ოთხ, 24-მაი-08, 14.29
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » ლექსები

 

ჩემი ცხოვრების ეკლიან გზაზე,
შენ შემხვდი მაშინ ღრუბლიან ცაზე,
მე გაგიღიმე, შენც გამიღიმე
და სიყვარულით გული განმიგმირე.
ჩემი სიყვარული დიდხანს მალული,
ჩვენი შეხვედრა, გრძნობა ფარული,
ჩემთვის სხვა გოგო უკვე ზედმეტია,
ამდენი სიყვარული, რაში ჩამეტია?!
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1388 |  კომენტარები : (0)
       

 

მე მინდა ხელზე ხელი შეგახო,
უმანკოება შენი შევლახო.
მე მინდა ჩუმად გაკოცო ტუჩზე,
შენ ჩემს სიყვარულს არ გაცვლი ფულზე.
მე მინდა გითხრა, მოგანდო დრძნობა,
ჩემი შენდამი გიჟური ტრფობა.
მე მინდა ღამე ვარსკვლავთა ცვენა
და შენთან ერთად ფიქრებში ფრენა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1450 |  კომენტარები : (3)
       

 

ჩვენი სიყვარული მუდამ იქნება,
თუ არ გაგვიტაცეს ბილწმა ფიქრებმა,
მე სიყვარულით უნდა გამკობდე,
შენ კი -"მიყვარხარს" უნდა ამბობდე.
ჩვენი სიყვარული მაშინ გაქრება,
როცა მყინვარზე თოვლი დადნება.
შენ ჩემი იქნები მუდამ იცოდე,
ამიტომ გქვია, ჩემი სიცოცხლე...
ატაკა: სურათი 1
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1511 |  კომენტარები : (1)
       

 


"ხო და,რას ვიძახდი,მომენატრე მეთქი?"...
უკვე რა ხანია ასე ძლიერ გნატრობ...
განა შენ გაკადრე მხოლოდ სტროფი ერთი?!
მთელი პოემები მოგიძღვენი,კარგო...
ბნელ ღამეს ვათევდი,თვალი ვერ მოვხუჭე,
შენზე ოცნებების ქვეყანას ვესტუმრე...
ღამის გუშაგებად იქ ისხდნენ მუზები,
კალმის მოწოდებით მხვდებოდნენ ულევნი...
იქვე იღვრებოდა პატარა სანთელი,
წვეთებით დაწერა მან შენი სახელი,
კალამთან ეძინა დაღლილ ფურცლის ნაგლეჯს,
სადაც გავიხედე,ყველგან შენი სახე...
სხვა გზაც აღარ მქონდა თითქოს მე იმ წუთას,
ყველა ჩურჩულებდა: ნახე, როგორ უყვარს...
იმ ფურცლის ნაგლეჯზე სტროფი წავაჯღაბნე,
ამით სიყვარულიც თითქოს გავაღრმავე...
თითქოს, ეხლა წამიც უშენოდ ტანჯვაა
და თითქოს ცხოვრება ამან გაამძაფრა.
თითქოს უშენობა მე სასჯელად მექცა,
თითქოს სიყვარულის ეხლა მართლა მჯერა...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1400 |  კომენტარები : (1)
       

 


მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1373 |  კომენტარები : (2)
       

 


მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით

მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს

ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1730 |  კომენტარები : (1)
       

 


შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მახრჩობს...
გულის ტკივილამდე გნატრობ..
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1448 |  კომენტარები : (1)
       

 

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1316 |  კომენტარები : (0)
       

 


ღესაც ძველებურად გამებუტეალბათ,
შენ მე უნდა გამაგიჟო
უსაშველოდ ვიტანჯები აბა
სხვა ვინ უნდა დამამშვიდოს...

რისთვის და რატომ ვერ გაგიგია
რომ სიცოცხლისთვის შემიყვარდი
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ
რომ მაპატიო ჩემი ხათრით

რა ვქნა ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები
რა ვქნა პირველ რიგში ქალი მქვია
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1318 |  კომენტარები : (0)
       

 


ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1261 |  კომენტარები : (1)
       
« 1 2 3 4 ... 8 9 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0