ორ, 25-ივლ-07, 17.50
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

ჩანახატები

მთავარი » სტატიები » ჩანახატები

Upatrono

გულიანად ბარდნიდა. თემომ ალმაცერად ახედა საათს ჯერ კიდევ ჰქონია დრო, ნეტავ მოვიდეს!... თემოსთვის მოლოდინი ისეთივე ახლო იყო როგორც ფანჯარაზე მისკუპებული ეს დიდი ფანტელები. მისთვის ტკივილი, სევდა, მონატრება, მხოლოდ ერთ ადამიანთან ასოცირდებოდა. მხოლოდ მასთან ვისთვისაც დღეს დილიდან ემზადებოდა. გუშინ თითქმის მთელი ღამე
არ ეძინა, დილით ადრე ადგა, პირი დაიბანა, ილოცა, გავიდა გარეთ. ეზოში მოხუცებს სევდა შემოწოლოდათ და ერთმანეთში საუბრობდნენ. მივიდა მათთან ჩამოჯდა, უსმენდა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო, მისი გონება სხვასთან დაფრინავდა. უცბად წამოდგა სათითაოდ დაუკოცნა მოხუცებს დანაოჭებული, დაკოჟრილი ხელები და შევარდა ოთახში. დაწვა საწოლზე და მიეცა ფიქრს, ლოდინს, ისევ ფიქრს და ისევ ლოდინს. ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა სანამ საათმა ათჯერ არ დარეკა. ოჰ, მერე კი თემოს გონება ვეღარც ფიქრობდა და ვეღარც აზროვნებდა. აფორიაქდა, აღელდა, დაიძაბა. ნუთუ დღესაც არ მოვა, ნუთუ დღესაც დამტოვებს მარტო, ნუთუ დღესაც უნდა მეტკინოს გული, ნუთუ და აღარ გააგრძელა. კარებზე ზარი იყო. თემოს მუხლები მოეკვეთა, გული აუძგერდა და თვალები გაუფართოვდა. კარებთან ძლივს მივიდა, გააღო და...
-უკაცრავად, თემო, თქვენს სახელზე წერილია.
  ბიჭმა უგულოდ გამოართვა წერილი თეთრხალათიან გოგონას და იქვე ტახტზე მიაგდო. უკვე იცოდა რაც ეწერებოდა ამ წერილში. იცოდა დაიწყებოდა ბოდიში - შვიდივე ბრუნვაში, შემდეგ მიკიბულ-მოკიბული ახსნა-განმარტება და ბოლოს _ მომავალ პარასკევს აუცილებლად მოვალ, გკოცნი ბევრს... აი, ეს ეწერებოდა ამ წერილში და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ თემოს გული საშინლად ეტკინა. უკვე მერამდენედ...
  “შენი სახე არ დამინახავს და მაინც, მე შენ გეძახი დედას, შენ რომელიც სხეულით მატარებდი, მინდა გითხრა რომ დაბადებამდე მიყარდი. ალბათ, ეს ვერ გაგრძნობინე, მაშინ როცა მე და შენ ჯერ კიდევ ერთი სხეული ვიყავით. როგორ მინდოდა მალე დავბადებულიყავი. ყელზე მოგხვეოდი, შენი სუნთქვა ჩემი გამხდარიყო, როგორ მინდა შენი ხელებით გეტარებინე, თავი მოგეწონებინა ჩემით _ ნახეთ, რა ლამაზი შვილი მყავსო. სულ არ ვიქნებოდი მტირალა, ღამით არ გაგაღვიძებდი, ჩუმად ვიქნებოდი, პირველივე დღიდან იგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად მიყვარდი. დედიკო, როგორ მაინტერესებს როგორი ხარ, როგორი ხმა გაქვს, რას დამარქმევდი, როგორ ჩამიკრავდი სიყვარულით გულში. მე კი როგორ გეტიკტიკებოდი, დაგედევნებოდი. თუ ძალიან დაგღლიდი, შეგეძლო როცა გავიზრდებოდი, მაშინ შეგექცია ზურგი; თუ ძალიან გაგაბრაზებდი, მაშინ მომქცეოდი ასე მკაცრად, მაგრამ რა დაგიშავე, ასე უგულოდ რად მომექეცი, ნუთუ მხოლოდ ოჯახის საკეთილდღეოდ გადადგი ეს ნაბიჯი? მე არ მოგთხოვდი განსაკუთრებულ საკვებს, არც ბომბორა სათამაშოებს. თუ სხვები გააჩინე, ზრდი და უვლი _ მე რატომ არ მომანიჭე ეს ბედნიერება, მეც მათთან ერთად გავიზრდებოდი და შენი შვილი მერქმეოდა. არ ვიცხოვრებდი იქ სადაც დღეს ვარ, სადაც ყველა საცოდავი თვალებით მიყურებს, სადაც ყველა სიბრალულს გრძნობს ჩემს მიმართ, სადაც მხოლოდ ვალდებულებების გამო მეფერებიან და მომიგდებენ ერთ-ორ კეთილ სიტყვას, არა, აქ მომუშავე ადამიანებს ვერ გავამტყუნებ, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, დედიკო, მე ვერც შენ გაგამტყუნებ, ალბათ ეს ყოფილა ღმერთის ნება, ალბათ ჩემი მიწიერი ტანჯვა ზეცაში მაინც დამიფასდება, შეიძლება იქ მაინც შეგხვდე, იქ მაინც ამისრულდეს შენს მიმართ განცდილი ყველა ის ნატვრა და ოცნება. მაგრამ ეს უაზრო წერილები რაში მჭირდება თვეში ერთხელ, პარასკევს, რომ მიგზავნი და ამასაც ასე უიმედოს?”
  თემომ უსაზღვრო ცრემლების ფონზე შეწყვიტა წერა და წერილი გასაგზავნად თეთრხალათიან გოგოს ჩააბარა, რომელმაც “ბავშვთა სახლის” უფროსს გადასცა. თემო, რაც იქ ცხოვრობდა ვერ ხვდებოდა ეს წერილები რა გზით მიდიოდა მასთან. ამ კითხვამ ძალიან დააინტერესა. ყოველივე ამის გასარკვევად კი უფროსთან მისვლა და დალაპარაკება მხოლოდ ახლა გაბედა.
უფროსი ამ სახლის ბოლო სართულზე, სხვენში ცხოვრობდა. არც ერთ ბავშვს არ ჰქონდა იქ ასვლის უფლება, თემომაც კარგად იცოდა ეს და ჩუმად აიპარა. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა, პასუხი არც გაუგონია ისე შევიდა. იქაურობა ნესტიანი იყო, მაგიდაზე უამრავი წერილი ელაგა. უფროსის დიდი სავარძელი ამჯერად ცარიელი დახვდა. ბიჭს სულმა წასძლია და ოთახის გულმოდგინე დათვალიერებას შეუდგა. დიდი დრო არც დასჭირვებია. იგი გადააწყდა დიდ დავთარს სათაურით “თემურ ბაქრაძის ბიოგრაფია”. მისი ბიოგრაფია იწყებოდა იმ დღიდან რაც იგი ამ სახლში დამკვიდრდა. მნიშვნელოვანი კი დედამისის ის წერილები იყო, რომლის კალიგრაფია ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა როგორიც ამ სახლის უფროსს ჰქონდა...
  თემო გაოგნდა, ბოლო კითხვას პასუხი გაეცა, ტკივილმა ორმაგად დაუსრისა სხეული, გული საგულედან amouvarda ............

კატეგორია: ჩანახატები | დაამატა: aaa (08-ივნ-07)
ნანახია: 1929 | კომენტარი: 10 | რეიტინგი: 4.0/6
სულ კომენტარები: 10
0  
1 mari   (08-ივლ-07 22.56) [Entry]
;( martla sashinelebaa;(

0  
2 nini   (08-ივლ-07 23.00) [Entry]
dzalian vwuxvar, dzneli gadasatania

0  
3 zuki   (08-ივლ-12 10.30) [Entry]
:|

0  
4 black_ideas   (08-ოქტ-07 11.32) [Entry]
uuuuuuuuuuuuuu ra ubedurebaaaaaaaaaaa! ;( ;( ;( uimeeee zalian vcuxvar

0  
5 mari_kimi   (09-თებ-26 20.36) [Entry]
cry cry yvela iseti chanaxatia ro dagainteresebs da arcertis wakitxva ar dagezareba.dzalian samwuxaro ambaviaa cry cry mesmis sheni

0  
6 divinaa   (09-აგვ-21 22.55) [Entry]
auuu ra codoaaa :_(:_(

0  
7 mako   (09-აგვ-28 14.49) [Entry]
mec maqvs chanaxatebi da damateba minda da rogor davamaro

0  
8 ekusaaaaaaa   (10-მაი-29 20.55) [Entry]
(cry)

0  
9 chipo   (10-მაი-30 15.48) [Entry]
au ra sashinelebaa to

0  
10 ElyseHaify   (24-თებ-19 05.58) [Entry]
can casual dating lead to more
hon leaver percentage matchmaking

Online date?. Go online.
Link availability is limited.
https://shorter.me/Dm-zt

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0