ხუთ, 24-მაი-02, 17.46
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » თემო ელიავა

 




სივრცე ილევა,უიმედოდ,ძალიან ჩუმად,
ბარის ესთეტიზმს მკრთალი შუქი მატებს სინაზეს,
აწვდის "პორტსიგარს"მეგობარი ნერვიულ სტუმარს
და მონოლოგიც წამით წყდება მორიგ სიტყვაზე...
იქნებ სიზმრებმა გაგიმხილონ ჩაკლული ფიქრი,
იმ თეთრად ნათევ ღამეებში დამტკბარ განცდებად,
ალბათ ქალაქი იმალება ამ ფარდებს იქით
და ჩუმი ბაღი ფოთოლცვენით ნაღვლიანდება.
როდემდე მღლიდეს,ღირდეს მაინც გული სათრევად!
ცა ნაბიჯებით მოზომილი დიადს არ ჰგავდეს.
მთვარეს პერანგი ავახიე ღამის სათევად
იქ,სადაც ბაღი გაძარცულა შემოდგომამდე.
ამ სიჩუმეში აღარ დარჩა უკვე ცინიზმი,
გერდას ბაგეზე ვაშრობ ყინულს ზამთრით მონატანს,
ღამე ნისლებში დაიმსხვრევა მთვარე–თილისმით
და მკვდარი ჩრდილით აატირებს უხმო სონატას.
ზეცა მზეს კრძალავს,უმნიშვნელო სიცოცხლის გამცემს,
დანკოს გმირობით,ილუზიით მნათობ სინათლეს.
მწუთხე ტკივილი ენაცვლება ავადმყოფ განცდებს
და ფერფლად წყდება მორიგ სიგარეტს

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1022 |  კომენტარები : (1)
       

 



უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,
მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი,
მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,
შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი,
მიწიდან გამტვრეულს სიზმარი ამათრევს,
რამდენი დარაბაც არ უნდა დარაზოთ,
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,
ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს,
ინდიელ შამალის პაროდისტს ვგავდი,
ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,
სიცილს რომ იჩემებს ყოველ წუთს, ყოველ წამს…
კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,
გალკინის ნაცვალდ კი ვკითხულობ ყანწელებს,
რავქნა, თუ დააწყდა ნევრები რეჟისორს,
კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს,
ნევრები მოშლილი ვისა აქვს?! არავის!
უბრალოდ ვერ ვიტან დერიბლის ავტორებს,
უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,
უსაზღვრო ბოღმაში წამიტაც არ მტოვებს,
გამხდარი მაესტრო, სცენაზე ავარდა,
თეატრის კლოუნებს მიჯნაზე დაამხობს,
მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა,
და მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ…
კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 951 |  კომენტარები : (0)
       

 





შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:
-         გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

-         ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

 

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

 

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,

არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!






ესეც ვიდეო


კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1651 |  კომენტარები : (9)
       
« 1 2

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0