პარ, 25-იანვ-17, 01.02
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » მაისი » 03

 

 
 
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ. გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები!
| ნანახია : 1058 |  კომენტარები : (0)
       

 

 
თუ კი ეულად იგძენი თავი
თუ გულში ისევ გაივლე სევდა
გახსოვდეს ქვეყნად რომ არის
ქალი შენ რომ უყვარხარ
ყველაზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა თუ იალქნები დაგიცვდა ზღავში არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს ქალი არასდროს გატეხავს მარხვას
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს ის გაიხსენე ის ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფლიტვებს მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი..

| ნანახია : 1022 |  კომენტარები : (0)
       

 

 
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან,
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი...
| ნანახია : 1037 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...

| ნანახია : 1125 |  კომენტარები : (0)
       

 

 
მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოპნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს...
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით და რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააგვიძებს რომ სძინავს მშვიდად
მე შევიყვარე ხმა რომელიც დღესაც ჩამესმის
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალბატ შემოდგომის მონატრება ვარ...
პოთოლცვენისქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა
შენც ატირდები,წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რომ ამ ქვეყნად არსებობს ბიჭი
ბიჭი,რომელიც მოუთმენლად შენს ნახვას ელის..

 

| ნანახია : 1185 |  კომენტარები : (0)
       

 

 
როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს
| ნანახია : 1000 |  კომენტარები : (0)
       

 

 
მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები
შენი უძირო შავი თვალები…
მასავით ცივი, უკაცრიელი,
იდუმალებით მოცული მზერა...
მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერა
ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
სანამ ღრუბელი მიეფარება
და დაუბრუნებს იდუმალებას...
ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა?
რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში?
შენი გრძნობების, ნამდვილი სახის,
თბილი და სათნო ადამიანის?
ნება მომეცი ერთხელ შეგეხო
ცივი თვალები კოცნით გაგითბო...
მე მსურს ნამდვილი სახე მანახო
და სათნოების გრძნობით დამათრო...
| ნანახია : 1329 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
~თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ...

~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები...

~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი...

~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...

~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება...

~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები...

| ნანახია : 995 |  კომენტარები : (0)
       

 

 
ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...
| ნანახია : 1187 |  კომენტარები : (0)
       

 

 
სიყვარული რაგვარია, -
მეხია და თავზარია,
სიხარულის გზებით მოდის,
მწუხარების საგზალი აქვს,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,
მიწისძვრა და ზანზარია.
სიყვარული რაგვარია,
ცეცხლია და ღადარია,
მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
ერთმანეთში გამდნარია,
და სიამის ერთი წამი
დიდ სინანულს აბარია.
სიყვარული რაგვარია,
გიჟი კაცის დავთარია,
ხან თოხანი, ხან ალჩუა,
ვერც გაიგებ რამ არია,
გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა,
სადაური ზღაპარია.
| ნანახია : 1159 |  კომენტარები : (0)
       

 

 
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .
ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . .
ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . . ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . . . ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. . . კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . .
ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .
| ნანახია : 1086 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ხარ!
ვიცი შეუძლებელია,მაგრამ მაინც მინდა გნახო,მენატრები!
არ მინდა ეს დღეები მხოლოდ გულსა და მეხსიეებას მივანდო შესანახად,ამიტომ ვწერ...
ნეტა საიდან მოვიდა მონატრება?
სიკვდილის დასასრულია თუ დასაწყისი?
სწორედ ახლა შეგიძლია დაეუფლო ჩემს გულს,მიყვარხარ და მენატრები,ყოველთვის წმინდა სიყვარულით.
ვიცი!ძვირფასო,როდესმე გაიგებ,მიხვდები მერე შეიძლება მოხვიდე,მაგრამ მე ისევ ისეთი მონატრებული და შეყვარებული არ დაგხვდები...
სწორედ მონატრების ტკივილი დამეხმარა ეს საიდუმლო გამენდო."
ღმერთი გფარავდეს!!!
| ნანახია : 1196 |  კომენტარები : (0)
       

 

 
მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები
შენი უძირო შავი თვალები…
მასავით ცივი, უკაცრიელი,
იდუმალებით მოცული მზერა...
მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერა
ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
სანამ ღრუბელი მიეფარება
და დაუბრუნებს იდუმალებას...
ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა?
რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში?
შენი გრძნობების, ნამდვილი სახის,
თბილი და სათნო ადამიანის?
ნება მომეცი ერთხელ შეგეხო
ცივი თვალები კოცნით გაგითბო...
მე მსურს ნამდვილი სახე მანახო
და სათნოების გრძნობით დამათრო...
| ნანახია : 1329 |  კომენტარები : (0)
       

 

როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს

| ნანახია : 1011 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოპნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს...
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით და რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააგვიძებს რომ სძინავს მშვიდად
მე შევიყვარე ხმა რომელიც დღესაც ჩამესმის
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალბატ შემოდგომის მონატრება ვარ...
პოთოლცვენისქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა
შენც ატირდები,წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რომ ამ ქვეყნად არსებობს ბიჭი
ბიჭი,რომელიც მოუთმენლად შენს ნახვას ელის..

| ნანახია : 1075 |  კომენტარები : (0)
       

 

 
იცი რა მინდა?
იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...
იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....
მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....
მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი...
არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო...
მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად...

| ნანახია : 980 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე
როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა,
უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე,
შორით დამიძახე, ნუ დამელოდებიო.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები,
მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს,
მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
| ნანახია : 1128 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
ჩამავალი მზე სახეს უნათებდა
ნიავი თმებზე ეალერსებოდა
ასე შორეული უცხო უკარება
უგმერთოდ ლამაზი ნეტავ ვის ელოდა

როდესაც შევხედე ტირილი მომინდა
ცრემლი სტრიქონებად დაეწყო პიქრში
ასეთი ლამაზი საიდან მოვიდა
ღმერთო მასთან მინდა ნუ მტოვებ ბინდში

მას სანთელს ავუნთებდი
ვარსკვლავებს დავუკრეფდი
სამყაროს ვაჩუქებდი
ლამაზ ლექს დავუცერდი

მას ხელში ავიყვანდი
და გულში ჩავიკრავდი
ზაფხულში წავიყვანდი
ღრუბლისგან დავიცავდი
| ნანახია : 1210 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...

| ნანახია : 1164 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0