მთავარი » 2008 » ივლისი » 21
გაინტერესებთ სიყვარულის ბიოგრაფია?
სახელი - სიყვარული,
ასაკი - არ ააქვს, მშობლები - სიცოცხლე და
სიკვდილი, მისამართი - ადამიანის გული,
ფერი გამჭირვალე,
მტრები - ეჭვი, ღალატი და სიამაყე, ჰობი - ადამიანთა
გულების დაპყრობა, მეგობრები - ტანჯვა, ცრემლი,
სიხარული,მონატრება, დევიზი - მე შენ
მიყვარხარ, მიზანი - ბედნიერება.
|
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა, ასეთი დარდი და სევდა
როგორ ავიტანო ახლა, ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს, თუმც ჩემებრ მას
როგორ სწამხარ. ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა, გრძნობა
ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა, ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი
გახდა.
|
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიკვდილი მეზიზღებოდა,თუმცა მისი არასდროს
შემშინებია,ყოველთვის ვებრძოდი,ვომობდი მასთან და ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს
მივდიოდი ჩემს მტერთან...მოვიგე უამრავი ბრძოლები,თუმცა რა აზრი აქვს?ამის ბოლო ხომ
ერთია?ომს მაინც ის მომიგებს და ვერ შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო...ის მოვა
ჩემთან ხელს მაგრად შემომხვევს და წელში გადამტეხავს...აზრი არა აქვს მასთან
ბრძოლას...მისი განადგურების ერთადერთ გზას მივადექი,თუმცა ეს ყოვლად
შეუძლებელია...თუ გავახარებთ,ყველაფერს ავუბნევთ და ჩვენთვითონ მივალთ მასთან,მერე
ყველას ერთად ჩაგვყლაპავს და განადგურდება კიდეც....-რამდენკერ გამიმეორებია ეს
სიტყვები ჩემი თვაისთვის მაგრამ სულ ტყუილად,ომს მაინც ვაგრძელებდი. ხალხს ეს არ
სურდა...ხალხი ამას არ აპირებდა...ყველა უაზროს და გიჟს მიწოდებდა!იცით
რატომ?იმიტომ რომ მათსავით არ მეშინოდა სიკვდილის,მათსავით არ გავურბოდი და
ვემალებოდი...ამიტომ ვარ გიჟი...ხალხმა თავისი განაჩენი უკვე გამომიტანა.....სწორედ
მას შემდეგ რაც,რაც პირველად ვიგრძენი ზიზღი.... ნოემბერი მიმთავრდა და მოვიდა
სუსხიანი ზამთარი,მოვიდა და თავისი კვალი დაატყო ბუნებას,ადამიანებსაც...ყველას
სულში შეუძვრა და დააზამთრა იქაურობა.მეც შემომეპარა და დამაჭკნო....თუმცა
სხვებისგან მაინც გამომარჩია...ეს არ იკმარა და გულიც გამიყინა....მოკლედ ერთ დღეს
მოვდიოდი ამ უსასრულო ქუჩებში,ისევ ჩემი დაკარგული გულის ძებნაში პატარა ბავშვი
ვიპოვე...სახეზე თეთრი ლამაზ ღვთისგან ჩამოსახლებულ ანგელოზს
მოგაგონებდათ...მაშინვე მიიქცია ყურადღება თავისი თვალებით,უძირო,ლაჟვარდოვანი
თვალებით,რომელსაც არ ეტყობოდა ამქვეყნიური სიბინძურე...თავი ვეღარ
შევიკავე,მივუახლოვდი,მისით მოჯადოებულმა ბოლოსღა შევნიშნე გამოწვდილი
ხელი,რომელშიც რამდენიმე ხურდა ბრჭყვიალებდა... -რა გქვია პატარა ანგელოზო?
-ბავშმა გაკვირვებით შემომხედა,როგორც ჩანს გამჩენს ასეთი თბილი სიტყვებით არ ყავდა
განებივრებული..მერე ლამაზი ღიმილი მაჩუქა და ერთ ხანს ჩაფიქრდა -მე ანა
დეიდა,ფული უნდა მომცე?-იკითხა ბავშმა,თუმცა ფულის ხსენებისასაც კი არ შეიძინა
მისმა თვალებმა ეშმაკობა.. -ფულს არა,მე სხვა რამეს მოგცემ,მაგრამ უნდა დამპირდე
რომ გაუფრთხილდები,არსად დაკარგავ და სულ თან გექნება... გოგონამ თავი დამიქნია
და საჩუქარს მოთმინებით დაუწყო ლოდინი....დავიხარე,ანას შუბლზე ვაკოცე,მერე გულში
ჩავიხუტე და დავინახე როგორ ჩამოგორდა მის ლოყაზე უბიწო ცრემლი...ერთს მეორე
მოჰყვა,მეორეს მესამე და ბოლოს გულამოვარდნილმა დაიწყო ტირილი... -გესმის ახლა
რა გაჩუქე?დაკარგავ ამას როდესმე,დატოვებ სადმე? -არა დედა არ დავკარგავ,მოვუვლი
დედა...ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა-შენ ხომ დედა ხარ,დარწმუნებით შემეკითხა გოგო
თან მთხოვდა მითხარი,მითხარი რომ დედა ხარო... ეს იყო ჩვენი პირველი
შეხვედრა,მე მასში ამდენი ხნის ნაძებნი გული აღმოვაჩინე,მან კი ჩემში დედა
იპოვა,დედა რომელსაც ეძებდა..სახლშიც წავიყვანე,ვაბანავე,გავალამაზ ე...ფრთები
არ ჰქონდა თორემ ანგელოზს არაფრით ჩამოუვარდებოდა...პირველად სიკვდილზე რომ
ჩამოვუდე ლაპარაკი,მივხვდი ისიც ჩემნაირი იყო,მასაც არ ეშინოდა,პატარასაც
სხვანაირად ესმოდა....მერე გავერთიანდით და ერთად დავიწყეთ ბრძოლა...თუმცა პირველი
ის დამარცხა,სიკვდილმაც დაცემა არ აპატია,დასუსტებულს ეძგერა და იმდენი ახეთქა
აქეთ-იქით სანამ სული არ ამოხადა,სულსაც არ აცადა გაპარვა,წინ დახვდა ხელი მაგრად
მოუჭირა და ცაიყვანა,სხეული მე დამიტოვა...მეც სხვა რა გზა მქონდა დავასამარე.ცჰემი
კოცნა და ჩახუტებაც თან ჩავატანე...მერე მივდიოდი,ხშირად მივდიოდი და მის ნაგვემ
სხეულს ზემოდან ველაპარაკებოდი...მაშინ სემეზიზღა სიკვდილი,მის მერე ველოდი მასთან
შეხვედრას...არც მალოდინა ბევრი..ერთ ჩვეულებრივა დღეს სასაფლაოს კარებთან
დამხვდა,ხელი ჩამკიდა და შიგნით ისე შემიყვანა -ამათ ხომ ხედავ?-ხელი გააწვდინა
სასაფლაოს უსასრულობისკენ-ხედავ როგორ შევჭამე თითოეული მათგანი?-არც ერთი
გამომიტოვებია,იმის გარდა ვინც იქიდან მოვიდა-ხელი შენობისკენ
გაიწვდინა.... -ეკლესია?მაშ იქიდან მოსულებს ვერ ჭამ არა?-სიკვდილმა თავისი შავი
თვალებით შემომხედა სახეში,მომიახლოვდა და მკითხა-არ გეშინია,რომ შენც შეგჭამ აი
ახლავე,დაგიჭერ და გადაგტეხავ ორ ნაწილად?-ხელი კიდევ ერთხელ შემახო,თავისი ცივი და
შავი ბრჭყალები მომისვა ლოყაზე და ჩამეხუტა.სუნთქვა შემეკრა,უცბად ვიგრძენი როგორ
წამერთვა ძალა,ჩავიმუხლე,ხელი შემიშვა,თავზე გადამისვა ხელები და ნელ-ნელა
დამცილდა... -არ წახვიდე!დარჩი,უნდა მოგკლა უნდა დაგამარცხო... სიკვდილმა
გადაიხარხარა....... -გაგიჟდი,არ მჯეროდა,შენზე ამბობენ გიჟიაო,მაგრამ ასეთს არ
მოველოდი...მიდი მომკალი,მიდი დამამარცხე...კიდევ გადაიხარხარა.. ნელ-ნელა
წამოვდექი ფეხზე,ჩემი სახე მისას გავუსწორე და ვუღრიალე,კიდევ ხარხარი,ვერა და ვერ
გავაჩერე...მერე წელში გავიმართე -მიდი აბა გელოდები,მაჩვენე სიკვდილო რა
შეგიძლია,მიდი მომვარდი.... -რა გინდა?შემომბღვირა სიკვდილმა-მე აღარ მეცინება
წადი გჩუქნი სიცოცხლეს... -აბა რად მჭირდება?არაფერი არ შეგიძლია სიკვდილო,შენ
იცი რომ მე გაგანადგურებ,შენ იცი ჩემი ძალა..ამდენი ხანი იცოცხლე იკვებე ხალხის
ხორცით..და ახლა მოვიდა დრო რომ მეც გავსინჯო შენი ხორცი,თუმცა შენი არა..შენ ხომ
ხალხის ნაფლეთ-ნაფლეთ დაგლეჯილი ხორცის ერთიანობა ხარ...შენ ხომ არაფერი
ხარ -სიკვდილი ჩემსკენ გამოექანა და შემჭამა,მეც ნაფლეთ-ნაფლეთ
დამგლიჯა... მერე რაღაც იგრძნო,ჩემი გული დაინახა დაბლა დავარდნილი,მივარდა და
ვერაფერი უყო,მერე გაახსენდა,დაიწივლა და ვეღარაფერს გახდა,იქვე მდგომ მესაფლავეს
მოვარდა ვეღარაფერი დაუშავა....ეკლესიისკენ გაიხედა,მერე ჩემს გულს დახედა...იქიდან
მოსულა და თავი შემაჭამინა,თავი დამაგლეჯინა....მომკლა დამამარცხა.... ბღაოდა
გამწარებული სიკვდილი და მერე ახტა დახტა და გაქრა.....
|
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის
სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი
ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის
შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის
შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე
ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი
ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით
მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ
უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს
გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ
ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო....
მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით
სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა
მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და
იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ
ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის
ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები მაშინ იქნება
გაზაფხული........
|
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი.
ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს.
ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და “მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია.
ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამ ცხოვრება ომია,ომი...
აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა.
რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე (ღმერთმა ნუ ქნას),ძალიან მტკინვეულია...
ამიტომ.მოდი ვიოცნებოთ,და იქნებ ოცნება ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე რეალობად იქცეს...ადამიანი ხომ იმედით ცოცოხლობს?
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|