სამ, 24-აპრ-30, 06.02
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ივლისი » 24

 



თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.

თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება

გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.

ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.

მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...

| ნანახია : 1007 |  კომენტარები : (2)
       

 




მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ,
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო
და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.

| ნანახია : 907 |  კომენტარები : (2)
       

 



ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ვნებიანი კოცნა,
ხომ იცი როგორ მიყვარს ხატის წინ შენზე ლოცვა,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ცხელი სუნთქვა შენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი თვალები ბრძენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ალერსი თბილი,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ტუჩები ტკბილი,
ხომ იცი როგორ მიყვარს მოყვასი ყველა შენი,
ხომ იცი როგორ მიყვარს მე სიყვარული ვრცელი,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ჩვენი ყოფნა ერთად ,
ხომ იცი როგორ მიყვარს შენ რომ მიგიჩნევ გმერთად,
ხომ იცი როგორ მიყვარს არდაზარება შენთვის,
ხომ იცი როგორ მიყვარს ეს ყველაფერი ჩვენთვის.

| ნანახია : 904 |  კომენტარები : (2)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0