პარ, 25-იანვ-17, 01.05
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » მაისი » 29

 

 
 
 
 * * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..

* * *
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

* * *
მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..

* * *
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

* * *
ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...

* * *
უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ..


* * *
მინდა ვიყო პატარა ცრემლი
რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო,
და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული,
მეც შენთან ერთად გავიზიარო..

* * *
მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.

* * *
ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..

* * *
შენ რომ კლდოვან ნაპირზე გინდოდა ყოფნა,
მე მაშინ ოცნების ტალღები მრიყავდა კლდესთან,
სწორედ იმ კლდესთან, რომელზეც თურმე შენ ოცნებობდი..

* * *
ოცნება ხარ ოცნებათა შორის,
ლამაზი ხარ ლამაზთა შორის,
ჭკვიანი ხარ ჭკვიანთა შორის,
იცი? მიყვარხარ სხვათაშორის.

* * *
ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..

* * *
ფურცლის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა,
გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა.
გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა,
მოგონებები ჩურჩულებდნენ - ელოდე, მოვა..

* * *
თუ ტკივილი ხარ, მაშინ რატომ მიხარია შენი დანახვა?
თუ რწმენა ხარ, მაშინ რატომ არ მჯერა შენი?
თუ სიხარული ხარ, მაშინ რა უნდა ჩემთან დარდს?
ძნელია სიცარიელის ამოვსება,
ნუ მტკენ გულს, რადგან მერე შენ უფრო გეტკინება,
დაიმახსოვრე! შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი
და ნურასოდეს იბატონებ სხვაზე...

* * *
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?

* * *
ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი

* * *
შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უსასრულოდ დაგელოდები...

* * *
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო ნავსადგურო,
სულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვა, ოკეანე უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგამძვრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო სიცოცხლეო დიდხანს იცოცხლეო,
უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლეო?
| ნანახია : 1802 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
საბედისწერო ხუმრობა


თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ერთი მეოცნებე გოგონა - ნია, რომელიც სამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში ხედავდა. ნია საოცრად კეთილი, ნაზი და ჰუმანური ადამიანი იყო, რის გამოც იგი ყველას უყვარდა და არც თაყვანისმცემლები აკლდა მის ნატიფ სულსა და სხეულს, მაგრამ ნიასთვის რეზოს გარდა ამქვეყნად არავინ არსებობდა.
რეზო სკოლას ამთავრებდა. იგი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ ამაყი. ნიას არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მას სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი მოსწონდა.
ერთხელ, აპრილის პირველ დილას რეზომ ნიას გაკვეთილზე მიაკითხა. კლასიდან გამოსული გოგონა დაბნეული იყო, თუმცა ცდილობდა გრძნობა დაემალა. ნია და რეზო გრძელ დერეფანს გაუყვნენ და სკოლის ხიდზე გადავიდნენ. ნიას გული გამალებით უცემდა და არ იცოდა როგორ დაარღვევდა უხერხულ სიჩუმეს. ამ დროს ხელზე ხელის შეხება იგრძნო, გამოერკვა, რეზოსკენ მიბრუნდა, ძალა მოიკრიბა და...
- რა, რა მოხდა რეზო?
- ნია იცი?!...თქვა მან და ქურთუკიდან ლურჯი იების თაიგული ამოიღო თეთრი დაკეცილი ბარათით. - დიდი ხანია მინდოდა მეთქვა , რომ...
ნია გამოერკვა, სასწრაფოდ ტუჩზე თითი მიაფარა და თვალებში ჩახედა, თვალებში, რომლებშიც სიამაყე ბატონობდა. ოცნებაახდენილმა გოგონამ კი იქ სითბო და სიყვარული დაინახა. სიყვარულით გაბრუებული მიეყრდნო შეყვარებულის მკერდს და ჩაიჩურჩულა:
- მეც რეზო, მეც დიდი ხანია მიყვარხარ!
რეზო შეკრთა ამ სიტყვებზე და საათს დახედა.
- მაპატიე, მეჩქარება, წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.
ნიას მისი სიტყვები აღარ გაუგონია, სიყვარულით გაბრუებული ჩურჩულებდა გულში " გმადლობთ თქვენ უფალო" . რამდენიმე წუთს კიდევ იდგა ასე და უეცრად ზარის ხმამ გამოარკვია, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, რომ გული უჩქარდებოდა და მოცელილივით დაეცა...
როდესაც გონს მოვიდა ექიმის კაბინეტში იწვა და თავს უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე ეხვია. ავადმყოფმა სწრაფად გაიხსენა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი, გაიღიმა, წამოიწია და ნაცნობებში სასურველ ადამიანს დაუწყო ძებნა. რომელიღაც კუთხეში რეზოს ლანდს მოჰკრა თვალი, თავი ძალიან ბედნიერად იგრძნო და ჩაიჩურჩულა: " გმადლობთ ღმერთო, მე ძალიან ბედნიერი ვარ" . მალე წამოდგა და მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა ვინმე გაჰყოლოდა სახლში მაინც მარტო წავიდა. ასეთი მხიარული ნია დიდი ხანია მშობლებს არ ენახათ. ყველაფერს ხალისით აკეთებდა, პატარა გოგოსავით ერთი ოთახიდან მეორეში დარბოდა და ღიღჲნებდა. მხოლოდ ერთი უცნაურობა შეამჩნია დედამ, თითქმის ორი საათი გავიდა სკოლიდან დაბრუნებიდან და ჯერ არცერთი საგანი არ ჰქონდა ნასწავლი. ცოტა ხანში ნიას მშობლები წავიდნენ და ნია მარტო დარჩა სახლში.
ნია ფიქრობდა თავის თავზე, რეზოზე, მომავალზე, რომელიც ჯერ ვერც კი წარმოედგინა როგორი იქნებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია, სასწრაფოდ აიღო და როცა რეზოს ხმა გაიგო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო, არც რეზოს უთქვამს რამე, მაგრამ პირველი მაინც ბიჭმა იმარჯვა და ნიას გასაოცრად ლაპარაკი ბოდიშით დაიწყო.
- ნია ბოდიში უნდა მოგიხადო, გესმის? ბოდიში. ხომ მაპატიებ? მითხარი რომ მაპატიე!
- რას ამბობ რეზო,საპატიებელი არაფერი გაქვს, მე უბრალოდ ეს მეტისმეტი სიხარულით მომივიდა, მე აგაღელვე, მაპატიე კარგი?
- რეზო დაიბნა, მაშ ნიამ ჯერ არაფერი იცის? ე.ი ჯერ არ უნახავს იებში ჩადებული თეთრი ბარათი.
- ნია!
- გისმენ რეზო!
- ნია იები შენ გაქვს?
- იები? წამოიძახა გოგონამ. მის გონებაში მხოლოდ ეხლა ამოტივტივდა ლურჯი იები თეთრი ბარათით, შერცხვა რეზოსი, რომ ასე დაიცვა მისი პირველი საჩუქარი. " ლურჯი იები" ?! მაპატიე მეჩქარება, მე ვიცი სადაც იქნება იები, ვიცი!. წამოიძახა უცებ, სასწრაფოდ ჩაიცვა ქურთუკი, კარი გაიხურა და კიბეზე ფეხისდაუდგმელად ჩარიბინა სამი სართული და რამდენიმე წუთში თავის საკლასო ოთახში იყო, სადაც დარჩენილი ლურჯი იები ელოდა. ნიას პატარა გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. ბოლოს მაგიდაზე ობლად მიგდებულ იებს მოჰკრა თვალი და მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და მისი თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამოვიდა.
როდესაც ცოტა მოღონიერდა წამოდგა, იები აიღო და ნელი ნაბიჯით დატოვა სკოლის კედლები. ქუჩაში გამოსულმა ბარათის გახსნა არ მოინდომა, ნიას უნდოდა წაკითხვა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ბოლოს დასძლია ეს ძალა და ბარათი წაიკითხა: " დგეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" . ნია მაპატიე, მე შენ არასოდეს მყვარხებიხარ, მხოლოდ ვიხუმრე, დღეს ხომ პირველი აპრილია, იმედია გამიგებ.
( რეზო)
ნიას თვალთ დაუბნელდა, თავზარი დაეცა, გული გამალებით უცემდა, ეგონა თითქოს ყველა გამვლელი მას დასცინოდა. ნია კარგა ხანს იდგა გაქვავებული, არ იცოდა საით წასულიყო. არეული ნაბიჯით გაუყვა ვიწრო ქუჩას, რომელიც მეტროსკენ მიდიოდა. იგი ტიროდა, ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით გოგონას პატარა თვალებიდან და ისე იხრჩობოდნენ, რომ ვერც გაეგოთ რა ეწერა იმ პატარა ბარათში, რამაც ასე შეუცვალა ნიას სიხარული, ცხოვრება. ნია კი ვერ ხვდებოდა, რომ დიდი სიცოცხლე არ ეწერა მას და მის იებს. იგი ნელა მიაბიჯებდა და ვერ ხედავდა საყვარელ ადამიანს, რომელიც სკოლის კარებიდან გამოსულ გოგონას ლანდივით აჰყვა. ტელეფონით საუბრის შემდეგ რეზო მიხვდა, რომ ნიას საფრთხე ემუქრებოდა და გულმა მისკენ გაუწია, მისდევდა და უყურებდა, აკვირდებოდა და მისი ცრემლების შემყურე თავისი თავი ეზიზღებოდა. სამაგიეროდ ნიას უყვარდა, რომელიც იმ წუთში ანგელოზს ჰგავდა. ოღონდა ეპატიებინა დანაშაული და ეპატიებინა ის, რაც რამდენიმე წუთის ფიქრიდან ხალხის შემზარავმა ყვირილმა, მანქანის სიგნალმა და ნაცნობმა კვნესამ გამორკვია. განწირულმა ჯერ ხალხის შეშინებული სახეები, ხოლო შემდეგ მანქანის სისხლიანი ნაწილი და მიწაზე უსულოდ მწოლიარე ნია დაინახა. წაწსრაფოდ მასთან მივარდა და მომაკვდავს თავი წამოუწია, ნიამ თვალი გაახილა, გაიღიმა, რეზოს შეხედა და ჩაიჩურჩულა :
- რეზო... მე მაინც... მიყ...ვარ...ხარ...
- მეც მიყვარხარ ნია, მარტლა, ხომ გესმის?მითხარი ხომ გესმის? ჩემო სიცოცხლე ხმა გამეცი გთხოვ! ბავშვივით ატირდა რეზო, მაგრამ ნიას მისი სიტყვები აღარ ესმოდა, მაგრამ ნიას სახეს სამუდამოდ შერჩა ღიმილი, რომელიც რეზომ დიდხანს, დიდხანს კოცნა თავისი ბაგით, მაგრამ ვეღარ გაათბო.
- ნია მაპატიე! ჩაიჩურჩულა რეზომ.
- მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... დაიყვირა სამჯერ, მერე წამოდგა, ორიოდე წამში გაირბინა რამდენიმე მეტრი და პირველსავე მანქანას შეუვარდა ქვეშ...
ორიოდე საათში ამ ადგილას ყველაფერი მოწესრიგდა, ორივე მიცვალებული მოაშორეს იქაურობას და ვერავინ შეამჩნევდა ტრაგედიის კვალს, რომ არა იები, ნიას ლურჯი იები, რომლებიც წითლად შეეღება სისხლს...
| ნანახია : 1115 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
...ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ......
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე. ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო...

ცოტა ხნით ადრე....

გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც არ იცოდა. ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....

-ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები.
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა ფილმიც კარგი იყო. ბიჭებმა ის სახლამდე მიაცილეს. ნიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. გიოს კი უკვე უყვარდა ნია, მაგრამ ამის გამხელის ეშინოდა. პირველი იკას უთხრა ამის შესახებ, მაგობარმა მოთმენა ურჩია.
გავიდა 2 კვირა გიოს დღითი-დღე უფრო უყვარდებოდა ნია, ის ხშირად ნახულობდა მას, ზოგჯერ სწორედ იმ დროს მიდიოდა იკასთან როცა გოგო იქ ეგულებოდა, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა.ნიამ კი უკვე იცოდა... ამაში მისი დაჟინებული მზერაც არწმუნებდა არც თვითონ იყო მის მიმართ გულგრილი და ელოდა როდის გაბედავდა გიო თქმას. ეს მაშინ მოხდა როცა გიო თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ორივე იქ იყო, გიომ როგორც კი გამბედაობა მოიკრიფა ნია ცალკე გაიყვანა, როცა მარტო დარჩნენ გიომ ძლივს წარმოსთქვა: "მე შენ მიყვარხარ ნია" გიოს ეგონა რომ ის გაბრაზდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და უთხრა: "მეც მიყვარხარ" გიო ამ დროს ყველაზე ბედნიერი იყო, მან გოგონა ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. ყველას ახარა ახალი ამბავი. თითოეულმა იქ მყოფმა მიულოცა და ულევი ბედნიერება უსურვა. მათი ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული დაიწყო. ორივე ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ყოველთვის ერთად იყვნენ უერთმანეთოდ ვერც ერთ წუთს ვერ ძლებდნენ , გიო ნიასთვის ყველაფერს აკეთებდა, საკმარისი იყო გოგონას რამე ენატრა და გიო მაშინვე გააჩენდა. ყველა შეჰნატრობდა მათ სიყვარულს, ჩხუბითაც კი იშვიათად ჩხუბობდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ალბათ ასეთი სიყვარული მხლოდ ზღაპრებში თუ არსებობს, მაგრამ ბედნიერებასაც თავისი დასასრული აქვს. დიდ ბედნიერებასაც ყოველთვის დიდი უბედურება მოსდევს...
ერთხელ მძინარე ნიას შორიდან ჩაესმა დედის ნათქვამი:" ნია გაიღვიძე, გიო მძიმედა დაჭრილი, ეხლა დარეკა იკამ" გოგონას თავი სიზმარში ეგონა, მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, ისიც კი არ ახსოვდა როგორ მიახწია საავადმყოფომდე, ყველა მათი მეგობარი უკვე იქ იყო. ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ, ნია დღე და ღამ იქ იყო. გიომ მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა, რამდენჯერმე მოეგო გონს და მხოლოდ ნიას კითხულობდა. გოგონა განადგურებული იყო, ის მაინც იმედს იტოვებდა, რომ გიო გადარჩებოდა, მაგრამ... ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა. გიოს სიკვდილის შემდეგ, ისიც ცოცხლად დაიმარხა, მას უკვე არაფერი აინტერესებდა, მთელი დღე იჯდა და გიოს სურათებს შესცქეროდა, ყოველ წუთს იხსენებდა როცა ის ცოცხალი იყო.
–დედმისმა უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ხედავდა რომ შვილი ხელიდან ეცლებოდა მაგრამ ვერაფრით შველოდა. მისი მარტო დატოვება უკვე ეშინოდა. აი ეხლა ამ წვიმიან დღეს ნია გიოზე ფიქრობს, მან უკვე იცის რა უნდა ქნას. ადგა, ფურცელზე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა დაწერა: " მაპატიე დეე, მე გიოსთან მივდივარ" და...
იმედია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ბედნიერნი..
 
| ნანახია : 933 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
მღვდლის აღსარება


იქნებ შემიყვარო ?!
-არა!
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.
ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა,რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი.მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა,ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი.
-იქნებ შემიყვარო?
-არა! ვუპასუხე მე.
ის ნელა წამოდგა,თვალებში შემომხედა,მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა,მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. ...შემეშინდა ...შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა,მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული.
...მაგარამ სეძლო...ჩაამეხუტა ...მერე კი ჩქარი ნაბიჯებიტ ქუჩისკენ წავიდა ,უკან გავყევი,გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი,მაგარამ არ მჯეროდა,საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა...
ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა ,მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი,თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა,შემობრუნდა,ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა ,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ,მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:"მიყვარხარ"!
ვგრძნობდი რომ ეშინოდა,მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული,ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა ,იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო,ვერ ვტოკდებოდი,ადგილზე ვიყავი გაყინული,მინდოდდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი,აღარაფერი შემეძლო,უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა,ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო,დალოდების გარდა ...ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა,უცებ გაქრა,რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე.
მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა,ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი...
ახლოს მივედი,ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე ,მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა,მაგრამ იქ ხალხი იყო,არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა.ის კი მიმეორებდა:-მიყვარხარ,მიყვარხარო,
მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი ,მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა:-"მეც მიყვარხარ".
...მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა,ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა ,მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა.ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა,იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო,თბილი დიდი სიყვარულისგან...
ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული,ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თიტქოს ნაზად მოგეალერსაო,ისეთი სითბო ვიგრძენი...მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე.ხალხი ირეოდა,მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა,ტიროდა მანამდე სანამ მიწასმიებარებოდა,ყველას უკვირდა,ასეთი საოცრება არავის ენახა.მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი...არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა,მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე,ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა ...თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები...
იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ,მისი სულისთვის,მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი,ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ,ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ.ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე.
მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია,ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!...მაპატიე...
| ნანახია : 1014 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა
რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა
რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს
რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს
რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება
რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ
რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს?
რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება
რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა
რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზე და დღესაც გხედავ
რომ ჩემი ორი საყვარელი შენი თვალი კვლავ მენატრება
რომ მათი მზერა მწველი იყო ყოველთვის ჩემთვის
რომ მხიარული შევეცდები რომ მოგეჩვენო
რომ ბედნიერი მაინც დავრჩი, შენ კი არ გერჩი
რომ სიყვარული მე ვიცოდი მარადიული
რომ ამ გრძნობისთვის, დამიჯერე, შენ მაინც ღირდი
რომ დაფასება ვერ შეძელი და ახლა იცი
რომ დაკარგულის შეფასება ყოფილა ძვირი
რომ თუ სიკვდილი გამიტაცებს ესოდენ მწირი
რომ უკვდავებას მივაბარებ მე ჩემს სიყვარულს
რომ ის შეგხვდება როცა მარტო დარჩები შენში
რომ მას მიენდე ცხოვრებაში, თუნდ კიდევ შიშით
რომ ის გადმოგცემს ჩემს სიყვარულს და დამშვიდდები
რომ შენ შეიგრძნობ სუნთქვას ჩემსას, შორეულს, დაღლილს
რომ ამ სუნთქვაში შენი, ჩემი ყველა ერთია
რომ შენ იქნები ბედნიერი, მე შევსვამ ჭიქას
რომ ანგელოზად გადვიქცევი და შენს მფარველად
რომ მარტოობამ გაგრძნობინოს, რომ შენთან მეც ვარ
რომ სიცოცხლეში მიტოვებულ პატარა გოგოს
რომ ანგელოზად გადაქცევა დაჰბედებია . . . .
| ნანახია : 1705 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
 
 
ცხოვრება ??? რა არის ცხოვრება???
ცხოვრება ტანჯვა და წამებაა... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი!!!... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს... ზოგი იმაზე ოცნებობს რომ ცოტა ბედი ჰქონდეს, ზოგიც იმაზე რომ ყველა ის ადამიანი ვინც უყვარს ბედნიერი იყოს... მაგრამ იცოდეთ რომ ბედნიერება წამიერია და სწორედ მაშინ გტოვებს როცა ყველაზე ძალიან გჭირდება. ბედნიერი რო ხარ ამ ბედნიერებას არ აფასებ მერე კი როცა შარშანდელი თოვლივით გაქრება მასზე გამუდმებით ფიქრობბ... ძააან გენატრება ის დრო და არ იცი როგორ დაიბრუნო. როცა ბედნიერი ხარ დააფასე ეს ბედნიერება და დატკბი ცხოვრებით!!!!!!! კიდე მზად ხარ ამ დროის დასაბრუნებლად ნახევარი სიცოცხლე დათმო... ელოდები ვიღაცას ვინც მოვა დაგაწყნარებს და გულში ჩაგიკრავს მაგრამ არავინ მოდის... ტირი იმიტომ რომ ყველამ მიგატოვა და გული გტკივა... გინდა ვიღაცამ გაგიხსენოს დაგირეკოს ან დაგიმესიჯოს მაგრამ რაა?..?..?.. A ... არავის
| ნანახია : 997 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები..
"ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??"
თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით..
თვალები ცრემლით მევსება ნელა..
მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ?
მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა..
დამიბრუნდები მე ამის მჯერა
| ნანახია : 1178 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც.
მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო...
რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა.
გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა:
- მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა.
- მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ
- ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე
მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ:
- " საწყალი მარი".
მივიდა გიორგისთან, იმ ადგილზე, სადაც დანიშნეს პაემანი. გიორგიმ დააჯინა მარი და თვითონაც დაჯდა. არაფერს ეუბნება...მარის უნდა შეეკითხოს რაღაც და...გამოჩნდა რაჯი. იქვე გული წაუვიდა მარის და რომ გამოფხიზლდა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ირგვლივ მეგობრები დასტრიალებდნენ, მათ შორის ანიც, მაგრამ " ნაცნობი ბიჭები" ვერსად ნახა.
გავიდა ერთი თვე, არსაიდან ჩანს გიორგი, არც რაჯი, რომ რაღაც მოუხერხოს, სამაგიერო გადაუხადოს ამ " მტერს" . არ რეკავს გიორგი...დიდი ხანია არ უნახავს და არც მისი ხმა გაუგია...ენატრება...ო, როგორ ენატრება...უყვარს სიგიჟემდე, მაგრამ მას ხომ არ უყვარს? - " სხვა შეუყვარდებოდა ალბათ და ჩემზე არც კი ფიქრობს" - ასეთ ფიქრებშია მარი და...დარეკა ტელეფონმა, თითქოს ნაცნობი ზარია, თითქოს ელოდა ამ ზარს.
- ალო! და მოსიმინა რაჯის ხმა, დამცინავი სიტყვები.
- არ გინდოდი?აწი არც მე მინდევხარ და არც სხვას!
გაითიშა...დადო...დაწვა...იტირა...სიცხემ აუწია...ცუდადაა...წერს რაღაცას...
...აქეთ გიორგი თავის ჭკუაზე არაა. იმ დღიდან ქალებში დადიოდა, იქნებ გული გადავაყოლოო, მაგრამ მაინც იჩინა თავი სიყვარულმა, ნერვებზე იშლებოდა, ყოველდღე მთვრალი დადიოდა, ალკოჰოლმა არ უშველა...სურათები ჯიბით დაჰქონდა, აინტერესებდა მარის ამბავი, ენატრებოდა, მაგრამ " ვერ იტანდა" , მთელი ქვეყანა სძულდა, თავის თავს ვერ სცნობდა სარკეში, ასეთ სიტუაციაში იყო ერთი თვე.
ერთ დღეს დარეკა ტელეფონმა, აიღო გიორგიმ, მაგრამ ვერ გაბედა ხმის ამოღება და დადო, ვერც იცნო ხმა, " ვიღაცას" არ ათქმევინა სიტყვა... ეშინია...ვისი ან რისი?...სიცოცხლის.
4-5 დღის შემდეგ, გვიან რეკავს ტელეფონი, გიორგიმ თავს სძლია და...
- გისმენთ.
- ალო...გიორგი, გიორგი შენ ხარ? არ დაკიდო!
- ო - არ უპასუხა.
გიორგიმ იცნო დაქალი.
მეორე დღეს ისევ.
- გისმენთ.
- გიორგი საბოლოოდ მოდი მარისთან, ძლივს წარმოსთქვა ტირილით და გაისმა გაბმული ზარის ხმა.
გიორგი აღელდა. არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა - საბოლოოდ...თითქოს რაღაც მოაგონდაო და გავარდა ქუჩაში. უცებ აღმოჩნდა მეოთხე სართულზე, მეხუთე სართულზე კივილია.
- მარი, მარი (აირბინა კიბეებზე)
- რა მოხდა? სადაა? მიბრუნდა და კუბოში ჩაწოლილი მარი დაინახა, ელდა ეცა, გაშეშდა, ვერ გაინძრა.
უცებ გამოცოცხლდა, მივარდა მარის, ნჯღრევა დაუწყო, ყვირილი მორთო, ბღაოდა...ვერ დაამაგრეს...
მერე ანი მივიდა და ხელზე მიუთითა, გიორგიმ მარის ლამაზ, გაყინულ, გათეთრებულ თითებში რაღაც ბარათი ამოიღო და კითხვა დაიწყო:
" საყვარელო გიორგი აწი არ შეგაწუხებ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. შენ ჩემს თავს მერჩივნე, შენ კი მიმატოვე, მე ცოლობას არ გთხოვდი, უბრალოდ შენი სითბო და სიყვარული მინდოდა, მე ვერ გავხდებოდი შენი ცოლი, რადგან რაჯიმ გამაუბედურა და მან ჩატეხა ჩვენს შორის ხიდი. მე შენ არ გითხარი იმიტომ, რომ არ მინდოდა " ცოტა ხანი " მაინც ჩაშლილიყო ჩვენი ამდენი ხნის ნაგები სიყვარული. იმის მერე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა და გადავწყვიტე, საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი ამ ცხოვრებისა და მწვავე ფიქრებისაგან და აი შედეგი... მაპატიე თუ რამე დაგიშავე, ზიანი მოგაყენე, მაპატიე, რომ შენს " უმანკოებას" დავადგი ფეხი. აბა კარგად იყავი, ბედნიერი ოჯახი შეგექმნას, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ შენი სიყვარული სამარეშიც მიმყვება...აბა ჭკვიანად, მეორედ არ შეცდე, ჩემისთანა გოგო არ შეიყვარო" .
" შენზე უზომოდ შეყვარებული მარი" .
გიორგის თვალები აევსო ცრემლებით, გავიდა სხვა ოთახში, წაბარბაცდა, ფანჯარა გაიღო...გადაიხედეს და თავგახეთქილი გიორგი დაინახეს. ვერავინ იკივლა, არავინ ტიროდა, მარი თითქოს იღიმებოდა, გიორგისაც კმაყოფილი სახე ჰქონდა, ანის გული სიხარულით აივსო, რადგან " ისინი" სულ ერთად იქნებოდნენ...რაჯის კი დახვრეტა მიუსაჯეს და კედელს მიანარცხეს.
მარი და გიორგი დააქორწინეს. მათმა მშობლებმა კი ტყუპი და-ძმა აიყვანეს და ზრდიდნენ, როგორც მარისა და გიორგის შვილებს...
| ნანახია : 1575 |  კომენტარები : (14)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0