ოთხ, 25-იანვ-29, 12.58
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივლისი » 17

 

 
 
ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?

ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!

ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოწვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,

ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!...
     
| ნანახია : 1324 |  კომენტარები : (4)
       

 

 
 
ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...
სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...
თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...
ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.

მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,
ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.
ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,
ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.

და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,
ვეღარ გიშველის მონანიება.
მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი
და შენთან მოვალ შურისძიებად!
     
| ნანახია : 1248 |  კომენტარები : (1)
       

 

  
  
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
     
| ნანახია : 1077 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით
     
| ნანახია : 3213 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........                        
აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც
მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა
ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა.........      
არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი
მონატრების გარდა.  
                                                                                                         
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით
განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ
ზაფხულს............                                                                                                                    
ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ
იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან,
ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო
შენთან ერთად ვნების მორევში..............                                                                      
როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა
დარდი და მწუხარება...........                                                                                              
მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი
სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის
მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა.......                                
მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება.............                                  
ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი
წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ
ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით
ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ
ვიძრომიალებთ ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ
ვისეირნებთ ჩამავალი მზის სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით,
ვეღარ დავტკბებით ერთმანეთის ალერსით................                                            
ვიცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს
და მეც გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს
სასოწარკვეთილ ძახილს და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე
ძველებურად ჩამიკრავ მძლავრ გულ-მკერდში, ძველებური სითბოთი
ჩამხედავ ნაღვლიან, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებით თვალებში,
ვნებიანად დამიკოცნი მოლოდინით გათანგულ ბაგეს და თბილი ასე
ახლობელი დაძვირფასი ხმით ნაზად მიჩურჩულებ ყურში:                              
"შენ შემოგევლე …"
     
| ნანახია : 4425 |  კომენტარები : (10)
       

 

 
 
 
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული
| ნანახია : 1129 |  კომენტარები : (0)
       

 

 

ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!
| ნანახია : 1006 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი

..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
| ნანახია : 1117 |  კომენტარები : (0)
       

 

ტირი
? ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???

..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
| ნანახია : 1087 |  კომენტარები : (0)
       

 

როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
| ნანახია : 1110 |  კომენტარები : (0)
       

 

შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია, ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია, როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ის, რომ უშენობით გული დაილია, შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ თეთრად უსასრულო ღამე გაილია,   გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები, შენი სიყვარული სულში ამინთია...
| ნანახია : 1039 |  კომენტარები : (0)
       

 

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

| ნანახია : 1051 |  კომენტარები : (0)
       

 

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,   დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,   მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,   მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

| ნანახია : 1106 |  კომენტარები : (0)
       

 

mashin rodesac cxovrebaze shen xels chaiqnev
wutit shecherdi... Me gamixsene nu atirdebi
da shen mixvdebi rom qveyanaze arsebobs vigac visac ukvarxar vinc gagmertebs da visac chirdebi...!

| ნანახია : 1576 |  კომენტარები : (0)
       

 

shen rom waxvedi sinanuli movida chemtan...dges sinanuli mirchevnia shentan kopnas...!

| ნანახია : 1079 |  კომენტარები : (0)
       

 

dzgvisperi ocneba momtaca toliam, dzgva chems gulis tqvam chumad ahkolia,shen menatrebi da ase mgonia,es monatreba dzgvasavit shoria...!

| ნანახია : 1180 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0