პარ, 25-იანვ-17, 01.10
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივნისი » 14

 

 
 
 
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია, გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...
| ნანახია : 1376 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
 
 
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
| ნანახია : 1037 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი...
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს....
იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული...
იცი რატომ?...არც მე ვიცი....
ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ...
დრო ნელია?...ალბათ არც მიდის....
წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის....
...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები...
იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....
იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას...
იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები....
შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები.....
| ნანახია : 1067 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
ფანჯარა გამოვაღე,მზე ჩადიოდა,ცხოვრებას ერთი დღე აკლდებოდა,ვინ იცის იქნება ბოლო დღე ღამდებოდა და ჩემი სიცოცხლე უკვე მთავრდებოდა,ერთ რამეს ვფიქრობდი,ერთი რამ მაშინებდა,რომ ჩემზე მეტად არავინ გაფასებდა და შენ ვერ გაიგე აი,ეს მადარდებდა.ისე მოვკვდებოდი ვერავინ გაიგებდა,რომ შენზე ფიქრი იმ ქვეყნად გამყვებოდა.ოჰ ღმერთო ჩემო რა იქნებოდა,ისე მოგეკალი არავინ მყვარებოდა !!!
| ნანახია : 998 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
| ნანახია : 2144 |  კომენტარები : (15)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0