კვ, 24-მაი-19, 03.47
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2009 » მაისი » 07

 

"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები

| ნანახია : 1056 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 მოხვედი?
 მოვედი....
 გელოდი... ვიცოდი რომ მოხვიდოდი....
 კი ღმერთი განსჯისო კაცის ცხოვრებას?
 თუკი მისცემ ამის ნებას!..
 მე მიყვარდა ის...
 ვინ, ღმერთი?
 ითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ გველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
 ღმერთიც და ადამიანებიც. მე ვეხმარებოდი მოყვასს.
 ხმამაღალი ნათქვამია! გაიხსენე მაშინ თუნდაც ერთი სიკეთე, რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!
 მე მწამდა სიკეთის...
 იმიტომ, რომ უკან დაგიბრუნდებოდა, არა?
 მე მართლა მიყვარდა...
 იმიტომ, რომ მასაც ყვარებოდი, იმიტომ გასცემდი რომ უკან მოგეღო. ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?
 არა...
 ენიღბული შიში... ვერდამალული...
 ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა.
 და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლებდი ერთიბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
 ითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დადუმდა მსწრაფლად...
 არასოდეს არაფერი მოგიპარავს?... თუ გავიწყდებოდა ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?
 სასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
 თვითონვე იგონებთ და მერე ისევ ანგრევთ იდეალებს...
 ა მერე ისევ უხამსი ღიმილი.
 უფლება არ გაქვს! - გაუბედავად გაბედილი შეწინააღმდეგება.
 რამიწიერი საძულველი ღიმილი და ფრაზა:
 მე ყოვლისშემძლე ვარ!!!...
 შეუძლებელია...
 სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ, მე ვიქნები, ე.ი. უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი, ტკივილი, სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად...
 როდის მიდიხარ ადამიანისგან?
 ველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი...
 ა უეცრად.... ქვითინად ამომხდარი ლოცვა:
 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
 მინდა იყავნ სახელი შენი,
 ყავ ნება შენი,
 ითარცა ცათა შინა,
 გრეცა ქვეყანასა ზედა...
 მინ!
 რადა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას.
 იდება შენდა ღმერთო!
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაუყვა გზას ტაძრისაკენ.....


| ნანახია : 1271 |  კომენტარები : (6)
       

 

 დამხატე,
 დამხატე...
 ღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
 ემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
 ემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
 ორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
 ახატე ზეცა...
 ღონდ თეთრი მოსაწყენია.
 ახატე სივრცე...
 ღონდ ლურჯი აღარ დახატო.
 ე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
 ქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
 ეთრი ზამთარი?
 ე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
 ენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
 ახატე მიწა...
 ა მზის აკვნად აქციე თოვლი.
 ღვაც დამიხატე...
 ღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
 ერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
 ახატე ქალი...
 აქალეთი შეცვალე თუ გსურს,
 ყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
 მ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.


| ნანახია : 925 |  კომენტარები : (0)
       

 

კაცი? კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმა
ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლება
სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებან, სხვასთან გაერთობიან.

წარბი თუ არ გაუხსები წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
კაცი? კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე
არაყს დალევს, ღვონოს დალევას და გულს გადააყოლებს.

ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,
რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.

თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიგებს მკერდიდან,
ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
 არტოობის წლები გულში დაეყრება ხანჯლებად
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

ქალა? ქალს უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობთ,
ქალი? ქალი საგფერებლად გაჩენილა კაცებო.


| ნანახია : 1049 |  კომენტარები : (4)
       

 

გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!
გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…
შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…
ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…
შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…
ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…
იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!
ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ესმიმს ამ ცხოვრების!
მე ხომ პატარა ვარ, გული მტკივა და მჭირდები შენ, ისევ მჭირდები…
იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში,დამავიწყებს შიშს, დამიბრუნებს ფრენის უნარს და ვისაც ვეყვარები შენნაირად…
მახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს და მაინც,…
შენ ჩემთან იყავი…


| ნანახია : 1205 |  კომენტარები : (11)
       

 

დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!


| ნანახია : 835 |  კომენტარები : (2)
       

 

ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა.
ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება,
ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები
ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა
ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა.

| ნანახია : 973 |  კომენტარები : (2)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0