კვ, 24-მაი-19, 03.47
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2009 » ივლისი » 13

 

 
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...
| ნანახია : 868 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს,
მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !..
| ნანახია : 873 |  კომენტარები : (2)
       

 

 
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის  
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება  
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,  
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.  
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,  
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი  
არ ვიცი, ასე რად მემართება.  
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,  
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი  
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს  
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.  
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...  
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,  
და მაინც თუკი ჩემი იქნები  
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.  
მე მახალისებს შენი დანახვა, -  
შენ იასამნის აგდის სურნელი,  
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,  
ხარ სანატრელი და სასურველი.  
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის  
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება  
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,  
მე შენთან ყოფნა ძლიერ   მინდება.
გიორგი ირემაშვილი
| ნანახია : 945 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,   დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,   მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,   მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
| ნანახია : 1054 |  კომენტარები : (0)
       

 

 
ყველაფერი კარგად დაიწყო...
დაბადების დღე, ახალაგაზრდების თავშეყრა, ცეკვა და სიმღერა...
ოთახში მსუბუქათ იღვრება მუსიკის ხმა, როიალს ქალიშვილი მისჯდომია,ნატიფი თითები კლავიშებზე აუცეკვებია,ცისფერ,უძირო თვალებში მომაჯადოვებელი ეშხი დაუგუბებია და მოუხიბლავს კიდეც,აი იქ განმოარტოვებით მდგომი ჭაბუკი.
იბადებოდა ახალი გრძნობა, იწერებოდა ახალი ზღაპარი, მეორდებოდა ძველი ისტორია, ცხოვრების მიერ მრავალჯერ ნაწრთობი...
-ვიცეკოთ?
გოგონა წამოდგა, მხრებზე ჩამოეშალა ქერა კულულები, გაეღიმა, მორიდებულად გაუწოდა ყმაწვილს ხელი და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ახალი ზღაპარი...
სასიამოვნო მუსიკა.. ხმათა ჰამონიას მიუყვებიან წუთები, სილამაზისკენ მიილტვიან გულები ცისფერი თვალების უძირო ფსკერზე თრთიან შავი ზღვის ლურჯი ტალღები, ვაჟკაცის თვალთა სიღრმეში ელავს ეშხის აღმძვრელი ლურჯი თვალები...
| ნანახია : 1012 |  კომენტარები : (5)
       

 

 
მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...
| ნანახია : 1029 |  კომენტარები : (0)
       

 

 
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა...
-- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
-- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ!
-- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს....
--ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!....
............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......

...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....
| ნანახია : 2639 |  კომენტარები : (4)
       

 

 
ღამეა . . .
სიჩუმე ფრთხილად დააბიჯებს ოთახში, ანარეკლები უჩვეულოდ ხაზავენ სივრცეს.ცრემლი ეცემა ბალიშს, არეული ფიქრები, ფიქრები მასზე, ენატრება მისი თვალები, მასძე ფიქრები ღამეს თეთრად ათენებინებს. გატანჯულ თვალებს ხუჭავს და ესახება მისი ხატება, ფიქრობს: "ნუთუ მას სძინავს, ტკბილი, უდარდელი ძილით? არა, არ მჯერა! ! ! "
ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა
საათს დახედა, ღამის სამი საათი იყო, ყურმილი აიღო:
_გისმენთ . . .
_მე ვარ . . .
_გოგა?! ამ შუა ღამისას რამ დაგარეკინა?
_შენი ხმა მომენატრა.
_ხომ არ შეიშალე?
_არა, უბრალოდ არ მეძინა და დაგირეკე
_შენი უძილობის გამო მე გამაღვიძე? ეგოისტო! მოდი ხვალ ვილაპარაკოთ.
_ხვალამდე რა გამაძლებინებს.
_დამაძინე რა. . .
_ასე არ გინდა ჩემი ხმის გაგონება?
_არა, უბრალოდ მეძინება.
_რაღაც მაქვს სათქმელი
_მაინც რა?!
_რა და რისი თქმაც დიდი ხანია მინდოდა.
_და ახლა ღამის 3 სთ-ზე გაგახსენდა?
_ვიცი!
_არა, არ იცი
_მე შენ
_ვიცი
_მიყვარხარ! ! !
_ვიცი
_ძალიან
_ვიცი
_რომ არ მეთქვა არ შემეძლო.
_ვიცი
_მერე სულ ერთად ვიქნებით
_ვიცი
_კარგად მოვიქეცი რომ გაგაღვიძე?
_არ მეძინა
_რატომ?
_შენზე ვფიქრობდი! ! !
_იცოდი რომ დაგირეკავდი?
_ვიცოდი
_რა ბედნიერი ვარ!
_ვიცი
_გიყვარვარ?
_sigijemde ! 
| ნანახია : 1481 |  კომენტარები : (8)
       

 

 
wamzomi CairTo…siCqare aswrafda…
midian-modian Cems kvalze kvaldakval..
fiqroben…mRerian…kocnian tuCebSi..
mTvralebi dadian Tbilisis quCebSi.
mRerian… ukraven, cekveven loTebi,
qrebian…iwveba gzad lampionebi,
kvdebian… tirian Sav-Savi ZaZebi,
Crdilebad dahqrian moklulTa landebi.
ikvleven, eZeben, warsulis naWdevebs,
sikvdili gza da gza morig msxverpls daedzebs,
mravldeba…ivseba sibneliT qalaqi,
vigaca Tavs iklavs Rvinis smiT, wamaliT.
……
viRaca bolo Jams saSvelad mogixmobs,
sikeTis sanacvlod Rvinis smas moiTxovs,
Sen gnaxavs bolojer gzad minatovari,
mokvdeba xidis qveS loTi upovari.
iRvreba…. icleba, xarxariT Cixebi,
viRacas iWeren da…. isev cixeSi
iqmneba igive bneleTis ambebi
da kvlavac ismeva sikvdilis abebi.

..warmzomi SeCerda, siCqarem daiklo
Tendeba…… siCumem sibnele waiRo,
damTavrda… ukunis xarxari, sigiJe….
da isev daRamda…….da isev igive….!
 
P.S : daamata  beka bibichadzem !
| ნანახია : 1113 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
-განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
 
P.S : daamata  beka bibichadzem !
| ნანახია : 965 |  კომენტარები : (1)
       

 

 
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
 
P.S : daamata  beka bibichadzem !
| ნანახია : 942 |  კომენტარები : (0)
       

 

 
DGES IS DRO DADGA DAVIVIWYO AWI WARSULI
DA GZA GAVUXSNA MOGONEBES,GRDZNOBAS SEVDIANS
AR BRUNDEBIAN WASULEBI AXLA VRWMUNDEBI
YVELA IMEDIS DASAWYISI KVDEBA ZECIDAN.
CHEMTAN SXVA SITBOS QARISHXALMA SHEMOIARA,
DA ZVEL GRDZNOBEBZE SAPASUXOD AGAR MOGELI,
NU GAOCDEBI DGES TKIVILMAC PERI ICVALA
DA SIYVARULIS WAISHALA KVALI YOVELI.
DGES SIMARTOVES SABOLOOD VEMSHVIDOBEBI,
SHENZE OCNEBAC GAVATANE QARDHI LELIANS
CHEMS SULSHI ISEV GAISHALA VRDIS PURCLEBI
ROMLEBIC MXOLOD SIYVARULS DA SITBOS ELIAN.
GEMSHVIDOBEBI!NU DAGWYDEBA GULI AMAZE,
RA VQNA VER SHEVDZEL SAUKUNOD SHENZE GODEBA
ADRE SHEN CHEMTAN MOSASVLELI KARI CHARAZE
VER DAABRUNEB WARSULS,IGI AR MEORDEBA.
VIN ICIS IQNEB KIDEV ERTXEL VIGEMO ISEV
GALATI,CREMLI,SIYVARULI ISEV MTOVEBDA
ICI?ARASDROS MESHINODA ME SIMARTOVIS
RADGAN MARTOSULS XOM VERAVIN MIMATOVEBDA.
GEMSHVIDOBEBI NU DAGWYDEBA GULI AMAZE
GRDZNOBIT,TRPOBIT DA SIYVARULIT SHEGQMNA DROEBAM
AXLA TVITON GTXOV YVELA GZA DA XIDI CHARAZE
MXOLOD SAXSOVRAD DAGRCHES CHEMI SHAVI POEMA...
| ნანახია : 1165 |  კომენტარები : (1)
       

 

 
tu ki cremlebi ar dagdenia,
mas ver gaugeb vinc exla tiris,
tu ki aavin mognatrebia,
rogor gaigeb pass molodiniis?
tu gameebi ar gitevia,
ver sheigrdznbdi dadgomas dilis....
tu siyvaruli ar gigemia,
visac uyvarxar ar gesmis imis...
tu es sityvebi shentvis leqsia
an mxolod gjera lamazi ritmis,
mashin n cdilob gaigo vin var,
shentvis ucxoa rasac ganvicdi.
| ნანახია : 2264 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0