კვ, 24-მაი-19, 06.11
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2009 » მარტი » 13

 

 
 
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო,
ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო,
შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი
და მოგაშორო თუ კი რამ გაქვს გულზე ნაღველი.
არ მინდა გეგონოს სანაცვლოდ რამეს ვითხოვდე,
მხოლოდ გულს გჩუქნი, წრფელი გრძნობით სავსეს პირამდე,
უშენოდ ჩმეთვის არ არსებობს ქვეყნად სინათლე
და ამ წყვდიადში ვერ ვიცოცხლებ ვიცი დილამდე.
მე შენს სიყვარულს სიგიჯემდე მივყავარ ისევ
და მონატრებას ვერ გაუძლებს ამაგამ გული,
სანთლებს ავანთებ, უფალს შენზე ვეჩურჩულები
და შეერთვება ზეცას ჩემი მწუხარე სული!.....
| ნანახია : 2578 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც,
მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას
და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა...
ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება,
გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე,
მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას...
ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი,
დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც   სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს,
იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის,
ის ჩემს გულში მარად დარჩება!....
| ნანახია : 2494 |  კომენტარები : (4)
       

 

 
 
გემშვოდობაბი, სიყვარულო, ჩემი ბატონი შენ აღარა ხარ,

რაგდან ცდილობ ცრემლი მადინო!

მე გადავწყვიტე, სენეკა და ბრძენი პლატონი

რომ შევისწავლო, გულმოდგინედ ვიმეცადინო.

ბრძოლა წავაგე, ამის ამის თქმის გაქვს შენ დღეს უფლება!

მაგრამ წაგებას ის ერთი აქვს მხარე ნათელი,

რომ არ დავკარგე ჩემი სულის თავისუფლება

და არ ჩამიქრა სამუდამოდ აზრის სანთელი.

ახლა მშვიდობით, არ იფიქრო, შენზე ვბრაზდები,

რადგან აღარ მემუქრება გრძნობის მონობა!

წადი და ისევ დააბრმავე ახალგაზრდები,

რომ მათი გულის მოახერხო ქალბატონობა

და ღმერთი იყოს ამ ამბავში შენი შემნდობი!

მე კი რაც ტკივილს მომაყენებს, ვეღარ ვენდობი
| ნანახია : 962 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა
| ნანახია : 988 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
| ნანახია : 3939 |  კომენტარები : (5)
       

 

 
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.

აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.

რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.
| ნანახია : 1129 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯერ უთქმელ სიყვარულს გაუმარჯოს,
მერე სიყვარულს და კოცნას
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1950 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
სულ არავისთან არ მჩვევია.
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს
ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს
| ნანახია : 1075 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
| ნანახია : 928 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
მოგნატრებია ოდეს ტირილი? ოდესმე ცრემლი თუ დაგდენია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ოდესმე ჯავრი თუ გქონებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერა მოგძალებია.
თუ დაწოლილხარ ოდესმე თოვლში,თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე, გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
მოგნატრებივარ ნეტავ ოდესმე? ნეტავ ოდსმე თუ გყვარებივარ?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი განცდა თუ შეგძლებია!!!
| ნანახია : 1055 |  კომენტარები : (2)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0