სამ, 24-მარ-19, 14.00
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » სადღეგრძელოები

 


ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1483 |  კომენტარები : (0)
       

 



ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1399 |  კომენტარები : (1)
       

 



მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1633 |  კომენტარები : (0)
       

 




იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს,
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს,
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1491 |  კომენტარები : (0)
       

 




ჩვენს ლამაზ სამშობლოს
საქართველოს გაუმარჯოს.
საქართველოში სალოცავებს
გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს
გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ
სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ
დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში
ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ
ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და
წმინდა გრძნობას სიყვარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს!!!
ჩვენს
ლამაზ
სამშობლოს საქართველოს გაუმარ ჯოს,
საქართველოში
სალოცავებს გაუმარჯოს,
ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს.

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1910 |  კომენტარები : (1)
       

 


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1471 |  კომენტარები : (0)
       

 




დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს.

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1454 |  კომენტარები : (1)
       

 




ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება. იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს, თუკიასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე, ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით, რადგაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?! ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეცმაამოს, ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი, თუ სიკვდილი მიწერია ამსაღამოს, მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი... ...ჩამოასხი!..მერიქიფევ, აბა, მალე! პირნაკლული ყველაფერი მეზარება, სულ პირამდეჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ქართულღვინოს, ქართულ სუფრას გაუმარჯოს!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1442 |  კომენტარები : (3)
       

 




ჭიქას დახედა შავი თვალებით,

მთვრალი იყო და მაინც დალია,

თავი დახარა... თქვა დანანებით:

ეჰ, სიყვარულო, შენი ბრალია...

ისევ შემთხვევით, ეს მერამდენედ,

ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები,

რა პატარაა ეს დედამიწა,

სიყვარულს ვერსად დაემალები..

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1956 |  კომენტარები : (0)
       

 



მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,

დამეთანხმებით მონატრების ვინც იცით ფასი,

ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს

და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვავს თასი,

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,

და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,

მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,

რამე თუ თავად მონატრება სიყვარულია!!!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 3047 |  კომენტარები : (6)
       
1 2 3 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0