მთავარი » ნიკო გომელაური
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! - დღესაც აქ არის არ გაიგუდა .
|
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია...
|
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...
|
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
|
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
|
არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|