პარ, 25-იანვ-17, 01.18
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივნისი » 07

 

 

                                   

ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა.     ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ......          
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე. ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო...                                          

გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან,   ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები.   გავიდა ორი კვირა ნიას არც კი ახსოვდა ის ბიჭი, მან ხომ მისი სახელიც   არ იცოდა.                                               ერთხელ დეიდაშვილი დაპირდა რომ კინოში ერთად წავიდოდნენ. ნიამ დაინახა ეზოში მჯდომი იკა, რომელიც მას ელოდა, ახლოს რომ მივიდა იცნო ის უცნობი რომელსაც იმ დღეს შემთხვევით შეეჯახა, არა არ ეჩვენებოდა ნამდვილად ის იყო....

  -ნია გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია გიო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს?- შორიდან ჩაესმა ნიას იკას სიტყვები.    
  საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა ფილმიც კარგი იყო. ბიჭებმა ის სახლამდე მიაცილეს. ნიამ მთელი ღამე ვერ დაიძინა, თითქოს რაღაცას გრძნობდა.                                                                                   გიოს კი უკვე უყვარდა ნია, მაგრამ ამის გამხელის ეშინოდა. პირველი იკას უთხრა ამის შესახებ, მაგობარმა მოთმენა ურჩია.                                                                                            
გავიდა 2 კვირა გიოს დღითი-დღე უფრო უყვარდებოდა ნია, ის ხშირად ნახულობდა მას, ზოგჯერ სწორედ იმ დროს მიდიოდა იკასთან როცა გოგო იქ ეგულებოდა,   მაგრამ თქმას ვერ უბედავდა.ნიამ კი უკვე იცოდა... ამაში მისი დაჟინებული მზერაც არწმუნებდა არც თვითონ იყო მის მიმართ გულგრილი და ელოდა როდის გაბედავდა გიო თქმას.                                                                                             ეს მაშინ მოხდა როცა გიო თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ორივე იქ იყო, გიომ როგორც კი გამბედაობა მოიკრიფა ნია ცალკე გაიყვანა, როცა მარტო დარჩნენ გიომ ძლივს წარმოსთქვა: "მე შენ მიყვარხარ ნია" გიოს ეგონა რომ ის გაბრაზდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და უთხრა: "მეც მიყვარხარ" გიო ამ დროს ყველაზე ბედნიერი იყო, მან გოგონა ჰაერში აიტაცა და დაატრიალა.   ყველას ახარა ახალი ამბავი. თითოეულმა იქ მყოფმა მიულოცა და ულევი ბედნიერება უსურვა.                                                                                                                           მათი ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული დაიწყო. ორივე ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ყოველთვის ერთად იყვნენ უერთმანეთოდ ვერც ერთ წუთს ვერ ძლებდნენ , გიო ნიასთვის ყველაფერს აკეთებდა, საკმარისი იყო გოგონას რამე ენატრა და გიო მაშინვე გააჩენდა.                                                                               ყველა შეჰნატრობდა მათ სიყვარულს, ჩხუბითაც კი იშვიათად ჩხუბობდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ალბათ ასეთი სიყვარული მხლოდ ზღაპრებში თუ არსებობს, მაგრამ ბედნიერებასაც თავისი დასასრული აქვს. დიდ ბედნიერებასაც ყოველთვის დიდი უბედურება მოსდევს...                                    
  ერთხელ მძინარე ნიას შორიდან ჩაესმა დედის ნათქვამი:" ნია გაიღვიძე, გიო მძიმედა დაჭრილი, ეხლა დარეკა იკამ" გოგონას თავი სიზმარში ეგონა, მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, ისიც კი არ ახსოვდა როგორ მიახწია საავადმყოფომდე, ყველა მათი მეგობარი უკვე იქ იყო. ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ, ნია დღე და ღამ იქ იყო. გიომ მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა, რამდენჯერმე მოეგო გონს და მხოლოდ ნიას კითხულობდა. გოგონა განადგურებული იყო, ის მაინც იმედს იტოვებდა, რომ გიო გადარჩებოდა, მაგრამ... ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა.                                                   გიოს სიკვდილის შემდეგ, ისიც ცოცხლად დაიმარხა, მას უკვე არაფერი აინტერესებდა, მთელი დღე იჯდა და გიოს სურათებს შესცქეროდა, ყოველ წუთს იხსენებდა როცა ის ცოცხალი იყო.                                      
–დედმისმა უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ხედავდა რომ შვილი ხელიდან ეცლებოდა მაგრამ ვერაფრით შველოდა. მისი მარტო დატოვება უკვე ეშინოდა.                                                                           აი ეხლა ამ წვიმიან დღეს ნია გიოზე ფიქრობს, მან უკვე იცის რა უნდა ქნას. ადგა, ფურცელზე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა დაწერა: " მაპატიე დეე, მე გიოსთან მივდივარ" და...                                  
იმედია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ბედნიერნი....
| ნანახია : 1550 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 

ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
-     ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
-     ვიცი!
-     რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
-     ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
-     გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
-     თავი დამანებე! ვმეცადინეობ!
-     მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . .
-     თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . .
-     რას აკეთებ?
-     ვფიქრობ!
-     გამოტყდი!
-     ჰო!
-     რაზე ფიქრობ?
-     პირველ სიყვარულზე!
-     კიდევ მასზე ფიქრობ?!
-     ჰო. . .
-     რატომ?
-     არ ვიცი. . .
-     ჰო დაივიწყე?
-     არ ვიცი. . . .
-     კიდევ გიყვარს?
-     არ ვიცი. . .
-     აბა რაზე ფიქრობ?
-     არ ვიცი. . .
-     აბა, რა იცი?
-     არაფერი ვიცი!
-     კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .
-     არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .
-     არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია!
-     არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?
-     ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . .
-     იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . .
-     არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ?
-     არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო?
-     შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა!
-     არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა!
-     რა იცი?
-     ვიცნობ!
-     იცნობ?
-     ჰო, ვიცნობ!
-     იცნობ?
-     კი, ვიცნობ!
-     დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ?
-     ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . .
-     ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ!
-     რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად!
-     უცნაური იყოო?!
-     კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი!
-     იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. .
-     მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . .   ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . .
-     და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . .
-     ბავშვი. . .
-     იმეცადინე!. . .
| ნანახია : 1723 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
 
Afrikaans - Ek het jou lief
Albanian - Te dua
Arabic - Ana behibak (to male)
Arabic - Ana behibek (to female)
Armenian - Yes kez sirumen Bambara - M'bi fe
Bengali - Ami tomake bhalobashi (pronounced: Amee toe-ma-kee bhalo-bashee) (THX GVamp!)
Belarusian - Ya tabe kahayu
Bisaya - Nahigugma ako kanimo
Bulgarian - Obicham te
Cambodian - Soro lahn nhee ah
Cantonese Chinese - Ngo oiy ney a
Catalan - T'estimo
Cherokee - Tsi ge yu i (Thanks Nancy!)
Cheyenne - Ne mohotatse
Chichewa - Ndimakukonda
Corsican - Ti tengu caru (to male)
Creol - Mi aime jou
Croatian - Volim te
Czech - Miluji te
Danish - Jeg Elsker Dig
Dutch - Ik hou van jou
Elvish - Amin mela lle (from The Lord of The Rings, by J.R.R. Tolkien)
English - I love you
Esperanto - Mi amas vin
Estonian - Ma armastan sind
Ethiopian - Afgreki'
Faroese - Eg elski teg Farsi - Doset daram
Filipino - Mahal kita
Finnish - Mina rakastan sinua
French - Je t'aime, Je t'adore
Frisian - Ik h?ld fan dy
Afrikaans - Ek het jou lief
Albanian - Te dua
Arabic - Ana behibak (to male)
Arabic - Ana behibek (to female)
Armenian - Yes kez sirumen
Bambara - M'bi fe
Bengali - Ami tomake bhalobashi (pronounced: Amee toe-ma-kee bhalo-bashee) (THX GVamp!)
Belarusian - Ya tabe kahayu
Bisaya - Nahigugma ako kanimo
Bulgarian - Obicham te
Cambodian - Soro lahn nhee ah
Cantonese Chinese - Ngo oiy ney a
Catalan - T'estimo
Cherokee - Tsi ge yu i (Thanks Nancy!)
Cheyenne - Ne mohotatse
Chichewa - Ndimakukonda
Corsican - Ti tengu caru (to male)
Creol - Mi aime jou
Croatian - Volim te
Czech - Miluji te
Danish - Jeg Elsker Dig
Dutch - Ik hou van jou
Elvish - Amin mela lle (from The Lord of The Rings, by J.R.R. Tolkien)
English - I love you
Esperanto - Mi amas vin
Estonian - Ma armastan sind
Ethiopian - Afgreki'
Faroese - Eg elski teg
Farsi - Doset daram
Filipino - Mahal kita
Finnish - Mina rakastan sinua
French - Je t'aime, Je t'adore
Frisian - Ik h?ld fan dy
Gaelic - Ta gra agam ort
Georgian - Mikvarhar
German - Ich liebe dich
Greek - S'agapo
Gujarati - Hoo thunay prem karoo choo
Hiligaynon - Palangga ko ikaw
Hawaiian - Aloha Au Ia`oe (Thanks Craig)
Hebrew - Ani ohev otah (to female)
Hebrew - Ani ohev et otha (to male)
Hiligaynon - Guina higugma ko ikaw
Hindi - Hum Tumhe Pyar Karte hae
Hmong - Kuv hlub koj
Hopi - Nu' umi unangwa'ta
Hungarian - Szeretlek
Icelandic - Eg elska tig
Ilonggo - Palangga ko ikaw
Indonesian - Saya cinta padamu
Inuit - Negligevapse
Irish - Taim i' ngra leat
Italian - Ti amo
Japanese - Aishiteru
Kannada - Naanu ninna preetisuttene
Kapampangan - Kaluguran daka
Kiswahili - Nakupenda
Konkani - Tu magel moga cho
Korean - Sarang Heyo
Latin - Te amo
Latvian - Es tevi miilu
Lebanese - Bahibak
Lithuanian - Tave myliu
Luxembourgeois - Ech hun dech g?er
Macedonian - Te Sakam (Thanks Eden!)
Malay - Saya cintakan mu / Aku cinta padamu
Malayalam - Njan Ninne Premikunnu
Mandarin Chinese - Wo ai ni
Marathi - Me tula prem karto
Mohawk - Kanbhik
Moroccan - Ana moajaba bik
Nahuatl - Ni mits neki
Navaho - Ayor anosh'ni
Norwegian - Jeg Elsker Deg
Pandacan - Syota na kita!!
Pangasinan - Inaru Taka
Papiamento - Mi ta stimabo
Persian - Doo-set daaram
Pig Latin - Iay ovlay ouyay
Polish - Kocham Ciebie
Portuguese - Eu te amo
Romanian - Te iubesc
Russian - Ya tebya liubliu
Scot Gaelic - Tha gra\dh agam ort
Serbian - Volim te
Setswana - Ke a go rata
Sign Language - ,\,,/ (represents position of fingers when signing'I Love You')
Sindhi - Maa tokhe pyar kendo ahyan
Sioux - Techihhila
Slovak - Lu`bim ta
Slovenian - Ljubim te
Spanish - Te quiero / Te amo
Swahili - Ninapenda wewe
Swedish - Jag alskar dig
Swiss-German - Ich lieb Di
Surinam - Mi lobi joe
Tagalog - Mahal kita
Taiwanese - Wa ga ei li
Tahitian - Ua Here Vau Ia Oe
Tamil - Nan unnai kathalikaraen
Telugu - Nenu ninnu premistunnanu
Thai - Chan rak khun (to male)
Thai - Phom rak khun (to female)
Turkish - Seni Seviyorum
Ukrainian - Ya tebe kahayu
Urdu - mai aap say pyaar karta hoo
Vietnamese - Anh ye^u em (to female)
Vietnamese - Em ye^u anh (to male)
Welsh - 'Rwy'n dy garu di
Yiddish - Ikh hob dikh
 
| ნანახია : 5047 |  კომენტარები : (10)
       

 

 
 
 
 
 
 
უფალო ღმერთო ცოდნის ძალა მომეცი შეგთხოვ
რომ შევიმეცნო შენი არსი,შენი დიდება,
რომ გავუმკლავდე ამ ცხოვრების ამაოებას
მე ამითვის დიდი ცოდნის ძალა მჭირდება.

უფალო ღმერთო გთხოვ მაპატიო ის დიდი ცოდვა
როცა მე შენგან დაუფიქრებლად სადღაც გავრბოდი,
და მე არ მსურდა შენს შესახებ მქონოდა ცოდნა
ისეც კარგი ვარ,ბევრს არ ვცოდავ გულში ვამბობდი.

უფალო ღმერთო მე არ მჯეროდა წმინდა სიტყვების
ცოტა ვიცოდი შენს შესახებ წმინდა უფალო,
როცა ამბობდნენ გულის კარები ღმერთს გაუხსენი
ჩემთვის ვიძახდი,ჩემი გული არის უკარო.

უფალო ღმერთო ყველამ იცის ასე არ არის
უმრავლესობის გულის კარიც დახურულია,
შენი შვილების ცოდვის ყურებით მაღალო ღმერთო
შენი თვალები ცრემლების დენით დათუთქულია
 
 
უფალო ღმერთო მომეცი ღონე,რომ შენი სიტყვის
შევიცნო არსი,მისი დიდება და მისი ძალა,
რადგან შენა ხარ,ერთადერთი მაღალი ღმერთი
ყველა ცოცხალის და სულიერის მშობელი მამა.

უფალო ღმერთო ბევრჯერ ყოფილა შეწუხებულმა
ჩემთვის მიკითხავს რა არის ნეტავ ცხოვრების აზრი,
მოწყენილობით დატანჯულს და ცოდვებით ავსილს
ვეღარ გამეგო რაში მეძებნა ამ ქვეყნის არსი.

უფალო ღმერთო ხელი შენი გამომიწოდე
რადგან მე უკვე შენი სიტყვები გულად მივიღე,
რადგან არ მინდა ქვეყნიერების ცოდვით ავივსო
ბოლოს ქვესკნელის კარიბჭესთან ჩემით მივიდე.

უფალო ღმერთო მე შენს გარეშე ცოდვის მონა ვარ
და მე აღარ მსურს,ცოდვის შვილად კიდევ ვიცხოვრო,
მაღალო ღმერთო მე მსურს,როდესაც ზეცაში მოვალ
უკუნეთიდან უკუნისამდე შენთვის ვიცოცხლო
| ნანახია : 1215 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
თითქოს ჩემს ირგვლივ ისევ აცივდა
თითქოს საყარო ძლიერ ატირდა,
ხეებს ფოთლები ისევ დასცვივდა
და ეს სხეულიც უცებ გაცივდა.

ცრემლები ისევ შემაშრა თვალზე
და ყელში ბოღმა ისევ მადგება,
აზრი არა აქვს,ვერ ვფიქრობ სხვაზე
ჩემი ცხოვრება აღარ აღდგება.

ბურუსს მოუცავს ისევე არე
და აღარა ჩანს შორს მომავალი,
ცარიელია ეს არე-მარე
ვეღარაფერს ვგრძნობ მე მომაკვდავი.

გთხოვთ გამაყოლოთ ობოლი ცრემლი
მე არ ვყოფილვარ ამ ქვეყნად ავი
და თუ არ არის ეს თქვენთვის ბევრი
გთხოვთ მე გამიხსნათ,სამოთხის კარი.
| ნანახია : 1118 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო
ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას,
მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო
მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას.

ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის
მინდოდა გული მქონოდა სუფთა,
მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის
ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა.

მე არ მინდოდა ჯოჯოხეთის გზას
რომ დავდგომოდი ეული მარტო,
მხოლოდ მინდოდა სამოთხის გზაზე
წავსულიყავი წმინდა და სათნო.

მაგრამ უნდოა წუთისოფელი
მე ვერ შევძელი ცოდვის აცდენა,
თუმცა ძილშიც კი მიფიქრია
ღმერთისკენ მავალ გზიდან გაცდენა.

მხოლოდ ერთსა გთხოვ უფალო ღმერთო
გზა გამინათე შენსკენ მონავალს,
უნეტარესო და ერთადერთო
მე შენ გაბარებ ჩემსვე მომავალს
| ნანახია : 1174 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.

შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.

გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა.
| ნანახია : 1611 |  კომენტარები : (6)
       

 

 
 
 
 
ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

  იგი ასეთად ქუჩამ აქცია
  ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
  ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
  ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

  მას სდევდა მუდამ უბედურება
  მან არ იცოდა რაა სიცილი,
  სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
  უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

თავის სიცოცხლეც არად უღირდა
მისი შეჩერება იყო ამაო,
ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს
გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.
 
 
 
მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი"
  ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი,
  აუკანკალდა მარჯვენა ხელი
  სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.

ფული არა მაქვს შვილო არა მე
თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას,
მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ
არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.

  მე არ ვიციო ვინ არს უფალი
  და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს,
  წიგნი დავარდა,გადაიშალა
  მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.

იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ
და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს,
მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად
და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.

  წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა
  ის დაიხარა წიგნი აიღო,
  მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
  უფლის შესახებ ბევრი გაიგო.
 
 
საღვთო წერილი მას მოუთხრობდა
როგორ სწირავდნენ ღვთის ხალხი თავს,
ამდენი ტანჯვა-წამებითაც კი
კვლავ აკეთებდნენ ისინი კარგს.

  მან გაიხსენა,ფულის გულისთვის
  როგორ მოუკლა ხალხს სიხარული,
  თავის ცხოვრების განმავლობაში
  პირველად იგრძნო მან სინანული.

გარდაცვლილ მღვდელთან მუხლთ დაიჩოქა
ცოდვის პატიება სთხოვა ვედრებით,
ამდენ ბოროტებას გულმა ვერ გაუძლო
და თვალებს მოაწყდა ვეება ცრემლებით.

  ამის შემდეგ კი ჩახმახს გამოჰკრა
  და დაესვენა ზედ გულზედ მოძღვარს,
  მან ბოროტება მოინანია
  და არ გაუშვა ხელები ლოცვანს.

მაგრამ შეცდომა მაინც დაუშვა
არ აწყენს არვის ამისი ცოდნა,
თვითმკვლელობაზე უსაშინლესი
არსად არსებობს ქვეყანად ცოდვა.
 
 
მას ყველა ცოდვა მიეტევება
  და დაისჯება თვითნებობისთვის,
  ის დაადგება ჯოჯოხეთის გზას
  უსაშინლესი თვითმკვლელობისთვის.

ჩვენ კი წყალობა გვქონდეს უფლისა
ვგონებ ეს მართლა სუყველას უნდა,
და დაიხსომეთ კეთილო ხალხო
სამოთხეს დამსახურება უნდა.
| ნანახია : 1301 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
ქვეყანად გაჩნდი სხვის სატანჯველად
და არ აცადე კიდეც სიციცხლე,
ღმერთი დაგსჯისთქო გითხარი ბევრჯერ
ამითვის კვდები ეხლა იცოდე.

ჩუმი გოდებით ითხოვდი შველას
და განიცდიდი უმძლავრეს ტანჯვას,
შენ დააშავე და დაისაჯე
გაგიმეორებ მე მუდამ ამას.

შენ არ ყოფილხარ ამ ქვეყნის შვილი
ღირსი არა ხარ აქ რომ იცხოვრო,
ცოდვებით დამძიმებულხარ ისე
აზრი არა აქვს შენ რომ იცოცხლო.

მუდამ სცოდავდი დღისით თუ ღამით
და გვიანია უკვე მუდარა,
სიკვდილის მონა გახდები მალე
ავ სულებს მოაქვთ შენთვის სუდარა.

გაემგზავრები ბნელ ჯოჯოხეთში
იმიტომ რომ ხარ შენ ცოდვიანი,
| ნანახია : 1265 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0