სამ, 24-მარ-19, 10.52
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » გიორგი ხალაძე

 

დროს ხომ ვერ გაებუტები, ხათრი არააქვს დროს,
ზამთარს ვერ დაემდურები, ზამთარია და თოვს
ნიავს ვერ გაეკიდები, ნიავია და ქრის.
და ხელსაც ვერ ააფარებ ცას როცაუნდა წვიმს

საღამო როცა დადგება მთვარე ანათებს გზებს
ბევრი ალბათვერც გაიგებს, მერის თქმა მინდა დღეს.
ან როცა ვიღაც მოკვდება, თვალს დაუსველებს ბევრს.
თუმცა გული ხომ გეტკინა ასე უნდოდა ღმერთს...

გარეთ ვიღაცა მათხოვრობს, ჩვენკი აუვლით გვერდს.
მე კარგადავარ ის ცუდად, ალბათ აბრალებს ბედს.
და რაც გვაქვს ისიც ვიკმაროთ, ნუღარ მოვითხოვთ მეტს.
ღმერთი განსაცდელსაც გვივლენს, და შანსსაც გვაძლევს ერთს.

დროს ხომ ვერ გავებუტებით ვერ გავაჩერებთ წამს.
ხან ისე სწრაფად მიფრინავს, ვერ ვასწრებთ სიტყვის თქმას.
ნიავს ვერ გავეკიდებით, სულაც არ ვგავართ ქარს.
ვერ გადავივლით უდაბნოს და ვერც გავცურავთ ზღვას...

ჩვენ ცოდვილები მოკვდავნი, ან როგორ ვიღებთ ხმას..

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1512 |  კომენტარები : (1)
       

 

ისევ მოვიდა დღეს შემოდგომა ფოთოლთა ცვენით
მე გელოდები თუმცა ვიცი რომ ტყუილად გელი
შენ უკვე გძინავს და სამუდამოდ იძინებ ვიცი
ვიცი არმოხვალ მაგრამ მეისევ მეისევ გიცდი

ჩემს გულისტკივილს ალბათ ბევრი ჯერვერ მიხვდება
იმ გულის ტკენას როდესაც დედა სახლში გიკვდება
საკუთარ დედას რომ ჩაასვენებ ცივ სამარეში
ზიხარ და ფიქრობ დედა როგორ ძლებს ამ ცივ ღამეში

ახლა კი ზიხარ დედის წარსულით თხზავ ისტორიას
დედას სად ვნახავ ან როდის ვნახავ გზა ხომ შორია...
საფლავთან მიხვალ თუმცა ღამეა უკვე გვიანი
იქვე ათენებ სევდიანი და თვალცრემლიანი

ისევ მოვიდა დღეს შემოდგომა ფოთოლთა ცვენით
მე გელოდები თუმცა ვიცი რომ ტყუილად გელი
მალე ზამთარიც კარს შემოაღებს და გულის ძგერით
დედი არ გცივა? მე გული მტკივა შენ რომ ვერ გშველი

მინდა გაგათბო გულში ჩაგიკრა, დე ხმა გამეცი
შენს საფლავთან ვარ შენს ქვას ვუყურებ მუხლზე დავეცი
ჩემს გულისტკივილს ალბათ მიხვდება თეთრი ვერხვებიც
დრო მოვა ალბათ და დედი ვიცი ისევ შევხვდებით...

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1998 |  კომენტარები : (10)
       

 

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
რამდენი რაღაც გამოვიარე
ახლა რომ ვფიქრობ გადავირევი
სიგიჟე გამიკურნავს იარებს

ახლა რომ თვალებს ცრემლები სცვივა
და მეჩვენება ტკივილი დიდად
ცოტა მაკლია და გავგიჟდები
და მხოლოდ გიჟი ვიქნები მშვიდად

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
ის მე ვიყავი სულ მარტოდ ერთი
უიმედობით მე გადაღლილი
ვფიქრობ არასდროს დამტოვებს ღმერთი

ღრუბლიანი დღე უძილო ღამე
ხანკი მთვარესთან მე ჩემი ჩრდილი
გზააბნეული მარტოდ დამჯდარი
ვტირი და ვტირი, ვტირი და ვტირი...

ახლა რომ ვფიქრობ სადარ მივლია
რამდენი რაღაც გამოვიარე
მე მხოლოდ მხოლოდ ქარებს ვუამბობ
ჩემს გულისტკივილს და ჩემს იარებს

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1399 |  კომენტარები : (1)
       

 

მე გაზაფხული მიყვარს
მარტოდ დარჩენა ბაღში
შენზე ფიქრებს დრო მიჰყავს
ხშირად რომ მოდის თავში

მე გაღიმება მიყვარს
ხო გაღიმება შენი
წვიმის წვეთებიც მიყვარს
დათმებიც რომ გაქვს სველ

დილის ნიავი მიყვარს
საამოდ რომ ქრის ნელა
მე ყველა ლექსი მიყვარს
და ყველა ის სიმღერა

მე შემოდგომაც მიყვარს
იწყება ფოთოლთ თოვა
მიყვარს სულ რომარ ელი
და სწორედ მაშინ მოვა

მე შენთან ერთად მიყვარს
ღამე ყურება მთვარის
აკოცე რაღას უცდი
ყურში ჩურჩული ქარის

მე ზამთრის სუსხიც მიყვარს
თეთრად რომ გათოვს თმაზე
შენი ღიმილი კოცნა
ვგიჯდები მე შენს ხმაზე

მიყვარს მერცხალი როცა
ფრენას ასწავლის შვილებს
ყოველი წამი მიყვარს
რაც შენთან მაკავშირებს....

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1245 |  კომენტარები : (0)
       

 

სულ ახალი მოდის სულახალი წელით
თოვლის პაპაც მოვა დიდი თეთრი წვერით
მერე დაგირიგებთ პატარებს საჩუქრებს
ბევრ სათამაშოს და ტკბილეულს გაჩუქებთ

სულ ახალი მოდის სულ ახალი წელით
თუ ვინმეს დარდი გაქვთ დაგეტოვოთ ძველით
ახალ წელს ახალი იმედებით გელი
სინათლით შევცვალოთ თუ რამე გვაქვს ბნელი

თურამე სევდა გვაქვს ძველ წელს დაუტოვოთ
დიდსა და პატარას თავი გაუტოლოთ
მოწყენილ სახეზე ღიმილი ძნელია
მაინც გავიღიმოთ ახალი წელია......

სიტკბო სიყვარული გქონოდეთ ულევი
სიკეთით აგევსოთ ლამაზი გულები
მუდამ გიბრწყინავდეთ ლამაზად თვალები
ბედნიერი იყვნენ კაცები ქალები

ეს ლექსი ერთს მოსწონს მეორე იწუნებს
კვლავაც მოგილოცავთ გოგონებს ბიჭუნებს
ბევრჯერ ნაჭირვები ღამე ნათევები
მრავალს დაესწარით ჩემი ქართველები

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1293 |  კომენტარები : (1)
       

 

დღესაც დაღამდა შენკი ალბათ ისევ ღამეს ებარები
ცხოვრება დაიწყო ქუჩაში გამოსულან ისევ მეძავები
ზოგი ამაყია ზოგიც თავმდაბალი ზოგს სექსი სწყურია
ზოგს კი შვილები ყავს მთავარი მიზეზი დგეს მხოლოდ ფლია

ზოგი ბრაზიანი კლიენტს ევაჭრება სხეული ძვირდება
ზოგს კი ხელს ურტყამენ და ქუჩაში დგომით სულ უფრო მცირდება
ზოგი იმალება ნაცნობი არ შეხვდეს მახე არ დაუგოს
შიშობს ვერ იბოზებს ვეგარ იმეძავებს ქმარმა თუ გაუგო

ამ ქალმა ცხოვრება ქუჩას მიაკუთვნა ბევრი რამ კიდია
მე არავის განვსჯი სხეული მათია და მიტო ყიდიან........

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1464 |  კომენტარები : (3)
       

 

გული გტკიოდეს და შველას ვერითხოვდე ყველაზე ძნელია
დარდი დაგიგუბდეს ნათელ ცას შეხედო შენთვის კი ბნელია.
იქ მიდიოდე სადაც არუნდათ არავინ გელიან.
ტირილი გინდოდეს მაშინ როდესაც შენს გვერდით მღერიან

ძნელია ღიმილი იმდროს როდესაც სულარ გეღიმება
როცა სხვა ფხიზლობს შენც ვერ დაიძინებ თუმცა გეძინება.
როცა გადაღლილი დარდებით ხარ მთვრალი არარის ადვილი
ცუდია როდესაც სიმართლეს ამბობ და არარის ნამდვილი..

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1365 |  კომენტარები : (3)
       

 

albat es dgec male mova
albat dros waigebs qari
me shen vegarasdros gnaxav
radgan me viqnebi mkvdari

vici bevrs daswydeba guli
vici ver gamigebs yvela
da chems sasaplaos kartan
shenc gamomacileb mjera

vici rom viqnebi marto
grubeli wamova muqi
gulze dameyreba miwaa
vegar chamoaxwevs shuqI

me male movkvdebi vici.
cxovreba damitvlis wamebs.
gagaxsendebi da albat.
cremli dagisvelebs tvalebs.

saplavtan iqneba glova.
saplavtan iqneba qari.
saplavtan iqnebi shen da
me saplavshi vwevar mkvdari

. gaivlis ramdenime weli.
vici damiviwyebs yvela,
es xom ase xdeba mudam.
warsulshi davrchebi mjera.

guli damwydeba mashin
roca sikvdilis win gnaxav.
chven rom davshordebit bolos.
chemi cxovrebidan waxval.

xoda ase aris axla.
rad minda momavali vxato.
vici me saplavshi erti.
viqnebi sul martod maro.

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1469 |  კომენტარები : (3)
       

 

დაბოლილია კაიფობს ღამე
დღე გაისტუმრა უკვე მზიანი
მე კი სანთელი მინათებს ახლა
სევდიანი და თვალცრემლიანი
კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1190 |  კომენტარები : (0)
       

 

გარეთ ავდარია წვეთები ცვივა და ცვივა
გარეთ ქარი ქრის საშინლად მცივა და მცივა
ირგვლივ მარტოობა ბურუსით დაფარული გზები
წინ ვეგარ მივდივარ უკან კი ვერ დავბრუნდები

და მე მარტოსული გავყურებ წვიმიან ქუჩებს
ცრემლები მიკოცნის სიცივით გაყინულ ტუჩებს
ფოთლების შრიალით ყური წაუგია ქარებს
უიმედობაც დაეტყო ჩემს დაგლილ თვალებს

ჩემს ოთახს სიბნელე მარტოობის სევდა ადევს
თითქოს ეს სიჩუმეც პანაშვიდის ტირილს გავდეს
სადგაც გაზაფხული ხეებს თეთრი ბაფთით რთავდეს
მეკი ლამაზი დგის მოსვლა არასოდეს მწამდეს

მეკი სულ ყოველთვის მარტოობის დარდი მკლავდეს
მეკი უიმედო სევდიანი ფიქრი დამდევს
მეკი გათენება კვლავაც მიხაროდეს ამდგეს
სადამდე გავუძლო მითხარით სადამდე ამდენს

კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 1403 |  კომენტარები : (2)
       
1 2 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0