სამ, 24-აპრ-30, 05.08
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » მაისი » 16

 



დავეძებ ზღაპრულ სამყაროს იგი კი არსად არ ჩანს,
მხოლოდ ოცნება მამშვიდებს რომ მას ვიპოვი სადღაც,
ფიქრი გზა და გზა ილევა, იმედს ეტყობა დაღლა,
გულს ისევ რაღაც ასკდება ვით აზვირთულ ტალღა.
მივყვები უცნობ ნაპირებს, ვუმზერ მეწამულ ზეცას,
ისევ ეული დავდივარ და ვერ ვპოულობ ვერსად....
ცხოვრების გზებია ასეთი, მათ ვერ გაუგებ ვერას,
ზოგს ფარავს სალი კლდეები, ზოგს კი გაშლილად ვხედავთ...
სავსეა სიცოცხლე ჩვენი, ეკლოვან ბუჩქთა ხლართით,
თავისი წილი ერგება ყველას ფიალა დარდით,
მაინც მივყვები ბილიკებს იმედის მძაფრი განცდით,
უიმედობა ვერა შობს სიცოცხლეს ლამაზ სახით
ყველანი ჩვენსას დავეძებთ და ვერ ვპოულობთ ვერსად,
გულს როცა ფართოდ გავაღებთ ჩვენ მაშინ ვიგრძნობთ შვებას,
ისევ მივყვებით ნაპირებს,მზე ჩაესვენა ზღვაში,
არ მსურს ზღაპრული სამყარო სუფევდეს მხოლოდ ცაში.
ფიქრი ოცნებით იღლება, მაინც მივიკვლევთ გზა-კვალს,
მაინც დავეძებთ სამყაროს სულს ზღაპრებით, რომ ქარგავს!!

| ნანახია : 1074 |  კომენტარები : (1)
       

 



მინდა,
საწუთრო დაგავიწყო, -
სთქვა:
- რა საკვირველი ყოფილხარ!

მინდა,
მდინარედ მოგივარდე, -
სთქვა:
- რა გულგოროზი ყოფილხარ!

მინდა,
ვიეშმაკო აშკარად, -
სთქვა:
- რა სასაცილო ყოფილხარ!

მინდა,
გადაგკიდო სუყველა, -
სთქვა:
- რა საძაგელი ყოფილხარ!

მინდა,
აგირიო ცხოვრება, -
სთქვა:
- გადარეული ყოფილხარ!

... მერე გაგექცე და დაგეკარგო, -
სთქვა:
- რა საყვარელი ყოფილხარ!...

| ნანახია : 1044 |  კომენტარები : (0)
       

 



გადაღლილი დღის იარა მწარე,
ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს,
იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე,
ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...

უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს
და მენატრება ნაზი კაბები,
ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს,
რომ მიიხუროს დროზე კარები...

მოუსვენრობის დესპანი მვლელი,
ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით,
ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი,
დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...

და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე,
ვემშვიდობები გარდასულ დღეებს,
მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე,
ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...

| ნანახია : 1262 |  კომენტარები : (0)
       

 

| ნანახია : 1064 |  კომენტარები : (0)
       

 



01. George Michael - Father Figure 05:38
02. Alicia Keys - If I Ain't Got You 03:51
03. Michael Bolton - To Love Somebody 04:06
04. Babyface - Everytime I Close My Eyes 04:58
05. Lisa Nilsson - Allt Jag Behцver 04:37
06. Annie Lennox - Why 04:55
07. Patrik Isaksson - Ruta 04:09
08. Rugsted & Kreutzfeldt - Jeg Ved Det Godt 04:14
09. Nilsson - Without You 03:17
10. Tina Arena - Chains 04:23
11. Mr. Mister - Broken Wings 04:50
12. Earth, Wind & Fire - After The Love Has Gone 04:28
13. Champaign - How 'bout Us 04:35
14. Van Morrison - Brown Eyed Girl 03:06
15. Cindy Lauper - True Colors 03:47
16. Westlife - When You're Looking Like That 03:55
17. The Loft - Kiss You Goodbye 03:38

01. The Script - We Cry 03:45
02. Anastacia - One Day In Your Life 03:30
03. Outlandish - Aicha 04:37
04. Backstreet Boys - As Long As You Love Me 03:33
05. Rasmus Nшhr - Kysse Under Stjernerne 03:35
06. The Calling - Whenever You Will Go 03:29
07. Savage Garden - I Knew I Loved You 04:11
08. Des'ree - Feel So High 03:56
09. Roachford - Lay Your Love On Me 04:07
10. Aretha Fanklin - Walk On By 02:45
11. Kasper Winding - Kжrlighed 03:34
12. Billu Paul - Your Song 06:33
13. Marvin Gaye - Sexual Healing 04:01
14. Michael Jackson - I Just Can't Stop Loving You 04:12
15. Jennifer Warnes & Bill Medley - I've Had The Time of My Li 04:50

01. Whitney Houston - I Will Always Love You 04:31
02. Anne Linnet Band - Det Er Ikke Det Du Siger 05:46
03. Jordin Sparks Feat. Chris Brown - No Air 04:24
04. Kelly Rowland - Stole 04:11
05. The Fray - How To Save A Life 04:23
06. Sarah Mclachlan - Building A Mystery 04:08
07. Bangles - Eternal Flame 03:56
08. Alberte - Lyse Nжtter 03:54
09. The Chimes - I Still Haven't Found What I'm Looking For 04:02
10. Alison Moyet - Is That Love? 04:00
11. Angie Stone - I Wish I Didn't Miss You 04:28
12. Simon & Garfunkel - The Boxer 05:10
13. Lars Muhl - One More Minute 03:38
14. Harold Melvin & The Blue Notes - If You Don't Know Me By N 03:26
15. Jennifer Rush - The Power of Love 05:56
16. Gavin Degraw - Follow Through 03:57
17. Sanne Salomonsen - On A Night Like This 04:09

01. Chris Brown - With You 04:12
02. Kelly Clarkson - Because of You 03:35
03. Berlin - Take My Breath Away 04:13
04. Terence Trebt D'arby & Des'ree - Delicate 04:12
05. Avril Lavigne - Complicated 04:05
06. TLC - Waterfalls 04:40
07. TOTO - I'll Be Over You 03:52
08. Poul Krebs - Sеdan Nogen Som Os 04:05
09. Daryl Hall - Stop Loving Me, Stop Loving You 03:41
10. Eric Carmen - All By Myself 04:32
11. Lis Sшrensen - Mogensol 04:33
12. Bonnie T%$^r - Straight From The Heart 03:16
13. Meat Loaf - Two Out of Three Ain't Bad 05:24
14. Air Supply - All Outta Love 03:54
... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 2093 |  კომენტარები : (2)
       

 


იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრისტე და წერას თავი ანება.

_ ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს _
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, _
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა _
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის _
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?


| ნანახია : 1772 |  კომენტარები : (3)
       

 



| ნანახია : 1134 |  კომენტარები : (0)
       

 



მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა!
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით,
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით...
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან,
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად.
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად,
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან!

ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად,
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან.
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე...
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ.

| ნანახია : 1197 |  კომენტარები : (2)
       

 


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

| ნანახია : 1348 |  კომენტარები : (3)
       

 



შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!


აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.


იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.


მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?


ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.


ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.


ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.


ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.


და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.


ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?


ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?


ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 6468 |  კომენტარები : (4)
       

 


ჯერ არ იზეიმო, ნაადრევ სიხარულს,
შემთხვევით სევდა და ცრემლები თანა სდევს,
ნაწვიმარ ბილიკზე დუმილით მივალ თუ
საკუთარ სხეულს და სველ ფიქრებს მივათრევ.
და საოცარია, მაინც არ შემძულდი,
წყენა და ტკივილი სულში სულ შემოგაქვს,
ჩათვალე, მაშინ ხარ შენ გამარჯვებული,
ოდესმე თუ შენი მწამდა და მჯეროდა.
ზოგჯერ საკუთარი თავი მსურს გავკიცხო,
ასეთი ორგული რად უნდა მიყვარდე,
მიზეზი? მიზეზი არ არის საჭირო,
ვამბობ და სხეულს სველ ბილიკზე მივათრევ.


| ნანახია : 1062 |  კომენტარები : (0)
       

 



ჩვენ გავიბუტეთ და ორივეს დარდი გვმოსავდა,
ჩაქრა სურვილი ძველებულრი დარდით მოგიხმო,
არა იმიტომ, უშენობა რომ გამოვცადო,
გაიგო ფასი უჩემობის,მხოლოდ იმოტომ,
და მაინც მინდა ჩემს ცარიელ სიმყუდროვეში,
ჩუმად მოგიხმო, შეგირიგო და გაპატიო,
არა იმიტომ, უშენობას რომ ვერ მოვითმენ,
სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ

| ნანახია : 1208 |  კომენტარები : (1)
       

 



მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ



მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს

| ნანახია : 1089 |  კომენტარები : (0)
       

 


წვიმასთან ერთად იბადება შენზე ფიქრები
მზისა სხივებზე თამაშობენ მოგონებები
თოვლის ფიფქივით ეშვებიან დაბლა გრძნობები
და ნიავს მოაქვს შორს წასული შენი სიტყვები

შენ დამაფიქრე, შენ მომეცი მე ძალა დიდი
რადგან მესწავლა და მეარა სწორი ნაბიჯით
მინდა მადლობა მოგიხადო ძალიან დიდი
და დავიტოვო იმედები შენი ჩამოსვლის

გავივლი თოვლში, რადგან მათგან ვიგრძნო იგივე
შევხედავ მზეს და მოგონებებს კვლავ დავიბრუნებ
ვივლი წვიმაში, რადგან მხოლოდ მას ესმის ჩემი
და ნიავს ჩემსას გამოვატან შენთან ჩემს სიტყვებს



P.S : ეძღვნება ადამიანს, რომელიც ძლიერ მიყვარდა, დღემდე დიდ პატივს ვცემ და მუდამ მემახსოვრება! - ეს შენ სიხარულო და მხოლოდ შენ!


| ნანახია : 1085 |  კომენტარები : (1)
       

 



აპრილის სინორჩეს გაჩუქებ,
ჩუქება ადრიდან მჩვევია
ჩუქების მეფე ვარ, იცოდე,
გავცემ. . . და ყოველი ჩემია

გაჩუქებ გაფურჩქნულ ყვავილებს,
ფუტკრების ტრფიალში ნატკბურებს,
გაჩუქებ იების იმ ღილებს,
ტყის სურნელება რომ აპურებს.

ჩუქების მეფე ვარ, გაჩუქებ
იმ გრძნობას, პოეტს რომ ამუნჯებს
იმ გულწრფელ სიცოცხლეს გაჩუქებ,
ცის ტატნობს რომელიც ალურჯებს.

გაჩუქებ!!. . ყველაფერს გაჩუქებ!
ჩუქება ადრიდან მჩვევია.
ჩუქების მეფე ვარ იცოდე
გავცემ.. . და ყოველი ჩემია!

| ნანახია : 1039 |  კომენტარები : (0)
       

 



შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის


ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,

მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს 

რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!

| ნანახია : 1042 |  კომენტარები : (0)
       

 


შენი შუქი მინდა,შენი ჩრდილი მინდა
ჩვენი შეცდომები შენდობილი მინდა
უზომოდ მიყვარხარ და ყვირილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის მე სიკვდილი მინდა
შენით რომ თენდება ის აისი მინდა
თავი განაცვალო, გაგახარო მინდა
შენით დანახული ეს სამყარო მინდა
შენდა შესაწირად ეს ქვეყანა მინდა
შენთვის ქვეყნის შვიდი საოცრება მინდა
შენი ალერსი და მოფერება მინდა
ყველა წამის შენთან გატარება მინდა
შენი რასაც ქვია ყველაფერი მინდა...

| ნანახია : 3902 |  კომენტარები : (0)
       

 



შენ რომ წახვიდე,ჩემი ცხოვრებიდან, დავემსგავსები გიჟს...


ვიხეტიალებ წვიმაში მარტო, ღვინით მოვიკლავ ჟინს,

გამახსენდება შენი თვალები,რაზე ოცნებაც მღლის....

მომენატრება შენი ღიმილი და მივეცემი ფიქრს,

შენ რომ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან,

განა ცხოვრება ღირს?

| ნანახია : 1000 |  კომენტარები : (0)
       

 



სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,

მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები.

შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, -

სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.

სულითხორცამდე როცა შემიცნობ,

როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.

შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -

რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.

ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!

მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი.

შენ მაშინ ... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 1397 |  კომენტარები : (4)
       

 



rekavs telefoni...

ukve gviania,

rekavs telefoni

mere rogor miyvars

SenTan saubari RamiT,

rekavs telefoni,

Cumad gekiTxebi

-vin gnebavT?

-vin brZandebiT?

Tumca kargad vici,

Ramis uZilobiT

vin msjis ase xelaRebiT…

Seni CurCuli da

Seni xmis talRebi

nazad Cameyvreba yurSi,

kedels exateba Seni silueti

guli ver eteva gulSi…

Cven sul martoni varT axla qveyanaze

mxolod Cven orni erTad…

Tumca mTvarec gvismens,

mTvare sevdiani

caze mibneuli kentad.

mokle dialogi

didi pauzebiT,

zogjer mxolod sunTqva mesmis,

uazro kiTxvebiT,

uazro pasuxebiT

ratomRac kmayofili vrCebiT…

…diliT SemkrTal caze

ukve imarTeba

mzis da mTvaris Seyris scena…

sizmrad Camodneba Cveni netareba

roca gaiRviZebs yvela...

| ნანახია : 1164 |  კომენტარები : (0)
       

 

 


wvimda, civi Rame iyo, magram biWi ar imCnevda da miabijebda... albaT, imitom, rom Zalian undoda im dabadebis dReze misvla. rogorc iqna, miaRwia saxlamde. gaixsena sarTuli da Cabnelebul kibeebs auyva. zustad icoda, iq ra situacia da ra xalxi daxvdeboda _ bevri ucnobi biWi ramdenime Zmakaci da uamravi nacnobi gogo. man isic icoda, rom aucileblad iCxubebda.... mokled, biWma TiTqmis yvelaferi icoda. rogorc iqna, miaRwia nacnob karamde da zari dareka. Signidan maRali musikis xma gamodioda. kari lamazma gogom gaaRo, swored iman, biWs rom moswonda: _ gio moxvedi? sad iyavi amden xans? _ RimiliT hkiTxa gogom da Tan gadakocna. _ ra vici, niin, megobrebTan viyavi da... gilocav dab dRes! _ es Tqva da Tan simwriT naSovni puliT nayidi Zviriani sunamo misca. _ thnx... Semo da gaerTe... xalxs gagacnob... _ gogo ver xvdeboda, rom am xalxs gio ar moewoneboda. giom xalxi gaicno da daleva daiwyo. saerTod, sma uyvarda. gadawyvetileba miiRo, ninisTvis siyvaruli aexsna. dauZaxa da gverdze oTaxSi gayola sTxova. ninic, ra sakvirvelia, daTanxmda. giom Sexeda ninis da Zlierad SeigrZno siyvaruli. _ nin, albaT, xvdebi, risi Tqmac minda... mokled, me Sen... Zalian didi xania... miyvarxar. da ravi, danarCeni Sen unda gadawyvito... _ arada, zustad icoda, rom ninic giJdeboda masze. _ meec, _ RimiliT uTxra ninim da akoca. es giosTvis ubednieresi wamebi iyo. did oTaxSi gavidnen. ninim bolo xmaze iyvira _ me da gio ukve erTad varTo.. 2 wuTSi viRac usiamovno tipebma dauZaxes biWs da padiezdSi Caiyvanes. uTxres, es Cveni ubania da nini Cvens Zmakacs uyvarso. gio gaocda. yvelanair Cxubs eloda aseTis garda... biWs Tavis Tavis imedi arasodes ar hqonda.. amitom Tavisi Zveli biWi Zmakacebis saxelebis CamoTvlas mohyva. roca mixvda, rom es tipebi mis Zmakacebs ver itandnen, ukve gviani iyo. axla mxolod Tavisi ubeduri drinis imedze iyo.. laparak-laparakSi daartyes. amanac amoiRo erTguli drini... magram jobda, ar amoeRo. 1 kaci ki daagdo, magram mere is drini TviTonve mowvda mravaljer. ai, aq ukve gaTiSa... roca gamofxizlda, saavadmyofoSi aRmoCnda. mis garSemo uamravi adamiani fusfusebda... axloblebi da a.S... yvelaze metad es ar undoda, uamravi axlobeli Tavs dastrialebda da moTqvamda, TiTqos cocxali aRar yofiliyo.... es xalxi ver xvdeboda, rom gios martooba Wirdeboda... magram mTavari saSineleba aq iwyeboda, anu mSoblebi... magram ras izamda, unda dalaparakeboda... da ai, daiwyo: _ gio, Svilo, xom gTxove, ar ginda es Cxubebi-Tqo. xom xedav, ra moaqvs Cxuubs? _ gio xvdeboda, rom es sityvebi marTla mamamisis gulidan modioda, magram veRarafers Secvlida. _ gio, _ qviTiniT daiwyo dedamisma, _ ukeT xaar? giomac wesieri biWis saxiT Sexeda da uTxra, rom es SemTxveviToba iyo da meti aRar gameordeboda... saavadmyofoSi 6-ma dRem gaiara... am 6 dRis ganmavlobaSi ninisgan zustad 30 msj miiRo... gadawyvita, ninis gamogzavnili msjebi Seenaxa... 6 dRis mere gamoweres... isic pirveli ninisTan wavida... isev yvelaferi tkioda, magram axla es yvelaze naklebad anaRvlebda. avida ninisTan saxlSi. iq nini da misi erTi daqali daxvda. Camojda da daiwyo laparaki. Zalian ki ar undoda am gogosTan laparaki, magram ras izamda... gios fuli hqonda, amitom gadawyvita, Zmakacebi saqeifod daepatiJebina... ninisgan pirdapir restoranSi wavida... Zmakacebi ukve iq daxvdnen, magram raRac saqeifod ganwyobilebs ar hgavdnen. yvelas iaraRi edo da kasteti ekeTa. mokled, restoranTan mTeli jari daxvda. roca ikiTxa, ra xdeboda, upasuxes: ra dros qeifia, wavediT, vinc gcema, isini vnaxoT, dedas movu...avTo. mokled, gaaCeres taqsebi da wavidnen im ubanSi. 40ni mainc iqnebodnen, ikiTxes, es ubani vis abariao. moiyvanes viRac tipi, imanac uTxra, ki Cemma Zmakacebma cemes eso... gamoiyvana is tipebi, dabadebis dReze ro iyvnen. giom rogorc ki dainaxa, mivarda da daartya... aiwia Cxubi. ai, aq naRdad ver mixvdebodi, vin vis urtyamda... sabolood, 10 tyvia gavarda da yvela gios Zmakaci uvnebeli wamovida iqedan... gio Zmakacebs daemSvidoba da saxlSi avida... yvelaferi ekida ninis garda... ninis da gios urTierToba Cveulebrivad gagrZelda... mxolod erTi Tvis Semdeg moxda raRac... wvimiani da sevdiani saRamo iyo... gio pufze iwva da musikas usmenda... am dros telefonma dareka... giom aiRo: _ alo. _ gio, nini var, ras Svebii? _ arc ise mxiaruli xmiT uTxra ninim. _ ravi, musikas vusmen, u? _ ravi, raRacaze minda SenTan laparaki... _ ra iyo, ra seriozuli xar? _ siciliT uTxra giom, ver xvdeboda, win ra eloda, _ gismen! _ gioooo... mokled, Sen Cemze 2 wliT patara xar da albaT, amitom ver gavugeT erTmaneTs... me, ravi, dz miyvardi... mara, ravi, grZnoba gamiqra... ar minda, ro guli gatkino... mara jobia, davSordeT... swored amis eSinoda gios:( _ ravi, me Sen gagige... albaT, Sen ver gamige... mara, araa problema pk... mee... me yovelTvis Zalian meyvarebi... telefoni dakida da tirili daiwyo... ar undoda, ubralod Tavi ver Seikava... mas xom nini marTla Zalian uyvarda... am ambis Semdeg 1 kvira saxlidan ver gamodioda... ninisTan ar ulaparakia... 1 TveSi axali gogo gaicno da egona, rom Seuyvarda... Tumca es ase ar iyo... im gogos male daSorda... imis mere aravin ar yvarebia da mxolod ninize ocnebobda... Tumca am ocnebas axdena ar ewera... gios cxovreba Cveulebrivad warimarTa... arc mdidari iyo da arc uWirda... nini ki 30 wlis asakSic uyvarda... mokled, nini mis megobrad darCa... gavida uamravi weli. gio ninize giJdeboda... erT dRes yvelam gaigo, rom gio me-13 sarTulidan gadaxta... gadaxtomamde ninis is mesjebi gaugzavna, rac saavadmyofoSi yofnisas miiRo. veravin mixvda, ratom moikla Tavi giom, veravin ninis garda...

| ნანახია : 1393 |  კომენტარები : (7)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0