მთავარი » 2008 » მაისი » 05
კოცნის მორევში დავიბადე ასე მეგონა,
კოცნის მორევში მე მოვკვდები ასე მგონია,
იცით? -თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ,
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ..
|
თუ შენს სიყვარულს არ ჩამითვლი დანაშაულად,
მე შენს წინაშე არ მიმიძღვის სხვა რამე ბრალი !
|
მე მათხოვარი მაშინ ვიყავი, როცა პირველი კოცნა შენ გთხოვე !
|
ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...
ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.
ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.
გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.
"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.
ჩემს წინ ორი გოგო იჯდა. ერთი მათგანის სახემ მიმიპყრო.
ყოველი ნაკვთი - ნაკვეთი ასო. თავადაც სიტყვა. სიცილი - წითელი სიკეთე. კბილები - ქვებზე ფიფქები.
ამბობდა: " - სახლში ვთქვი, დავიგვიანებო, არ ვიცი რატომ" - ო.
ჩემი მზერა იგრძნო, თავის გვერდზე მჯდომს უთხრა: - ნახე, როგორ მიყურებს! - და გაიცინეს ქალიშვილური სიცილით.
მერე ჩავიდა. შემომხედა და ჩავიდა. მეწყინა. მისი სახე ხუთიოდე წამი იწვა ჩემს თვალებზე. მეც მოვედი.
თბილისში არის პატარა ქუჩა, რომელიც ძალიან მიყვარს, თავის ქვაფენილით, სილამაზითა და გალერეებით. რაღაც აქცია იყო, მგონი უპატრონო ბავშვებისთვის და იქ მივედი. უსმენდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ. ლექსი წაიკითხა გოგომ: "ნისლი გიყვარდეთ, ისიც ცის არისო". გოგო მახინჯი იყო, ამიტომ ლექსმაც ისეთი შთაბეჭდილება არ დატოვა მსმენელზე.
ჩაკუზული ვხედავდი ჭუჭყიან მხატვარს, რომლის სურათსაც ეწერა ფასი: 100000000 $. სურათზე კი ქალი ეხატა, თვალებით ბოზი. მგონი ვერ გაყიდდა.
ვიღაც ამერიკელის ფოტოების გამოფენა - "ცხოვრების ხალისის უარყოფა".
მერე შევედი მუზეუმში, დავჯექი ხის კიბეზე და ვუყურებდი განათებულ სიძველეებს.
დაჟანგული ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ფარი, ზარის რეკვა და გადავედი XV საუკუნეში.
სიონი მსგავსი ღმერთის უბანი თავად - ისტორია. სიონში ხატი, მის წინ ბავშვი სანთლით და მზერა ხატის თვალებში. მწუხრზე ლოცვები. ღამე გალობაში მოფრინდა. მათხოვარი - სევდა და ხელი.
პატარა ქუჩა: სამი გოგო ლუდით, ცარიელი სკამები. სურვილი ღამის და აცეცხლილი კოცნის სირბილი.
და დავინახე: მიწაზე დაღვრილ სისხლს, ქალის სხეულის ფორმა მიეღო და ცეკვავდა. ეგდო კაცი, როგორც მოჭრილი ხე.
და მზერა ამოსვრილი სისხლში, ცად ატანილი და მერე ჩამოღვრილი წვიმად, როგორც ჰაერში დალეწილი კივილი.
ვნების დახევა, გახევება და ტირილი.
ტირილით შეეგრძნო ტკივილი. ტუჩებზე ცრემლი, როგორც წვეთები წვიმისა ვარდზე. და სული მისი - თეთრი მანდილი ფრიალებდა. შავად ათოვდა და ათოვდა.
- მოკლეს, მოკლეს, მოკლეს! - კიოდა ქალი.
ქალს საოცარი თვალები ჰქონდა: შავი და ქარვისფერი, ქარში მზერით. ამ ორი ფერით ვერ აღვწერ მის თვალებს. მისი თვალები იყო სამყარო, მქმნელი მშვენიერება, მაგრამ ასეთ მომენტში როცა, გვერდით გდია კაცი სისხლში, არავინ უყურებს ცრემლიან თვალებს, თუნდაც საოცარს. მითუმეტეს რომ, მოგროვდა ხალხი და ვიღაც ფორმიანმა ათრთოლებული, ტირილად ქცეული ქალი მანქანში ჩასვა.
და გაზეთის თხელ ფურცელზე, შავ ფონზე თეთრი ასოებით: "საზარელი მკვლელობა თბილისში, ცოლის წინ მოკლეს ქმარი."
და არც ერთი სიტყვა არ ეწერა თვალებზე.
მას მერე არ შემხვედრია ის ქალი, მაგრამ მისი თვალები მაწერინებს იმ დღეს, როგორც მოთხრობას.
ძნელია უყურო ქალს თვალებში, როცა ტანი არანაკლებ მიმზიდველი აქვს.
მაგრამ მისი თვალები... ისინი გამოხატავდნენ შიშს, ტკივილს... ამავდროს მისი მზერა იყო საოცრად ძლიერი და მზად მყოფი, ცხოვრებასთან ურთიერთობისათვის. მისი ძლიერება დამეხმარა მე, დამეძლია საკუთარი სისუსტე.
დღეები მებნევიან, როგორც ფურცლები. ზოგი ცარიელია კიდეც. და მეც ვცდილობ შევავსო ისინი მშვენიერებით.
|
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფო ახალ სკოლაში გადავიდა. უამრავი რამ მოხდა ამ სამ წელიწადში, ბევრიც კარგი და ბევრიც ცუდი. ახალი მეგობრები, ახალი თაყვანისმცემლები და ბევრი სხვა, რაც ახალ სკოლას უკავშირდება. ახლა სოფო 15 წლისაა, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებითა და მწვანე თვალებით. ცოტა არაორდინარული გოგოა, ცდილობს ერთფეროვანი არ იყოს და სხვებისგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეს, რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სამი წლის წინ, როცა სკოლა შეიცვალა, ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას შეცვლიდა. მართლაც ასე მოხდა, ძველადაც არ გამოირჩეოდა სიმორცხვითა და დამჯერობით, მაგრამ ახალ სკოლაში მის ასეთ ხასიათს სრული გასაქანი მიეცა და მისი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესოთი შეიცვალა. სკოლაში როცა გადავიდა, ერთ უფროსკლასელ ბიჭს დაუახლოვდა, რომელიც მისი უბნელი იყო, მაგრამ ადრე რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა. გადიოდა დრო. სოფოს ხან ვიღაც უყვარდებოდა, ხან ეზიზღებოდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა და დრომ თავისებურად დაიწყო გაფრენა, სანამ ერთ დღეს ჩვენმა გმირმა საშინელი ამბავი არ შეიტყო. ზაფხული იყო. სოფო ოჯახით დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როცა შემზარავი რამ აუწყეს. მისი მამა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო და მივლინებით საზღვარგარეთ წასულიყო. ტელეფონის ზარმა სოფოს აუწყა, რომ მოულოდნელად მამა გარდაცვლილიყო, გარდაცვალების მიზეზები კი დგინდებოდა. ეს უმძიმესი ტრამვა იყო მისთვის. მამას ჩამოსვენებას და დაკრძალვას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდა. ეს დღეები თითქოს საუკუნედ გადაიქცა მისთვის. ამ პერიოდში არავის დანახვა არ სურდა. ოთახში მარტო ჩაკეტილიყო, მამის სურათი ჩაეხუტებინა და ცხარე ცრემლით ტიროდა, არც რამეს ჭამდა და სვამდა. ღამესაც ტირილში ათევდა. გარშემო უკვე აღარაფერი აინტერესებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და მის ტკივილს იზიარებდა, ბექა იყო. ერთი წუთით არ დაუტოვებია სოფო მარტო. ამ სიტუაციამ კი მათი მეგობრობა უფრო გაამყარა. გავიდა დრო, მძიმე წუთებმა გაიარა, ცხოვრებამ ჩვეული დინებით იწყო სვლა, სოფოც აგრძელებდა ცხოვრებას დიდ ტკივილთან ერთად, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ერქვა. ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ცა მოქუფრულიყო, თითქოს საწვიმრად ემზადებაო. თბილისურად ციოდა. ირგვლივ ხეებზე ზამთრის ქარებს გადარჩენილი ერთი-ორი გამხმარი ფოთოლი ფარფატებდა. სოფო და ბექა სკოლიდან სახლში წასვლას აპირებდნენ. პარასკევი იყო. მეორე დღისათვის სამეცადინო არ ჰქონდათ, თანაც მთელი კვირის დაღლილებს დასვენება სჭირდებოდათ, ჰოდა გადაწყვიტეს სადმე გაევლოთ. ბექა უფროსი ძმასავით ზრუნავდა სოფოზე და წუთით მარტო არ ტოვებდა. ყველანაირად ცდილობდა მის გამხიარულებას, ხასიათის გამოკეთებას. სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში გაიარეს. სკვერში მშობლები პატარებს ასეირნებდნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ იქით-აქეთ, ხან მტრედებს გაეკიდებოდნენ, ხანაც-ერთმანეთს. სოფოს ბავშვობა გაახსენდა, როცა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო და მამა ასეირნებდა ამ პარკში. კარგად ახსოვდა, რომ დაიღლებოდა, მამიკო კისერზე შემოისვამდა ხოლმე და ისე დაყავდა. მადლობის ნიშნად კი სოფიკო აკოცებდა. სოფოს სევდა მოეძალა, წარსულის მოგონებებმა გაიტაცეს მისი ფიქრები. თვალებზე ცრემლი მოადგა. მეგობრის ესეთი განცდები უყურადღებოდ არ დარჩენია ბექას. როდესაც მან სოფოს თვალებზე ცრემლი დაინახა, გოგონას მაგრად ჩაეხუტა. -კაი, ნუ ტირიხარ, დაწყნარდი, ყველაფერი კარგადDიქნება! ბექამ მოახერხა, სოფოს გამოყვანა წარსულიდან და გაამხიარულა კიდეც. სახლისკენ წასვლას აპირებდნენ, როცა ნაცნობები ნახეს, ცოტახანი ილაპარაკეს და შინისაკენ გზას გაუყვნენ. უკვე სახლში მიდიოდნენ, სოფომ შენიშნა, რომ ბექა სახეზე ერთიანად გაწითლებულიყო და ცახცახებდა, თითქოს სუნთქვაც უჭირდა, მოულოდნელად კი წაიქცა. სოფო, ამხელა ტრამვაგამოვლილი, მეორეჯერ საყვარელი ადამინის დაკარგვას ვეღარ გაუძლებდა. საიდანღაც, ძალიან შორიდან, ჩელენტანოს სიმღერა ისმოდა, დერეფანში თეთრხალათიანები ირეოდნენ, ბოლოში კი ფორთოხლისფერქუდიანი გოგონა იჯდა და ტიროდა. ჩვეულებრივად ეცვა, როგორც ნებისმიერ ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერს სჩვევია, ქურთუკი,ჯინსები და კეტები. იჯდა და ტიროდა. მოულოდნელად იგი სკამიდან წამოხტა და ერთ-ერთი პალატიდან გამოსულ ექიმთან მივარდა. -რა სჭირს ექიმო, მითხარით, მითხარით გთხოვთ არაფერი დამიმალოთ!-ამბობდა სოფო და თან ცრემლებად იღვრებოდა. -დაწყნარდი, საშიში ჯერ არაფერია, შენ ვინ ხარ? -მე, . . . მე ბექას მეგობარი ვარ, სოფო მქვია, რა სჭირს, ძალიან გთხოვთ.... -წამო, აქეთ დავილაპარაკოთ. მაღალი, უხეში გამოხედვის შავგვრემანი ვულგარულად თანაც მდიდრულად გამოწყობილი ექიმი, რომელსაც მგონი მთელი ბეჭდები რაც კი ჰქონდა ხელზე აესხა, სოფოს კაბინეტისკენ გაუძღვა. როცა კაბინეტში შევიდნენ, ექიმმა სოფოს სკამი შესთავაზა. სევდიანი სანახავი იყო თხუთმეტი-თექვსმეტი წლის გოგონა, თვალები ტირილისგან დასიებოდა, თმები ასწეწოდა და მხრებში მოხრილიყო. წუთიერი სიჩუმე ექიმის მობილურის ზარმა დაარღვია. ისევ ჩელენტანო. . . ექიმმა ზარს ჩუმად უპასუხა და სოფოსკენ შეტრიალდა. რატომღაც ამ ქალბატონს ძალიან ცივი გამოხედვა ჰქონდა, სოფოს მისი მზერა აშკარად არ სიამოვნებდა და თვალს არიდებდა. -მაშ ასეე, ესე იგი შენი მეგობარია, არა??? -დიახ, ასეა -თუ შენი მეგობარია, არ იცი რომ აკრძალული პრეპარატებით სარგებლობს??? სოფოს სახეზე ფერი წაუვიდა. . . მოხდა ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდა, ნუთუ ბექა, მისი საყვარელი მეგობარი, ნარკომანი იყო?! სოფო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა -თქვენ, თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . -დიახ, თქვენი მეგობარი ნარკოტიკების მომხმარებელია, ცუდად იმიტომ გახდა, რომ ეგრეთ წოდებული `ლომკა~ ჰქონდა. გაიგეთ, პატარა ქალბატონო??? სოფო ადგილიდან ვეღარ ინძრეოდა. ექიმის დამცინავი ტონისთვის კი აღარ მიუქცევია ყურადღება. უკვე ღამის პირველი საათი იყო, როცა სოფოს დედა გაახსენდა. როგორ ინერვიულებდა ამ ხნის მანძილზე. მობილური ამოიღო და დარეკა. დედამ დაამშვიდა, უკვე ყველაფერი ვიცი, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნებაო. ბექას პალატიდან ექთანი გამოვიდა და სოფოს იქ შესვლის ნება დართო. როცა სოფო პალატაში შევიდა, საწოლზე მწოლიარე ბექა დაინახა, რომელსაც წვეთოვანი ედგა. ბექა ჩვეულებისამებრ უღიმოდა მეგობარს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სოფოს თითქოს რაღაცა ძალა აჩერებდა, რომ საყვარელ მეგობარს არ მივარდნოდა და ჩახუტებოდა. გაშტერებული იდგა ერთ ადგილას. ხელში ქურთუკი ეჭირა, მწვანე მაისური ეცვა, სწორედ ის, მამამ რომ ბოლოს ჩამოუტანა და ბექას რომ ძალიან მოსწონდა. ფორთოხლისფერი ქუდი ძალიან უხდებოდა. მის ისედაც მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა. სოფო საკუთარ გონებაში იმ უჩვეულო ძალის სახელს ეძებდა, რომელიც მას აჩერებდა და ბოლოს იპოვა კიდეც. ეს შიში იყო, რომელიც გოგონას გასაქანს არ აძლევდა, შიში რომელსაც საყვარელი ადამიანი ერქვა. ბექა გაკვირვებული უყურებდა გოგონას, რომელიც მის წინ იდგა, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა. ბექა გრძნობდა, რომ სოფოს გულში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რა იყო ეს რაღაც. სოფო ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა, დაუკვირდა . . . ისევ ჩელენტანო იყო. ბექას გაბრაზებული გამოხედვით შეხედა და იღრიალა: -რატომ, რატომ არ მითხარი, რატოო? ნუთუ ასე ძნელი იყო ამის თქმა?! ბექა უეცრად გაშრა. ამას აშკარად არ მოელოდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რომ დამალვას და თავის მართლებას აზრი აღარ ჰქონდა, ძალა მოიკრიბა და სოფოს ჰკითხა? -საიდან გაიგე? -ექიმმა მითხრა . . . - . . . -ხვდები, რომ თავს იკლავ? რაში გჭირდება, რატომ? რატომ? -ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არ გამომივიდა. . . -რამდენი ხანია რაც. . . ცრემლებმა სძლია სოფოს -ნუ ტირიხარ, დაწყნარდი. უკვე ორი წელია, მეგობრებმა გამასინჯეს, და მერე . . . -და მერე შენც აყევი, არა?! განსხვავებული მეგონე, შენ კიდევ ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი ყოფილხარ, რომელსაც ნარკოტიკები ცხოვრების აზრად აქვს ქცეული. -ასე არაა. . . -თავს იკლავ, ბექა რა გჭირს, რატომ? -გპირდები, გპირდები რომ აღარ გავეკარები. -ეს ცარიელი სიტყვებია! -ვნახოთ! გავიდა ერთი, ორი, სამი თვე. ცხოვრება გაგრძელდა. ბექა დანაპირებს ასრულებდა, მხოლოდ თვეში რამოდენიმეჯერ თუ წასძლევდა, ხოლმე მავნე ჩვევის ლტოლვა და იმასაც მსუბუქი ნარკოტიკით იკმაყოფილებდა. ორი-სამი თვის მერე კი საერთოდ განიკურნა. ეს სოფოს დამსახურება იყო. ახლა ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. სოფოს სკოლაში ვიღაც მოსწონდა, ბექა კი ცდილობდა, მათვის ისეთი სიტუაციები შეექმნა, რომ ერთმანეთს უეცრად შეხვედრილიყვნენ. მოკლედ, მეგობრულად ეხმარებოდა მეგობარს. გავიდა დრო. . ., ბექა უკვე სკოლას ამთავრებდა, მთელ დღეებს მეცადინეობაში ატარებდა. სოფოც ეხმარებოდა. ერთ დღეს როცა ისინი მათემატიკიდან ბრუნდებოდნენ . . -სოოოფ, რაღაცას გეტყვი . . . ოღონდ არ მეჩხუბო კაი? -რა იყო, რატომ მაშინებ? ? ? -შემპირდი, რომ არ გაბრაზდები. -გპირდები, მითხარი, რა გინდა? -სოოოფ, გუშინ ვეღარ მოვითმინე . . ., თან სახლში რამდენიმე ცალი ტაბლეტი კიდევ აღმოვაჩინე და . . . -ხო, შემპირდი, შემპირდი, რომ აღარ გავეკარებიო! -კი, მაგრამ ძალიან ვნერვიულიბდი და წამძლია სულმა, ვეღარ მოვითმინე, აღარ შემეძლო . . . მაპატიე რა გთხოვ . . . -კარგი, გაპატიებ, მაგრამ უკანასკნელად, ის ტაბლეტები გადაყარე, გამოცდებზე არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩააბარებ. -ალბათ ხო, შენ იცი ვინ ხარ? -ვინ? -ჩემი პატარა, პატარა ჭკვიანი ანგელოზი დაიკო. -შენ ჩემი დიდი გაუგონარი ძამიკო . . . ბექამ სოფო სახლამდე მიაცილა და შინ წავიდა. მეორე დილით სოფო მუსიკის ხმამ გააღვიძა, ჩელენტანო იყო . . . მოულოდნელად ოთახში დედა შემოვიდა, თვალები აცრემლებული ჰქონდა, ხელში ტელეფონი ეჭირა. -რა მოხდა, დედა, რატომ ტირიხარ? ? ? -ბექა, ბექა, . . . -რა სჭირს ბექას? ფერი წაუვიდა სოფოს. -ნახევარი საათის წინ ნარკოტიკის გადამეტებული დოზის გამო . . .
|
-სალი როგორ მოგეწონა სკოლა? -დეეე, სკოლა კარგია მაგრამ ზოგი ტიროდა, ზოგიც წუწუნებდა და რატომ? -ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეულები არ არიან..კაი ეხლა წამოდი ჭამე! -ეხლავე მოვალ დედიკო ხელს დავიბან.. *** სალომე თანდათან იზრდებოდა, გადადიოდა კლასიდან-კლასში.იგი ყოველთვის მომზადებული და ლამაზი გოგონა იყო.. ის ხვდებოდა, რომ ბუნებამ საუცხოო სილამაზით დაასაჩუქრა... *** აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო... -რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:) -მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული? -აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? -"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ! - ბიჭო შენი შეყვარებული სადაა? -ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა... *** დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ! *** -დედა მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი? -დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ? -არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო.. -არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა! -დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს... -კაი სალო, მაგრამ ქოლგა მაინც წაიღე!! -დეეე! -ხო კაი, კაი მოდი გაკოცო... -მალე მოვალ... სალომე ნაზად და ფიქრებში გახვეული მიაბიჯებდა თითოეულ ნაბიჯს...იგი სველდებოდა, უსველდებოდა, უსველდებოდა ნაზი თმები, რომლებიც მის ლამაზ სახეს ეალერსებოდნენ... მიდიოდა და ჩერდებოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, რადგან მის წინ დაინახა ადამიანი, რომელმაც გული აუჩქარა და გრძნობებში ჩაახედა... -უკაცრავად...-სალომემ მხოლოდ ეს თქვა და თავი ჩაღუნა... -არაფერია! ცუდათ ხომ არ ხართ? -არა...იცით ცოტა შემაშინეთ... -ასეთი საშინელი ვარ? ბოდიში, თქვენი სახელი? -ჩემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, სხვა დროს გავიცნოთ ერთმანეთი...იცით მე მეჩქარება და...აი ეს დანა სამახსოვროდ დაიტოვე ჩემგან, ეხლა კი უნდა წავიდე... -მადლობთ! იმედია კიდე შევხვდებით, დროებით!! *** -ბიჭო რა გჭირს ტოო...ვეღარ გცნობ.. რა იყო სიყვარულმა დავიჯერო ასე დაგადებილა? -გიო გამანებე თავი რაა!! ეხლა შენი ნერვები არ მაქვს არ მინდა! არ მინდა ნათიაზე ლაპარაკი... -რა? მოიცა, მოიცა, შენ და ნათია ხომ არ დაშორდით ჰა? -არა სულელი ხომ არ ხარ... -ახლა მისმინე, ნათია გიყვარს? -შემეშვი რააა... -არა, არა მართლაა -ხო კაი... აბა როგორ გითხრა? მასთან უკვე 2 წელია ვარ და ვერ მივატოვებ... -სხვა შეგიყვარდა? -იცი გუშინ წვიმაში გარეთ გავედი და ვიღაც გოგო სეირნობდა, ცოტა შევაშინე, ალბათ რაღაცაზე ფიქრობდა... გრძელი და წვიმისგან დასველებული თმა, ნაზი და ნაცნობი ხმა ჰქონდა... -ვიღაცას სიყვარულის ისარი მოხვდა გულშიიი... სახეზე როგორი იყო? -არ ვიცი არ დამინახავს.. -ახლა რა უნდა ქნა? -არაფერი.. -იმ გოგოს არ დაუწყებ ძებნას? არ გაინტერესებს ვინ იყო? -კი, მაგრამ... სად ვეძებო.. რა სისულელეა.. კაი აბა მაგრად.. -მაგრად ძმაა და გრძნობებში გაერკვიე... აბა შენ იცი.. *** ნატ როგორ ხარ გოგო? რატომ არ დამირეკე გუშინ? -რავიცი... -რა გჭირს? -არაფერი -ცუდათ ხარ? -არა უბრალოდ ცოტა მოვიწყინე -რატომ? -აუ, სალო არ ვიცი რა ხდება... იკა შეიცვალა....უკვე სამი დღეა რაც ვეღარ ვცნობ. გთხოვ გამიგე რა ხდება... ხომ იცი როგორ მიყვარს... :(:(:( -კაი, შევეცდები გაგიგო... -გიოს დაელაპარაე რა... იქნება იმან იცოდეს რა დაემართა იკას :( -როდის დაველაპარაკო? -თუნდაც ახლა... -კაი, მაშინ ახლა მე წავედი გიოსთან და შევეცდები გავიგო რა ხდება... -კაი..:( მადლობ სალო... -რისი მადლობ მეგობრები რისთვის ვართ... წავედიი პაკა... -პაკა :( ...................... -ვინ არის? -გიო მე ვარ სალომე.... -ააა... ხო, ხო შემოდი სალო... ჩემთან რამ მოგიყვანა? -ბიჭო იკას რა სჭირს? ნათიამ მითხრა სამი დღეა ვეღარ ვცნობო.. -სამი დღეე? ა ხო. ისე მეც შევამჩნიე რაღაცა, მაგრამ ვერ გეტყვი... -კაი რააა.. რატომ ვერ მეტყვი? -განა არ ვიცოდი, რომ შენ და ნათია დაქალები ხართ... წახვალ და ყველაფერს მოუყვები... -გიო ჩვენ დაქალები არ ვართ და ეს შენც კარგათ იცი... -ხო კაი კაი.. იცოდე ნათიას არ უთხრა თორემ დამკარგავ... -ჩუმად ვარ! -რამე არ გინდა? კოკა ან წყალი ან რავიცი რამე არ გინდა? -წყალი მომიტანე ოღონდ ცივი!! -ოკ.. დამელოდე მოვალ... აი გამომართვი.. -მადლობ:) -გოგო მემგონი ირაკლის ნათია აღარ უყვარს... -სხვა შეუყვარდა? -არ ვიცი. მეც არაფერს მეუბნება! -აუ რა ცუდია. ნათიამ ეს რომ გაიგოს გაგიჟდება. ალბათ თავს მოიკლავს... -ხოდა შენც არაფერი უთხრა, ვერაფერსაც ვერ გაიგებს და თავსაც აღარ მოიკლავს... -იკას ვინ შეუყვარდა ხომ ვერ მეტყვი? -აი მაგას უკვე ვეღარ გეტყვი, არ მკითხო რატომ, რატომ არ მკითხო? იმიტომ რომ ვერ გეტყვი, რატომ ვერ გეტყვი? უბრალოდ ეს მისი პირადულია... *** იმ დღის შემდეგ, რაც ირაკლი იმ გოგონას შეხვდა საკუთარ თავში ჩაიკეტა და მარტოსული გახდა.. დაეძებდა იდუმალ გოგონას, რომელზეც არაფერი იცოდა, გარდა იმისა რომ, ის გახდა მისი ცხოვრების აზრი.. სალომ ირაკლის გულში დიდი ადგილი დაიკავა.. იგივეს განიცდიდა სალომეც...ორივე იტანჯებოდა და ფარული სიყვარულით! *** ნათიას ყურამდე მიაღწია იმ ამბავმა, რომ ირაკლის იგი აღარ უყვარდა. ნათია კი იტანჯებოდა... შავი ღამეები თეთრად ექცა, მას ეგონა, რომ არასდოს არავინ შეუყვარდებოდა... *** გავიდა რამდენიმე თვე და დადგა ის დღე, როდესაც ირაკლი და მისი მეგობრები ამთავრებდნენ სკოლას... ამ დროს ნათია და ირაკლი დაშორებულები იყვნენ. ისინი ყოველგვარი ჩხუბის და ახსნა-განმარტების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი ხვდებოდნენ, რომ მათ სიყვარულს მომავალი არ ქონდა... ნათია საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, გიორგიმ იურიდიულზე ჩააბარა.. ირაკლიმ და სალომემ კი უცხოენებზე ჩააბარეს. ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ იცოდნენ.. *** -ირაკლი? -ვაა.. სალო აქ რა გინდა? -მე აქ ჩავაბარე... -მეც! როგორ ხარ? :) -კარგად შენ? -ვარ რაა... -რატომ მასე მოწყენილად? ამ კითხვის მერე ირაკლი დაფიქრდა თუ რა ეპასუხა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მოწყენილობის მიზეზი არ გაემხილა... -ირაკლიი რაზე ჩაფიქრდი? -არა ისე უბრალოდ... შეყვარებული ხომ არ გაიჩინე? -არაა.. და შენ რას შვრები მაგ საკითხთან დაკავშირებით? -მოდი თემა შევცვალოთ.. ალბათ იცი რომ ზეგ გიორგის დაბადების დღეა, არ იქნები? -კი ვიქნები... -ვისთან ერთად მიდიხარ? ნათია ხომ საზღვარგარეთ წავიდა -ხო ვიცი.. ალბათ მარტო მოვალ -გინდა მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ -კარგი.. ეგრე იყოს.. *** -გიო გილოცავ! -მადლობ სალო:) იკა სადაა?:) -დაბლაა, მანქანას დააყენებს და ამოვა... .................... -იკა,რატომ ხარ მოწყენილი? იციი,მინდა გავიგო რა იმალება შენში, ძალიან შეიცვალე, ვეღარავინ ვეღარ გცნობს.. რა ხდება? -ღამე იყო, წვიმდა, გავედი გარეთ, სეირნობის დროს შევხვდი გოგონას, რომელიც ცოტა შევაშინე. იგი ჩაფიქრებული მიდიოდა, ისევე როგორც მე.. მას გაშლილი თმები წვიმისგან სველი თმა ჰქონდა... ნაზი და ნაცნობი... იმის მერე მას ვეძებ. ისიც კი არ ვიცი რა ქვია, საიდან არის ან... მოკლედ არაფერი ვიცი მის შესახებ, ერთი ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდა... სალომე დაიბნა, შიშმა აიტანა და თვალები აუცრემლიანდა, მან შეშინებული ხმით იკითხა: -ეგ როდის მოხდა? -ზუსრად ერთი წლის წინ, როცა გიოს დაბადების დღე იყო და მე არ წავედი სალომე ატირდა... გიომ და იკამ მეორე ოთახში გაიყვანეს და ცდილობდნენ გაეგოთ რა დაემართა მას... -სალომე რა გჭირს? რატომ ტირიხარ? რამე გეწყინა? -არ ეშვებოდა გიორგი... -გიო მოდი მარტო დავტოვოთ და როცა უკეთ გახდება მერე გვეტყვის ყველაფერს... -არა! ირაკლი შენ დარჩიი... გიორგი მიხვდა ყველაფერს და თქვა: - კაი,მე გავედი ალბათ ბევრი სალაპარაკო გაქვთ... -სალომე რა დაგემართა ახლაც არ მეტყვი? - ის... ის... გოგონა მე... მე ვიყავი იმ ღამით... - რააააააა? ირაკლი წამოხტა და გაოგნებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა.. სალომე კი ტიროდა... -წამოდი დაბლა ჩავიდეთ და პარკში ვილაპარაკოთ... ......................... სალო მე არ ვიცი რა გითხრა, უბრალოდ მიყვარხარ და იმ ღამის მერე დაგეძებ... -იმ ღამის მერე მოსვენება დავკარგე, სულ შენზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი რა მექნა,მხოლოდ შენი პოვნა და შენთან ყოფნა მინდოდა -აი რამ შეგვცვალა ორივე... -თავს დამნაშავედ ვგრძნობ... -რატომ? ჩვენ ხომ ერთმანეთი ვიპოვეთ... -კიი, მაგრამ ნატას ხომ ჩემს გამო დაშორდი, იგი ჩვენი გულისთვის დაიტანჯა:( -შენ არაფერ შუაში ხარ! იგი უფრო დაიტანჯებოდა მე რომ მასთან დავრჩენილიყავი უსიყვარულოდ... -არ ვიცი... ირაკლიმ სალომე მიიზიდა თავისკენ, ტუჩები შეახო მის ნაზ ტუჩებს, რომლებიც კრთოდნენ.... -სალომე მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ იკა! ამ დროს იქვე ბიჭები ჩხუბობდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ. ერთმა იარაღის ლულას გამოკრა თითი. მან უმისამართოდ გაისროლა, მაგრამ ერთი ტყვია საბედისწერო აღმოჩნდა სალომესათვის. სალომე უგონოდ დაეცა დაბლა. ეს ყველაფერი ისეთი წამიერი იყო, რომ ირაკლი გონს კიდევერ მოსულიყო, მაგრამ მან ყველაფერი გააცნობიერა, ამოიღო სალომეს ნაჩუქარი დანა,სალომე ჩაიკრა გულში და ყურში ჩასჩურჩულა: -აქ დაგვაშორეს, მაგრამ მეც მალე მოვალ შენთან და სულ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ... ამ სიტყვების შემდეგ სალომეს ჯერ კიდევ თბილ ტუჩებს აკოცა და თავისივე ხელით დაირტყა დანა გულში.... ასეთი წამიერი იყო მათი სიყვარული...
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|