კვ, 24-მაი-19, 05.59
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2009 » აგვისტო » 09

 

ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება.
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის - ხანმოკლეა მისი არსება...
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება...
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად...
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავ ყოფილი.
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 1652 |  კომენტარები : (4)
       

 

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 776 |  კომენტარები : (0)
       

 

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.......

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 764 |  კომენტარები : (0)
       

 

ეს გაუმარჯოს იმ წელს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მერე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს
სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს
ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან
ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს,
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 751 |  კომენტარები : (0)
       

 

შენ ხარ მოგონება, დროში დამალული,
გაზაფხულთან ერთად რტოში დაიხრები,
ზაფხულს ევლინები, გრძნობით დაფარულით,
მოვა შემოდგომა, წვიმად დაიღვრები,

შენ ხარ მონატრება, მთვარე სევდიანი,
ღამე ვარსკვლავებად ცაზე გაბნეული,
სულის ნეტარება, გული ფეთიანი,
ბნელში აჩრდილი ხარ, გზაკვალ აბნეული

შენ ხარ სიყვარული, სული სხეულისა,
უხმო ოცნებების სივრცე თელიანი,
ზოგჯერ სიხარული, მრავალ სნეულისა,
ზოგჯერ სიძულვილი, თვალზე ცრემლიანი.

შენ ხარ სასწაული, უცხო სამყაროდან,
ჩემში შემოჭრილი, ყოვლის დასაბამი,
წამი ბედნიერი, სიცოცხლის წყაროდან
წამი დაკარგული უკვე დასანანი.

შენ ხარ მოგონება, ჩემი სიმარტოვე,
თუმცა შენზე ფიქრი, მე ვერ მივატოვე.

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 762 |  კომენტარები : (0)
       

 

სულში ვიგუბებ ყველა ტკივილს,
მაინც მიყვარხარ...
ვინ იცის, იქნებ ახლო არის,
გზის დასასრული...
დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,
მაინც ვინა ხარ...
ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს
შენი სურვილი...

ნეტავ ამ გზიდან, ჩემი გზიდან
საით გადავალ...
რატომ ბობოქრობს ეს სამყარო,
რად დაჰქრის ქარი...
ფიქრების ზღვაში ვეღარ ვხვდები,
ახლა სადა ვარ...
და ყველაფერი, ასე სწრაფად
სად მიიჩქარის...

ჩემი გზა ხანაც აღმართია,
ხანაც დაღმართი...
და რა დავტოვე მე ამ გზაზე,
მხოლოდ ლექსები?
კორიანტელში გულს ვლოცავდი,
ჭკუას ვახმარდი...
თუ ხელით ვერა, სიტყვით მაინც
გეალერსები...

და დავაქროლებ, მე ამ გზაზე
უნიჭოდ იმედს...
მომდევს შენი ხმა, მომძახიან
როგორც ზარები...
ყველა ნაბიჯი, რაც გადავდგი
ამად რომ ღირდეს...
გზაზე გავდივარ და უმიზნოდ...
მივემგზავრები...

ვინ იცის, იქნებ ახლო არის.
გზის დასასრული...
დღემდე ვერ ვხვდები, როდის მოხველ,
მაინც ვინა ხარ...
ან ისევ ისე, რატომ მახრჩობს
შენი მონატრება...
ან ისევ ისე, გამალებით
რატომ მიყვარხარ...

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 768 |  კომენტარები : (0)
       

 

შენ მოხვალ მაშინ, მარტოობას როცა შეიგრძნობ,
ათი ათასში ამომარჩევ და მე შემიცნობ,
როს უჩემობა შეგაწუხებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად დაიგვიანე.....

ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,
ლექსი შენზე უშენობით აღარ იტირებს,
გაყინულ სულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად მე ვერ გაგითბობ.......

იმედისფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისი, სხვა სახელი გადაერქმევა,
შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღა დროს?! უკაცრავად მე ვერ გიშველი.....

გაგიჭირდება, სიმაყაეს მაინც შელახავ წვიმაში,
მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ,
მომძებნი სადაც დაგეძებდნენ ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღა დროს?! უკაცრავადი არ ვიქნები.....

მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ,
როცა გეძებდი სად იყავი? დაიგვიანე!
მთელ სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი,
ახლა რაღა დროს?

უკაცრვად........ მე შენ მიყვარდი.....

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 818 |  კომენტარები : (0)
       

 

გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 780 |  კომენტარები : (0)
       

 

შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...

იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად

ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 780 |  კომენტარები : (0)
       

 

ადამიანი რომ იბადება,
განსაზღვრულია იმისთვის წლები.
და თუ ამ ქვეყნად ის იბადება,
უნდა ისწავლოს ცხოვრების წესი.
წესი ის არის რომ გწამდეს ღმერთი,
თუ ცხოვრებიდან რაიმეს ელი
და თუ არ გახსოვს ცხოვრების წესი,
მუდამ იცოდე იქნები ბნელში.
ადამიანი რომ იბადება,
წუთისოფლისგან რაღაცას ელის,
მაგრამ არ ახსოვს რომ ცაზე ღმერთიც
იმ ყოველთაგან რაღაცას ელის.
ღმერთმა გაჩუქა მიწზე ის დრო,
რომ განსხვავება იქ ქვეყნად იგრძნო.
ამიტომ ღმერთიც იქ მიტომ გვიხმობს,
რომ დამნაშავედ თავს მხოლოდ იქ ვგრძნობთ.
ადამიანი რომ იბადება,გრძნობს
რომ ცხოვრების მეფეა თითქოს
და ის ამ ფიქრით დიდხანს ვერ ხვდება,
სინამდვილეში როგორი იყოს.
როცა მოკვდება მაშინ კი ხვდება
ცხოვრების წესი როგორი იყო,
მაგრამ უკვე ხომ გვიანი არის,
რომ დამნაშავედ თავს ბოლოს იგრძნობ
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 765 |  კომენტარები : (0)
       

 

[color=blue]არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 764 |  კომენტარები : (0)
       

 

თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ,
ალბათ არც მინდა სხვა რამეს ჰგავდეთ...
ისე ჯერ სულში ვერავინ ჩამწვდა
და მხოლოდ ჩემმა ლექსებმა გამთქვეს
ვიცი სიცოცხლე წამიერია,
მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე,
თუ ყველაფერი ღვთისმიერია
მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს
ცხოვრება სცენად არასდროს მედგა,
არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი,
თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად,
იცით – არც ერთი არ არის ყალბი
დღეს ეს სიტყვებიც ლექსებად წამცდა
დაჯდეს წერტილი და ასე მორჩეს:
ვიცი, რომ ვამბობ ათასჯერ ნათქვამს
და მაინც – მინდა ღიმილით მოვკვდე!
და მინდა მუდამ იყოთ ასეთი –
თქვენ ახლა გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ...
სადაც დავიწყე იქვე გავჩერდი,
ეს იყო ჩემი ალთაც და ბალთაც...
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 761 |  კომენტარები : (0)
       

 

ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 722 |  კომენტარები : (0)
       

 

დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი ამხელა ბრბოში
მარტო ებრძოლო უსამართლობას
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი,
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას,
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 933 |  კომენტარები : (1)
       

 

საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
მორჩილი მგზავრი ჩემს ბედს მივყვები
აუხდენელი ნატვრით,ოცნებით,
უფლის წინაშე უხმო ვედრებით,
მოკრძალებული,ჩუმი ლოცვებით
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 790 |  კომენტარები : (0)
       

 

პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა.
ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ წასვლა. ტრიალებდა, ქარი კი ისევ სიყვარულზე უმღეროდა. ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა... ბრუნავდა მსუბუქად და თავისუფლად. ქართან სიყვარულის თამაშში გართული, ხან ერთ ბოლოს ასწევდა მგზნებარედ მაღლა, ხან მეორეს, მერე მთლად გადაიხრებოდა, თითქოს ვალსს ეცეკვებოდა. თანდათანობით ტკბებოდა ბედნიერებით. ბრუნავდა, ბრუნავდა, მერე ისევ აფრინდებოდა - ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაეშვებოდა. ის იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა. ნელ-ნელა ასე დაეშვა მიწაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ახლა ქარისთვის იგი აღარაფერს წარმოადგენდა. ქარს მისი შველა აღარ შეეძლო და იგი უკვე სხვა ფოთოლს ეალერსებოდა. ნაზად, მშვიდად, ფოთოლი დაეცა მიწაზე. მან ვერც კი გაიგო, რომ ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდა... იგი აღარავის სჭირდებოდა...
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 826 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0