ხუთ, 24-ნოე-21, 09.29
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » როინ აბუსელიძე

 



სამი უძლიერესი ლექსი გიტარაზე !




კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1987 |  კომენტარები : (3)
       

 



ეს ალბათ ყველამ იცით მარა მაინც იდოს 



კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1505 |  კომენტარები : (0)
       

 


როინ აბუსელიძე  მამა პეტრეს პოეზიის საღამოზე ,

გთავაზობთ ვიდეოს ერთ - ერთ ლექსს 


კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1409 |  კომენტარები : (0)
       

 


სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1232 |  კომენტარები : (0)
       

 



ზიხარ ფანჯარასთან სახით 
ლოიალურ, 
გარეთ წვიმებია, შიგნით 
წყვეტილები, 
რაღაც სასაცილოდ ტირის 
როიალი, 
რაღაც სასაცილოდ წვიმს და 
მეტირები. 

კედლის კალენდარზე ზამთრის 
ფორმატია, 
თეთრი სუფლიორიც მალე 
მოგვაკითხავს, 
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა 
რომანტიულს, 
წვეთიც რომ არ არის შენში 
რომანტიკა. 

სურს რომ დედამიწა ტანზე 
დაგახაზოს, 
ისე სადისტია ჩემი 
ამბიცია, 
ოცდათვრამეტი და კიდევ 
სამი ხაზი, 
ანუ ავად ვარ და ანუ 
ამიწია – 

სიცხემ, საკუთარი თავის 
ემიგრანტი, 
მერქვა დეკემბერიც სისხლში 
მიჟონავდა, 
მაგრამ გეფიცები რაც შენ 
შემიყვარდი 
სიცხეს გულის მხარეს აღარ 
ვიზომავ და... - 

რაღაც სასაცილოდ ტირის 
როიალი, 
რაღაც სასაცილოდ წვიმს და 
მეტირები, 
ზიხარ ფანჯარასთან სახით 
ლოიალურ, 
გარეთ წვიმებია, შიგნით 
წყვეტილები. 

კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1280 |  კომენტარები : (1)
       

 





მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები, 
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და 
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ. 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და 
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1213 |  კომენტარები : (0)
       

 




ღამეა სხვათა შორის 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი, 
ძალიან არაფერი, 
უბრალოდ მეწერება 
და ახლა მამასავით 
მაკლია მამაჩემი. 

ქარი ზის ფორთოხლებზე, 
ფანჯრისკენ მივტრიალდი, 
იმედი თუ იმედობს 
იქნება დანარჩენიც, 
დავდივარ ქუჩებში და 
ვრწმუნდები იშვიათი, 
ძალიან უმნიშვნელო 
ქუჩაა მამაჩემი. 

გავლენით არავითარ, 
ვაგრძელებ ჩვეულებრივ, 
ქრონიკას რეალობის 
ტოტები ავაჭერი, 
ვიღაცას არ ჯერავს 
და 
მე მართლა გეუბნებით 
აი ეს ეპოქაა 
(მარტივად) მამაჩემი. 

ცხადია როგორც წესი 
ლექსებიც ბერდებიან, 
შენ უკვე დამარცხდი და 
კუთხეში აიტუზე, 
მამებიც შიგადაშიგ 
ცოცხალი ხეებია 
და ქმნიან გარდაცვლილი 
მამების ჰაბიტუსებს. 

ბავშვობას უმარილო 
კადრებად ვალაგებ და 
მშორდება იშვიათად 
რაღაცა ირონია, 
სხვას თავი დავანებოთ 
არც მეტი, არც ნაკლები, 
საბრალო მამაჩემი, 
აი ეს სტრიქონია. 

ღამეა გეფიცები 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი 
და ასე უმეტესად 
ძალიან მეწერება 
და ასე იშვიათად 
მეც მქვია მამაჩემი........................
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1159 |  კომენტარები : (0)
       

 





იმ დილით ქალაქს ეპითეტი 
ჰქონდა ასობით,
გამყიდველები მაღაზიის 
ვიტრინებს რთავდნენ,
მანქანებივით იდგა ცაში 
ღრუბლის საცობი,
ცისარტყელა კი 
გაფუჭებულ შუქნიშანს ჰგავდა.

წვიმამ ქუჩაზე მიახატა 
დეკემბრის ლოგო,
მიწას სისველე დამჩნეოდა 
ცივი ოფლივით,  
სეზონი იყო საორჭოფო 
კროსვორდი როგორც  
და კითხვითნიშანს ჩამოჰგავდა 
ტალღის პროფილი.

მერე დაღამდა, უშენობას 
მე ვეღარ ვძლიე,
ვუსმენდი მთვრალი 
კლავიშნაკლულ ზამთრის როიალს,
წუხელ ბათუმში მთელი ღამე 
ციოდა ძლიერ
და დილით მითხრეს, 
რომ თბილისში მოუთოვია...

კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1159 |  კომენტარები : (0)
       

 

მარტო უნდა შეაფასოთ 



კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1383 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0