კვ, 24-მაი-19, 03.47
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2009 » თებერვალი » 20

 











მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი...
როცა მივდიოდი,ზურგი შეგაქციე და არც მომიხედავს...ნუ იფიქრებ,რომ შენგან მალე მინდოდა წასვლა...უბრალოდ...მეგონა ასე უფრო ადვილი იქნებოდა განშორება...ასე უფრო გადავიტანდი შენს შორს ყოფნას...ნუ იფიქრებ,რომ არ მახსოვდი აქ ყოფნისას...დღე არ გავა,წუთი,წამი რომ შენ არ გამახსენდე...დაღლილს მახსენდებოდი და მენატრებოდი...შენი ნახვის იმედით ვძლებ აქ...ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ...
მეშინია...მეშინია გაუცხოებული დამხვდე...მეშინია აღარ მოგეწონო...ასეთი სულელური შიშები მაქვს ხოლმე...მაგრამ ძალიან მინდა შენი ნახვა...მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე...მინდა... შენთან მინდა...მაინც შენთან მომიწევს მოსვლა ადრე თუ გვიან...ჩემი გული ხომ შენთანაა...მის დასაბრუნებლად მოვალ...ჩაგეხუტები და ისევ ისე მეყვარები,როგორც წასვლამდე...
იცი რა?!...არ იფიქრო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი შენი სიყვარულისგან და მონატრებისგან... უბრალოდ...მომენატრე...
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი....
მჭირდები ჩემო სიყვარულო.......!
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე.
შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად. შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი. გიყვარდი და სხვა არავინ გინდოდა. მეც მასე ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე.
სად ვიყავი? მიწაზე არა რადგან აქ სიბოროტე და შურია.
აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ.
იცი? არ მეშინია, შენთან ერთად არაფრის არ მეშინია. რა გაცინებს არ გჯერა? არც ამ სითეთრის მეშინია და საერთოდ არაფრის ოღონდ შენთან უნდა ვიყო, მარტო ვერ გავძლებ ვერც შენ გაძლებ უჩემოდ.
ისევ სითეთრე მაგრამ ძირს ვეშვები დიდი სისწრაფით, მგონი ძირს ვეცემი, ცივა! აღარც შენ ხარ, სანამ ეს გავიფიქრე უკვე ძირს ვიყავი წაქცეული და ვტიროდი, მიწაზე დაცემის შემდეგ მივხვდი რომ ოცნებისგან უცებ ძირს მწარედ დავეცი.
თურმე ოცნება ყოფილა....
მე შენი მონატრება მომენატრა. . .მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. . .
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს. . .გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი. . .ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი. . .თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას. . .არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია. . .
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ . . . . .
ვხედავ მხოლოდ საკუთარი სიყვარულის ანარეკლს. . . ჩემი იმედები ცრემლთან ერთად მწყდება თვალიდან და ძილს ეცემა. . . მაპატიე ყველაფერი თუ შეგიძლია. . . მაპატიე შენზე ფიქრებში ყოველი გატარებული წამი, შენზე ნანახი ყველა სიზმარი და ის ცრემლებიც თითოეულ მათგანს შენი სახელი, რომ დავარქვი. . . მაპატიე ჰაერიც, რომ მხოლოდ შენთვის მინდოდა. . .
მომეძღვნა სიცოცხლე. . . ან იქნებ მეტიც. . . ალბათ შენთვის ადვილია ამ ტველაფრის წაშლა. . მე კი ვიცი, რომ არასდროს დამავიწყდები. . . ყოველ საღამოს ვიცი რომ გულთან ახლოს რაღაც დამაკლდება და შენ გამახსენდები. . . შენი სახე გამახსენდება მტკივნეულად. . . ნაცნობი ღიმილი. . . ჯიბეში ჩადებული ხელი. . . ის გრძნობაც მომენატრება შენი ნახვისას, რომ მეუფლებოდა. . . და ის სიტყვები, მიუხედავად ყველაფრისა მაინც, რომ ნათქვამია. . . მაპატიე, რომ დაუკითხავად გახდი ჩემი ცხოვრების ნაწილი . . . ჩემი სუნთქვა. . მე შენს პასუხს არ დაველოდები. . . ჩუმად მოვალ, ლოყაზე გაკოცებ და წავალ. . . სამუდამოდ დავიკარგები. . . გავქრები. . . როგორც ცუდი სიზმარი. . . გპირდები. . . თუ მაპატიებ. . .
გული იცი რაზე მტკივა?. . . ისე რომ აღარ მენატრები, როგორც მენატრებოდი. . . არადა მინდა, რომ ისევ ისე მენატრებოდი და ისევ ისე მიყვარდე. . . შენ ხომ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ. . . ეს ხომ გულწრფელი სიყვარულია, რომელშიც არანაირი გამორჩენა და სიბინძურე არ არის. . . წმინდა სიყვარული, რომელიც უპასუხო დარჩა და რომელიც ძალიან დაუცველია, მაგრამ მე ვცდილობ დავიცვა ის და გადავარჩინო. . . რადგან როცა შენ შეგხვდები კიდევ ერთხელ განვიცადო ის, რასაც განვიცდიდი და კიდევ ერთხელ ვიგრძნო თუ რას ნიშნავს სიყვარული. . . წმინდა სიყვარული. . . მინდა შენ მომწმინდო ის წმინდა ცრემლები, რომელიც შენს გამო მოევლინა ქვეყანას და რომელიც შენ დააშრე. . . მინდა ვიგრძნო შენი სუფთა გულის ძგერა. . . როცა გნახავ ჩაგეხუტები და არ მოგცემ წასვლის საშუალებას. . . არ მოგცემ იმის უფლებას, რომ კიდევ ერთხელ მიმატოვო და კიდევ ერთხელ მომიკლა გული. . .
არადა როგორ მინდოდა მეთქვა შენთვის თუ როგორ მიყვარდი და როგორ ვოცნებობდი შენზე. . . მაგრამ შემეშინდა, რომ ვერ გამიგებდი და სამუდამოდ დაგკარგავდი. . . ჩემს პატარა. . . სათუთ და მიამიტ სიყვარულს შენი აზრის შეეშინდა. . . და ისე გაფრინდი ზეცაში, რომ ამ პატარა გრძნობის შესახებ არაფერი გაგიგია. . . ვნანობ იმას, რომ შენთვის არ მითქვამს არაფერი. . . არადა როგორ მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. . . მაპატიე გთხოოვ. . . მაპატიე, რომ ვერ გავბედე. . .
მე მიყვარს ცა, მიყვარს მზე, მთვარე, ვარსკვლავები...
მიყვარს დედა, მამა, ძმა, მეგობრები...
მე მიყვარს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივაა...
მიყვარს ქუჩის ის მონაკვეთი, რომელზეც ყოველდღე დავდივარ, მთაწმინდის ის ხედი, რომელიც ჩემი ფანჯრიდან იშლება...
წვიმა... თოვლი... ქარიც კი მიყვარს...
მიყვარს ბუხრის წინ თბილად ჯდომა, ხელში წიგნი, გარეთ თოვლი და ბებიას გამომცხვარი ნამცხვარი...
მიყვარს ზაფხული-ცხელი, მზიანი, წვიმიან ამინდში კი ზღვის პირას ჯდომა... სევდა... ჯაზი...
მიყვარს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, გელათი...
მიყვარს, როდესაც მათი შემყურე თავი ღმერთი მგონია, ყოვლისშემძლე ღმერთი...
მიყვარს მეცხრე კლასი... იმ დროს მომხდარი ტკბილი მოგონებები, პირველი სიყვარული და...
...შოკოლადი...
ოქტომბერი...
მიყვარს სილამაზე...
გვირელებით მოფენილი მინდორი...
მზის ჩასვლა...
მიყვარს, როდესაც დილით ნისლის ცისკენ მიიწევს და მთვარის წყნარი შუქით სავსე სივრცეები იშლება... ამ დროს კი ღმერთის მშურს, მას წამის შეჩერება შეუძლია და მისით ტკბობა, მე-არა...
მე მიყვარს მშვენიერება...
ის...
მიყვარს, როცა ღამე ჩუმი ნაბიჯებით მოიპარება...
მე მიყვარს ცხოვრება...
მე მიყვარხარ შენ...
თოვს.... მთვარის შუქზე ცეკვავენ ჩრდილები....
დუმილი მეფობს....
თოვს.......
ისე თოვს ისე....
ქალაქი ანგელოზების სუნია.....
თოვს და მე მარტო ვარ....
გარდაცვლილის სურათივით ვიყურები ფანჯრის ჩარჩოდან,
ფიფქები კი მიფრინავენ....
ცეკვავენ.....
მოდიან....
თითქოს სამუდამოდ აპირებენ დარჩენას.....
ღიმილიანი ფიფქები.......
თოვს...... თოვს.......
არც ერთი ნაფეხური თოვლში.....
არც ერთი უხეში ფერი....
სითეთრე და სინაზე....
მე ვდგევარ ამღვრეული და დაღლილი....
მე ვარ უხეში ფერი....
ამ თოვლში.....
შემიყვარდა ეს ლამაზი თოვლი....
უკვე თენდება.....
არ მინდა....
არ მინდა ეს თოვლი დასვარონ.....
რატომ არ გვაქვს ფრთები?
ნეტავ ფრენა შეგვეძლოს....
მე შორს გავფრინდებოდი....
მეგონა ამ ღამეს ყველაზე და ყველაფერზე მარტო ვიყავი....
და გამეცინა....
როცა გავიგე,
რომ თურმე შენ....
შენც.... ჩემსავით.....
ასე იდექი პორტრეტივით ფანჯარაში და იგივეს ფიქრობდი.....
თვალებს ახელ და ვერაფერს ხედავ. . .
როცა თვალებს ახელ და ვერაფერს ხედავ შენს გარშემო ძალიან ცუდია. . . არადა გინდა, რომ დაინახო. . . მაგრამ წარსული არ გაძლევს ამის საშუალებას. . . წარსულში ჩარჩენილი ბოღმა და ცილის წამება არ გაძლევს ამის საშუალებას. . . წარსულ ... [~~სრულიად ნახვა~~]
| ნანახია : 1856 |  კომენტარები : (6)
       

 



 
ორ სანთელს ავანთებ,ორმაგად ვილოცებ,

ორმაგად დავიცერ პირჯვარს,

ეს ერთი სანთელი შენია იცოდე,

მე შენთვის ვილოცებ დიდხანს,

ტაძრიდან გამოვალ,პირჯვარს გადავიცერ,

ცრემლი დაეცემა მიწას,

შენახარ ჩემი ხატი,ჩემი სალოცავი,

მუდამ მეყვარები ვფიცავ

| ნანახია : 1095 |  კომენტარები : (1)
       

 




მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,
მარგალიტები, იაგუნდები........
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარი,
ნუთუ არ ფიქრობ სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე...
არავინ არი...

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რომ გიყვარდა...

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
დაღლილი არის სანატრელო დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემს ოთახისას
თეთრი მკლავებითa

| ნანახია : 951 |  კომენტარები : (0)
       

 



დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

| ნანახია : 1029 |  კომენტარები : (1)
       

 

როგორ გამიხარდა იცი რა ვიპოვე??? ძველი სიყვარული შენ რომ დამიტოვე   !!!. . .


როგორ გამიხარდა იცი რა ვიპოვე??? ძველი სიყვარული შენ რომ დამიტოვე   !!!. . .

როგორ გამიხარდა იცი რა ვიპოვე??? ძველი სიყვარული შენ რომ დამიტოვე   !!!. . .
| ნანახია : 974 |  კომენტარები : (1)
       

 



არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.

| ნანახია : 934 |  კომენტარები : (0)
       

 



შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

| ნანახია : 900 |  კომენტარები : (0)
       

 






რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა
რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა
რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს
რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს
რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება
რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ
რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს?
რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება
რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა
რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზე და დღესაც გხედავ
რომ ჩემი ორი საყვარელი შენი თვალი კვლავ მენატრება
რომ მათი მზერა მწველი იყო ყოველთვის ჩემთვის
რომ მხიარული შევეცდები რომ მოგეჩვენო
რომ ბედნიერი მაინც დავრჩი, შენ კი არ გერჩი
რომ სიყვარული მე ვიცოდი მარადიული
რომ ამ გრძნობისთვის, დამიჯერე, შენ მაინც ღირდი
რომ დაფასება ვერ შეძელი და ახლა იცი
რომ დაკარგულის შეფასება ყოფილა ძვირი
რომ თუ სიკვდილი გამიტაცებს ესოდენ მწირი
რომ უკვდავებას მივაბარებ მე ჩემს სიყვარულს
რომ ის შეგხვდება როცა მარტო დარჩები შენში
რომ მას მიენდე ცხოვრებაში, თუნდ კიდევ შიშით
რომ ის გადმოგცემს ჩემს სიყვარულს და დამშვიდდები
რომ შენ შეიგრძნობ სუნთქვას ჩემსას, შორეულს, დაღლილს
რომ ამ სუნთქვაში შენი, ჩემი ყველა ერთია
რომ შენ იქნები ბედნიერი, მე შევსვამ ჭიქას
რომ ანგელოზად გადვიქცევი და შენს მფარველად
რომ მარტოობამ გაგრძნობინოს, რომ შენთან მეც ვარ
რომ სიცოცხლეში მიტოვებულ პატარა გოგოს
რომ ანგელოზად გადაქცევა დაჰბედებია . . .

| ნანახია : 1029 |  კომენტარები : (0)
       

 



ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი

| ნანახია : 973 |  კომენტარები : (0)
       

 



იქ, სადღაც არაამქვეყნიური სამყაროს სიღრმეებში, მოუქნელად და უხერხულად მოძრაობდა რაღაც. გარეთ გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ უკან იხევდა. ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფიქრები, რომელთა ერთად თავმოყრა და დალაგება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან გაქაოსებულ თავს ამის ძალა აღარ შესწევდა. დრო გაჩერებული იყო მარადიულობასა და რაღაც წამიერს შორის. წლები გადიოდა, მოვლენები ერთმანეთს ცვლიდა. მზე ამოდიოდა, ჩადიოდა, ისევ ამოდიოდა. დრო კი ძალიან ხანმოკლე იყო. გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. ეს წესია, გადაწყვეტილებებს არ უნდა გაექცე, არ უნდა დაემალო. მანაც მიიღო გადაწყვეტილება რაღაც წამებში, წამის მეათედებში, სადღაც ზაფხულსა და შემოდგომას შორის. იარაღი გაისროლა. თავი მოიკლა...
| ნანახია : 903 |  კომენტარები : (0)
       

 




მთვარე აღარ ჩანდა...



ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???
შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."

... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუნებას არ აკლებდა... ესეც მისი მამობრივი ეგოიზმის შედეგი იყო სინამდვილეში... თვითონ ხო გრძნობდა თავს მშვიდად... შვილის რეალური ინტერესები კი ამ შემთხვევში მეორეხაროსხოვანი იყო... თუმცა ამ ყველაფერს გარკვეულწილად, სიმართლე უნდა ითქვას, გაუცნობიერებლად აკეთებდა მარა ეს მაინც ვერა და ვერ იქცა ნეას თვალში მისი სრული რეაბილიტაციისთვის საკმარ მიზეზად... ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნეას მამისადმი გრძნობას სიყვარულს უფრო ნაკლებად დაარქმევდით... ეს უფრო მოვალეობების, პატივისცემის და აუცილებლობის უხეში ნაზავს წარმოადგენდა... აი პატივისცემა კი ნამდვილად გააჩნდა ნეას მამისადმი სიყვარულისგან განსხვავებით.... მხოლოდ ერთხელ გადაახტა ამ პატივისცემას როცა რინოს სიყვარულით გაბრუებული მამის წინააღმდეგობის და მიუხედავად მალულად მეზობელ გალაქტიკაში გაიპარა და ჯვარი დაიწერა....

| ნანახია : 998 |  კომენტარები : (0)
       

 



შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია,   გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...
| ნანახია : 1151 |  კომენტარები : (1)
       

 




სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს
| ნანახია : 1269 |  კომენტარები : (1)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0