მთავარი » ლექსები საქართველოზე
იღება კარი, შემოდის ქალი: "ბატონო ივა" კლიენტი არი! შემოდი მერე, დაკეტე კარი, გოგოა?ბიჭი? კაცია?ქალი? ბატონო ივა გოგონა არი ძალიან სტკივა, უღირსი არი. ამბობს რომ თურმე, გრძნობეს აჰყოლია ჩატებით გაცნობილ ბებერს გაჰყოლია. ბებერი აჰყოლია ლოგინში ჩაჰყოლია არადა გოგონას საქმროც კი ჰყოლია. საქმრომ რო გაიგოს, გული ეტკინება გოგონას მამიკოს კი ძაან ეწყინება. ცოდოა ბავშვი ცოდვისგან გავშრი. შემოიყვანე მე ლოგინს გავშლი. წამოწვა გოგონა ფეხები ასწია ექიმმა ფეხშუა ნემსი შეაწია. მიკერა მოკერა მიჭრა მოჭრა დღეიდან გოგონი ნავარდი მორჩა. წაგიყვანს საქმრო და მეორედ გაგიდებს. ამ ამბავს ჩვენს გარდა ვერავინ გაიგებს!! ავტორი: მალხაზ დანელია
|
ქართულ მიწაზე კვდება ქართველი თავის სამშობლოს შვილს წირავს დედა ქართველის სისხლით ირწყვება ველი თავისუფლებას ვერ დავთმობთ ვერა
|
არ შეიძლება იყო ქართველი და ვაჟკაცობის არა იცოდე არ შეიძლება ენთოს სანთელი და არავისთვის არსად იწვოდეს არ შეიძლება გქონდეს სათქმელი და ერის ჭირზე თვალებს ხუჭავდე არ შეიძლება ტაძრის სარკმელი სიყვარულისთვის რომ არ ბჟუტავდეს არ შეიძლება მზე არ გათბობდეს და არსებობა მისი უარყო არ შეიძლება მიწას ათოვდეს და ციცქნა ფიფქმა რამე მოაკლოს არ შეიძლება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს დიდება ღმერთო სიკვდილი არის ყოვლად ადვილი მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო გვისმინე ღმერთო!
|
ბებერი ხარია საქართველო, ბებერი ხარის ხომ რქანიც ეწევიან... ბებერი ხარია საქართველო და მისი ბებრული ცრემლები ბელტებად მეცემიან. ჰოი რა გატირებს ბებერო ნიშა ხარო, ამაზე ბნელი ღამეც გითევია ბევრჯერ გყოლია მეხრე უხეირო, გუთანი მაინც ერთგულად გიწევია.
|
დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი. რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო" მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"
მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები, ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა. არაგველებო, წამოდექით არაგველებო, ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს.
დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება, დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი. სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება, მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს.
კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე.
დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი. რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო" მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"
|
გადაწერეთ შეაფასეთ ძალიან მაგარი ლექსია..
P.S : ლექსი არის აკრობატის ფაილში !
|
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა, მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა:
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!..
„ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო, წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო.
„წინ მომეგებნენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი მოკაშკაშ-მელვარეო.
„გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლა გამიხარეო!..
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!..
„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო… და რო მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო:
„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!"
|
სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს! მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო - ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ!
ასწით კავკასიის ფარდა! - ეს ამერი და იმერი, მისი „ხელი ხმალს იკარ" და მისი „მრავალჟამიერი". მიყვარს მარად მხნე და ძმური ის გურია და სვანეთი, თუში, ფშავი და ხევსური, აჭარა და თრიალეთი. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს უფლებას, შენს უფლებას სისხლით ვიცავ!
აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა მიხვეულ-მოხვეული, იავნანა მეგრელ დედის, აფხაზური, მოხევური,
...
[~~სრულიად ნახვა~~]
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|