც არ იწუხებდა ხოლმე თავს.
ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ დაურეკა ლუკამ ანას და შეხვდერა სთხოვა. Aანაც გაიპრანჭა და დათქმულ დროს მივიდა Lლუკას სანახავად. იგი ძალიან ლამაზი იყო იმ დღეს და ამას გრძნობდა კიდეც, ქუჩაში გამვლელების მზერით.
-ჩემი ულამაზესი, ჩემო დედოფალო როგორ ხარ?-და მაგარად ჩაეხუტა ლუკა ანას.
Aანას ძალიან უყვარდა ჩახუტება და სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით, თუ ეს ლუკა იყო მაშინ. Aახლაც ტკბებოდა ამ წამებით და ფიქრობდა, რომ ლუკა იყო ის ადამიანი, ვინც მის სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდა.
-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ. იცი როგორ მომენატრე?
-მე უფრო ჩემო ანგელოზო. - და უკოცნიდა ლუკა ლამაზ თველებს ანას, იგი რაღაც უცნაურად იქცეოდა იმ დღეს, თითქოს ემშვიდობებოდა. რაც ერთმანეთს შეხვდენენ გოგოსთვი ხელი ერთი წამი არ გაუშვია, სულ ეფერებოდა და ჩვეულებისამებრ ლამაზი სიტყვებით ამკობდა.
-ლუკა რა გჭირს დღეს, ეგრე თუ გააგრძელებ ალბათ შემჭამ კიდეც იცი?
- ხო შეგჭამ და სულ ჩემთან იქნები და ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს მერე.
-დაშორება რა შუაშია, მაგაზე რატო ფიქრობ ახლა?- კითხა ანამ და ბავშვური თველებით შეხედა Lლუკას
-ანა, მისმინე რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ ყურადღებით მისმინე და სანამ არ დავასრულებ ნუ შემაწყვეტინებ ძალიან გთხოვ ჩემო დედოფალო კარგი?
-კარგი, გისმენ. A- ანას გულში თითქოს რაღაც ძალიან ეტკინა და უცანაური გრძნობა დაეუფლა.
M-მისმინე ჩემო პატარა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია, სანამ შენ გაგიცნობდი ჩემი ცხოვრება სიბნელით იყო მოცული. შენ ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემ ცხოვრებაში. ვერც კი წარმოიდგენ რა ძვირფასი ხარ ჩემათვის. Mმე შენი სიხარული და ბედნიერება მინდა მხოლოდ. მოხდა ისეთი რამე, რომ მე აქ ვაღარ დავრჩები, უნდა წავიდე, იცოდე ჩემი გული მხოლოდ შენია, აქ სხვისი ადგილი არ არის და ვერც ვერასდოდეს იქნება. საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და მე შენი ტანჯვის ატანა არ შემიძლია. Mმე მივდივარ მოსკოვში ბიძაჩემთან. Aარ ვიცი იქ რამდენი ხანი დავრჩები. შეიძლება ერთი წელი, ერთი თვეე, ან მთელი ცხოვრება. Mმე არაფრის თქმა არ შემიძლია ძალიან მინდა, რომ ყველაფრის შეცვლა შემეძლოსმ, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია. Mმე ვერ გთხოვ ჩემთან ერთად წმოსვლას, ისევ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ. შენ რომ თან წაგიყვანო, ვიცი მთელი ცხოვრება დაიტანჯები და მე ამის ცქერა არ შემიძლია. Gვიცი ახლა მე ვერ გამიგებ და არც არფრის ახსნა შემიძლია შენთვის, არ მინდა გითხრა რამე მარტო იმიტომ, რომ ვიცი შეგძულდები მე კი მინდა ყოველთვის კარგად გახსოვდე . არასოდეს დაგავწყდეს ერთად გატარებული სასიამოვნო წამები და რაღაც ადგილი, შენს ლამაზ გულში, ჩემზე მოგონებებსაც Eეჭიროს, მე მხოლოდა ეს მინდა. Aანა შენ უნდა დამივიწყო, რადგან ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ისევ ჩემ გამო. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია, გთხოვ, მაპატიე ეს სიტყვები და საერთოდ ყველაფერი. Mმე შენი ღირსი არ ვარ. მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ ცხოვრებაში, მაგრამ იცოდე, შენ ერთადერთი ხარ, ვის გამოც ყველაფრის დათმობა შემიძლია, შენი ბედნიერებისთვის შენ უნდა დაგთმო, ეს ჩემი სიკვდილია, მე Dდღეს ვკვდები ამ სიტყვების გამო, და ეს სიკვდილიც მხოლოდ ჩემი ბრალია. შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ და იცოდე, რომ სანამ მე დედამიიწაზე ვივლი, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მეყვარები. Mმაპატიე გთხოვ, ყველეფერი მაპატიე.
Lლუკამ რომ შეხედა ანას სიკვდილი მართლა ინატრა. მისი თვალები, რომლებიც L ყველაფერს ერჩივნა, ცრემლებით იყო სავსე. არცერთ ადამიან ისე არ უხდებოდა ცრემლები, როგორც ანას. ის განსაკუთრებით Lლამაზი ტირილის დროს იყო. Eეს ყველას აოცებდა და ბავშობაში ხანდახან განგებ ატირებდნენ. Aანა განადგურებული იყო. მისთვის ყველაფერი დამთავრდა. მისი ნაზი კანი ცრემლებით იყო დანამული. Aარცერთ ფრესკაზე არ იყო გამოსახული უფრო მშვენიერი ანგელოზი ვიდრე ანა იმ წუთას იყო. მთელი არსებით ინატრა, რომ ეს იყო ცუდი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ მწარე რეალობს ვერსად გაურბოდა. Eეს ის სისუსტის წამები იყო, რის დამალვასაც იგი ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა კიდეც. სწორედ ამიტომ იგრძნო ლუკამ თავი არარაობად, როცა იგი ასეთ მდგომრეობაში ჩააყენა. Mმას ასეთი ანა არასოდეს ენეხა და ვერც წარმოიდგენდა თუ ასეთ მდგომარეობაში ოდესმე ნახავდა. Aანას წასვლის მიზეზი აინტერესებდა, მაგრამ ლუკამ არ უთხრა. Aამან უფრო გაამწარა, ეგონა ლუკა ატყუებდა და სხვა გოგოს გამო შორდებოდა. Aამ აზრის გაელვება და მისი შეცვლაც ერთი იყო. სიამაყე იყო ერთადერთი რასაც ვერასდოდეს აჯობა ანამ. Mმან შეწყვიტა ტირილი. ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟი შეისწორა და შეხედა Lლუკას თვალებში.
-არ ვიცი ასე რატომ მომექეცი, მაგრამ ვხვდები, რომ კარგი არაფერი გააკეთე. Mმე დღეს გული მტკივა, ისე როგორც არასოდეს Dდა ეს შენი ბრალია. იცოდე ეს დღე არასოდეს დაგავიწყდება. Aარაფერს ის ეარ ინანებ, როგორც ამ Dდღის გათენებას. მე არ გემუქრები, უბრალოდ ცხოვრება გატკენს გულს, ისე, როგორც ახლა მე მტკივა. Kკარგად იყავი ლუკა. თქვა ანამ ეს სიტყვები და წავიდა.
იმ დღის მერე გავიდა დრო. Lლუკა წავიდა, ანა კი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ნელნელა ცდილობდა მის დავიწყებას და ახერხებდა კიდეც, მას გვერდით გიო ყავდა ყოველთვის და ცხოვრებას ნამდვილად ულამაზებდა. ერთ დღეასაც ანამ ლუკას წასვლის მიზეზი გაიგო და გაოგნებული დარჩა. Mმან იცოდა, რომ ლუკა არ იყო წყნარი ცხოვრების მოყვარული, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. Aანას შემთხვევით სანდრო შეხვდა, რომელმაც ყველაფერი მოუყვა. აღმოჩნდა, რომ ლუკას მეგობარს ჩხუბი მოსვლია რესტორანში ბიჭებთან, ისიც თან ახლდა მას და მიხმარებია კიდეც. B ისე მოხდა, რომ Lლუკამ დანით დაჭრა რომელიღაცა მათგანი, ჭრილობა კი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ის ბიჭი რამდენიმე Dდღე კომაში იმყოფებოდა, სწორედ მაშინ წავიდა ლუკა მოსკოვში. ერთი კვირის მერე კი გაირკვა, რომ ის დაჭრილი დაირუპა. Mმისი მშობლები Lლუკას და მის ძმაკაცს ციხეში ამოლპობით ემუქრებოდნენ. Aანა ამის გაგონების მერე ცოტა ხანს გონს ვერ მოდიოდა. Pპირველი რაც გაიფიქრა იყო: "ღმერთო, მე მკვლელი მიყვარდა?” და თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. Mმას შეეშინდა და თითქოს თავი პირველად ბედნიერად იგრძნო Lლუკას წასვლის გამო.
Aამ ამბის გაგების მერე ანამ ლუკა ცუდი სიზმარივით დაივიწყა. თითქოს მას არც არასოდეს იცნობდა. სამაგიეროდ გიოს მიმართ ნამდვილად განუახლა გრძნობა. გიო ყველაზე კარგი ბიჭი იყო ვისაც კი იცნობდა ანა და როგორ შეიძლებოდა იგი არ შეყვარებოდა. გიოსთვის იგი მხოლოდ საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ანას მის გვერდით ყოფნა იმდენად სიამოვნებდა, თანახმა იყო მის ამ სტატუსზე. Aანა იმდენად ახლოს იყო გიოსთან, რომ ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. Gგიო ამ დროის განმავლობაში თავის შეყვარებულს დაშორდა კიდეც და ანას იმედიც გაუჩნდა. Mმას ხშირად მოუსმენია გიოსგან სასიამოვნო სიტყვები, მაგარ არა ისე ნათქვამი, როგორც მხოლოსდ საყვარელ ადამიანს მიმართავენ ხოლმე.
- ანა, როგორ ხარ ჩემი დაიკო?
- კარგად გიო, შენ როგორ ხარ?
- აუ გუშინ მაგრად დავთვერი, ძმაკაცთან ვიყავი.
- ნამდვილი ლოთი ხარ რა. - თქვა ანამ და Gღიმილით შეხედა გიოს.
- იცი, იქ ერთი გოგო გავიცანი.
- მართლა? Mმოგეწონა? K- კითხა ანამ და გულში ისევ მწარე ტკივილი იგძნო.
- კი. იცი რა ლამაზი გოგოა?
- რა ქვია?
- ნინი.
- კაია გილოცავ. –A”ღმერთი აშკარად დამცინის” გაიფიქრა ანამ გულში.
- რას მილოცავ გოგო, ცოლად კი არ მომიყვანია, მომწონს ჯერ მარტო. Dიცინოდა გიო.
- მერე რა, იმასაც მოეწონები, არამგონია შენნაირ ბიჭზე თქვას უარი.
- ეე, შენ უკვე დაგვაქორწინე რა. ისე შენ რას შვრები "ის” კიდე ევერ დაივიწყე?
- ვინ ის? Lლუკა? Eეგ აღარც მახსოვს უკვე.
- ვა! შენ რა მაგარი გოგო ხარ ანუშკა. Aაბა ახალმა ვერევინ დაიპყრო შენი ლამაზი გული?
- არ ვიცი, შეიძლება.
- რაა? ვინმე შეგიყვარდა და მაგას მიმალავ გოგო? Aაუ მითხარი ვინაა ვიცნობ მე?
- გიო ძალიან Gგთხოვ მაგის თქმას ნუ მთხოვ, ვერ გეტყვი მაინც.
- რატო? რა მოხდა? არ ითქმის? Aრასოდეს არაფერს არ მიმალავდი და ახლა რა გჭირს?
- აუ, არ შემიძლია ახლა მაგის თქმა და Gგთხოვ ნუ დამაძალებ რა?
- კაი, როგორც შენ გინდა, მაგარმ მერე მეტყვი აუცილებლად იცოდე. ხო მპირდები?
- კი, გპირდები, რომ გეტყვი.
Gგავიდა დრო. ზაფხული მოახლოვდა. ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ლუკა წავიდა. Aანა და გიო ქუჩაში სერირნობდნენ და თან საუბრობდნენ. Uუცებ ანა გაფითრდა. Gგიომ ხელი შეაშველა თორემ წაიქცეოდა.
- რა დაგემართა გოგო ფერი აღარ გადევს სახეზე.
- გიო ლუკა დავინხე იცი?
- სად? ის ხო მოსკოვშია და აქ ვარც ჩამოვა, მოგეჩვენა ალბათ.
- არა, ის იყო, ვიცი ნამდვილად, მანქანაში ჯდებოდა, ვიცი ის იყო. მეშინია გიო!…
- რისი გეშინია ნუ გადამრიე გოგო დაწყნარდი. წესიერად არც იცი, ლუკა იყო თუ არა.
- ვიცი ისაა. Mმას ყველგან ვიცნობ, ასი წელიც რომ გავიდეს მერეც ვიცნობ.
- ხო მაგრამ რისი გეშინია, შენ ხომ უყვარდი, შენ არაფერს დაგიშავებს დამშვიდდი.
Gგიომ ძლივს დაამშვიდა ანა და სახლამდე მიაცილდა. Gგოგონამ ის დაიჯერა, რაც უნდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ რეალობას ვერ გაურბოდა. სამი დღის მერე მას ლუკა გამოეცხადა. უნივერსიტეტში მიდიოდა ანა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლუკა გადმოვიდა და მას მიუახლოვდა. Aანას თვალებში ისევ ის შიში იგძნობოდა. -ჩემო დედოფალო, მე დავბრუნდი. - თქვა ლუკამ და ანას მოეხვია. Aანა კანკალებდა.
-ხელი გამიშვი ლუკა.
ბიჭი მოშორდა გოგოს. თითქოს ელოდა ამ რექციას და მშვიდი სახით შესცქეროდა მას, ვინც სიცოცხლეს ერჩივნა.
-ანა, შენ ალბათ ყველაფერი გაიგე. ვიცი ჩემი პატიება გაგიჭირდება, მაგრამ მე დავბრუნდი. Eეს ერთი წელიწადი ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის, მე უშენოდ არ შემიძლია, შენ გამო დავბრუნდი, ერთხელ მაინც რომ ჩამეხედა შენს ლამაზ თავლებში და მეთქვა, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. Aანა, მე აღარ მეძებენ, თავისუფალი ვარ და მინდა ამ თვაისუფლებით შენთან ერთად დავტკბე. ვიცი ასე მალე ვერ დამივიწყებდი, ისიც ვიცი, რომ პატიება გაგიჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოვიპოვებ შენს ნდობას ახლიდან, მე მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით. Aანა, მე...
- ლუკა გთხოვ გაჩერდი. აღარ გააგრძელო. Yველაფერი იმ დღეს დამთავრდა და მე ყველაფერი მაშინ გითხარი. შენ დავიწყება მთხოვე და მეც დაგივიწყე. Mმე აღარ მიყვარხარ დ აიმ წუთებს ვანანობ, როცა შენთან ერთად ვიყავი. გთხოვ წადი და არასოდეს აღარ მოხვიდე ჩემთან. M არ მიყვარხარ და აღარაფერს აღარ აქვს აზრი. წადი და დამივიწყე, ისე, როგორც მე გავაკეთე.
-არა, ანა, მე ვერ დაგივიწყებ და ვიცი არც შენ დაგვიწყებივარ, ისიც ვიცი, რომ შეყვარებული არ გყავს, ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ და ამ სიტყვებს სიბრაზე გალაპარაკებს.
- ცდები. Mმე მიყვარს, მაგრამ მან ეს არ იცის. M ის მიყვარს ვინც სიყვარულის ღირსია და შენნაირი არასოდეს გახდება. Aარასოდეს ვინანებ იმ ადამიანის გაცნობას, და საერთოდ, ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და მე მას ვიცნობ. შენ წარმოდეგენაც კი არ შეგიძლია, როგორ მიყვარს.
- ვინაა? Aარ გინდა გამოვიცნობ, ეგ ის იდიოტი იქნება, შენი გიო არა? რაო? რას გეუბნება? მიყვარხარო? იცი მაგ შენს გიოს რას ვუზამ? სიკვდილს ვანატრებ, მაგ...
- ლუკა!
ანას თვალები ცრემლებით ქონდა სავე. სწორედ ისე, როგორც იმDდღეს. სულ მთლად კანკალებდა და თავის სიტყვების საშინლად ნანობდა.
-იცოდე მას თუ რამეს დაუშავებ მე მოვკვდები, ძალიან გთხოვ გიოს თავი დაანებე. ის არაფერ შუაშია. მიყვარს და მან ეს არც კი იცის. Mმასზე კარგი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია და არაფრის გულისთვის ნურაფერს დაუშავებ Gგთხოვ. Lლუკა თუ გინდა მუხლებზე დამდგარი შეგევედრები გიოს ხელს ნუ ახლებ. A არ არსებობს არაფერი რაც მის თავს შეიძლება მერჩივნოს . ამ ქვეყნად დაბადება მხოლოდ მის გასაცნობად ღირდა და გთხოვ მაცალე ცოტა ხანი მაინც ვიყო ბედნიერი. მისთვის მე მხოლოდ მეგობარი ვარ, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია. Mმისი ღიმილის დანახვა ყველაფერს მირჩევნია ამ ქვეყნად გთხოვ მას ნუ შეეხები. Lლუკა იმ სიყვარულს გაფიცებ რასაც ჩემ მიმართ გრძნობდი, ვიცი, რომ მართლა წრფელი გულით გიყვარდი მიუხედავად იმისა, რომ სხვების მიმართ ასეთი დაუნდობელი იყავი ვიცი, რომ მართლა გიყვარდი. გთხოვ, ჩემს თავს გაფიცებ, და ყველა იმ ლამაზ წამს, რაც ერთად გაგვიტარებია, გიოს ხელს ნუ ახლებ. ჩოდე, თუ რამეს დაუშავებ, მე იმ დღეს მოვკვდები და ვერასოდეს ვეღარ მნახავ, გთხოვ, მას თავი დაანებე და დაგვივიწყე.
Lლუკა გაშტერებული უყურებდა ანას და რას არ მიცემდა ამ ქვეყნად ოღონდ ანას ეს სიტყვები მასზე ეთქვა და არა გიოზე. ტირილი უნდოდა, მაგრამ ვერ იტირებდა, ეს მას არასოდეს ახასიათებდა და ვერც იტანდა. Mმან ანას ჩახედა თვალებში და ეს თქვა მხოლოდ:
-არასოდეს დაგავიწყდეს, რომ მე შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ, შენ ჩემი ანგელოზი ხარ, მიყვარხარ.
Lლუკა წავიდა.
Mმას მართლაც არაფერი დაუშავებია გიოსთვის, იცოდა, რომ ანა მართლა მოკვდებოდა. რაც დრო გადიოდა ლუკა სულ უფრო შეიცვალა. Aანა მისი აღარ იყო და ამით ყველაფერი დამთავრდა. მთელს თბილისში თუ ვინმე "კაი” ბიჭი იყო და საეჭვო რეპუტაცია ქონდა ყველასთან ქონდა ურთიერთობა, ლუკამ საერთოდ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა. Aანა ახსოვდა, მაგრამ მასზე ფიქრი აღარ უნდოდა. იმ დღის მერე იგი აღარ უნახავს. Mმხოლოდ ერთხელ შეხვდა და უკანასკნელად...
ზაფხული იყო არდადეგები ახლოვდებოდა. Aანა წავიდა უნივერსიტეტში. იმ დღეს ზალიან ლამაზი იყო, ზაფხულის მოსვლა უხაროდა და ერთიანად ბრწყინავდა. ლექციის მერე ანა, გიო და მისი ძმაკაცი სეირნობდნენ. ისინი ბაღისკენ წავიდნენ ანას უყვარდა ის ბაღი განსაკუთრებით. Aგოგო წინ მიდიოდა და თან რაღაცას ელაპარაკებოდა ბიჭებს. ისინი უკან იყვებოდნენ, მათ შორის რამოდენიმე ნაბიჯი თუ იქნებოდა დაშორება. Uუცებ მოსახვევიდან დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა გამოვარდა, მძღოლმა გზაზე მიმავალი ბიჭები შენიშნა და ძლივს ააცილა მათ მაგრამ... ანა... ის მიწაზე ეგდო... გიო ორი წამი გაოგნებული იდგა, ის ანას მივარდა, გოგონა ჯერ კიდევ გონზე იყო.
-ანა, ანა როგორ ხარ ხმა გამეცი გთხოვ ანა, -
Gგაახილა ანამ თვალები და გიოს შეხედა. Mმას იგი გულზე ყავდა მიხუტებული. Mანამ მის თვალებში შიში დაინახა. გაეღიმა.
-გიო, ვკვდები...
-ანა მაგას ნუ ამბობ შენ არ მოკვდები. Bბიჭს ცრემლები მოერია. მან თბილი სისხლი იგრძნო ხელებზე, რომელსაც ანას ლამაზი კაბა სულ დაესვარა.
-მიყვარხარ გიო,- თითქმის ჩურჩულით ამბობდა ანა სიტყვებს.- მიყვარხარ და რომ მცოდნოდა შენთან ჩახუტებულს მომიწევად სიკვდლი დედას გეფიცები ამ წამებს როგორმე დავაჩქარებდი. Mმიყვარხარ... ერთხელ შეგპირდი გეტყვი ვინც მიყვარს მეთქი და დანაპირები ავასრულე კიდეც. Mმე შენMმიყვარხარ... ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მან თქვა და სამუდამოდ დახუჭა თავისი ლამაზი თვალები.
-ანააააააააა!- გაისმა ღრიალი. Gგიოს წინ ლუკა დაეცა მუხლებზე. ის მართავდა თურმე მანქანას.
Gგიოს ანა გულზე ყავდა მიხუტებული და ტიროდა.
-გთხოვ არ მოკვედე ანა, გევედრები არ მოკვდე, მარტო ნუ დამტოვებ!- და მისი ცხარე ცრემლები ეცემოდა გოგონას სახეს, რომელიც ნელნელა ცივდებოდა.
Lლუკა ტიროდა. Pპირველად ტიროდა, ისე რომ ცრემლების არ რცხვენოდა. ტიროდა და ვერ ბედავდა ანას სხეულს შეხებოდა. Aანას სისხლით იყო მოსვრილი ორივე ბიჭი. Oორი ადამიანი, რომელიც ანას სიცოცხლეს ერჩივნა ერთ დროს.
Lლუკა ციხეში დაიჭირეს...
Gგიო სახლში იყო. იმ Dდღის მერე ძალიან უჭირდა, ანა სიკვდილი იყო საჭირო იმის მისახვედრად, თუ როგორ უყვარდა იგი. Yყველა წამს ნანოდა რომელიც მასტან გაატარა და არ ჩაეხუტა, არ აკოცა და არ უთხრა, რომ მასაც უზომოდ უყვარდა. Mმონატრებისგან ტიროდა. Gგულის სიღრმეში რაღაც ტკოდა და იმ დღეს ნატრულობდა, როცა მისი და ანას შეხვედრის დრო დადგებოდა. Mმას უყვარდა ანა. სიკვდილამდე უყვარდა. Gგიო მამათა მონასტერში წავიდა.
Lლუკა...ის ციხიდან აღარ გამოსულა. Mმას ერთ დღეც კი არ დავიწყებია ანას სიტყვები: "ცხოვრება გატკენს გულს, ისე როგორც დღეს მე მტკივა”
D”დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.”
 

ana
კატეგორია: ჩანახატები | დაამატა: misssadness (10-მაი-29) E
ნანახია: 2934 | კომენტარი: 14 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 14
0  
1 administrators   (10-ივნ-15 14.04) [Entry]
me momewona maladec ani

+1  
2 inuka   (10-ივნ-21 20.36) [Entry]
dzaan magari iyo martla gulianad vitire....

0  
3 pucha   (10-ივნ-29 22.52) [Entry]
dzaan magari iyooooooooooooo

0  
4 misssadness   (10-ივლ-08 20.31) [Entry]
gmadlobt

+1  
5 xatia ...   (10-ივლ-18 00.01) [Entry]
neta movkvde mec ... ese lamazad ...

0  
6 kupri   (10-აგვ-24 23.17) [Entry]
smile momewona kargi aris

0  
7 sally   (10-სექტ-01 19.54) [Entry]
bevri vitire...neta mec movkvde ase lamazad sayvareli adamianis mklavesbhi,rom vicode rom ase iqneba gepicebit martla davachqarebdi sikvdils! ...mere chems saplavze mainc ityvis tvalcremliani: turme myvarebixar! .............damapase sadam shentan var,me xom miyvarxar!.........

0  
8 qeet:))   (10-სექტ-08 23.53) [Entry]
sad sad Vaimee Raa

0  
9 mariami   (10-სექტ-11 23.03) [Entry]
:( :(:

0  
10 NaTaLyy   (10-სექტ-15 22.17) [Entry]
vaime ra cudad gavxdiii ;( ramdeni vitireeee ;(((((((

0  
11 xato   (10-სექტ-18 13.53) [Entry]
vime ra cudad var neta ese mec movkvde ese ro vtirivar arasodes mitiriaaa gmertoo namdvili mbaviaaa?:(:(:(

0  
12 misssadness   (10-სექტ-18 19.13) [Entry]
rogor gitxra yvelani cocxlebi da janmrtelebi arian, danarcheni simartlea, sevdiania magram asea sad sad sad

0  
13 QRISTIII...   (10-ოქტ-03 12.50) [Entry]
VAIME RA SACODAOBAAAA...MOVKVDI TIRILIT IMDENI VITIRE..:( :( :( :( :(

0  
14 hip-hop_girl   (11-თებ-10 20.13) [Entry]
vaimee.... yvelazee tragediaaa..... bolos imdeni vitire ro raavi raaa..... :S:S:S:S:S:S:S amitom aris rom bijebooo gogoebi daafaset mahin roca tqven gverditaa....torem rom wava da mas vegarasdros naxav mere yvelafers inaneebt :|:|:\

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0