მთავარი » 2008 » ივლისი » 26
მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა, დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე. რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა, რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე.
გარშემო დაწვა დღე უცნაური, დასდევს წამება იღბალს თანაბარს. ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური, ქალაქმა უცებ სული განაბა.
ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს, ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს. მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ.
|
ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად.
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?
|
ღამით ქუჩაში დავეხეტები
მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...
მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,
სველი თვალებით მივყვები ბილიკს,
გაოცებული მივიცქერი იქით
არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?
მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის
მე არ მასვენებს ფიქრები მისი,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...
მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია
ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,
არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,
არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.
დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე
თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
არ ვიცი საით,
გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
|
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ
მთვარეს დავინახავ მე,
მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,
ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,
თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში
გადაშროშანებულ მთებს,
თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,
თოვლი ზღაპრულად რომ დევს...
თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი
თმებზე დამეღვრება მე,
ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე
სხივთ ნაწნავებად გრეხს...
თუკი ნაკადული დახატული
რაკრაკით ჩამივლის გვერდს,
თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ
ტოროლას ავაწვდენ ხელს,
თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს
შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,
ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში
აპრილი დამახრჩობს მე...
თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,
რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,
ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,
საოცარია დასისხული ცის გათეთრება,
როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...
მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე
საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად
სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე
და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....
უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით
და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად
აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით
და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...
გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს
გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი
შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,
ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
|
მე სიყვარული ლოთივით შევსვი
და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,
საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,
შენი თვალები ისევ ღმერთია.
მე ისევ ლექსებს დავემოყვრები
და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.
რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,
ეს განშორებაც მეტისმეტია.
ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,
ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."
|
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.
აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა
ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია
|
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
|
მე შენ გეძებე მთელი დღე ბაღში ვარდების სურნელი მცემდა შორიდან შენ დაგინახე იჯეკი მათთან ეფერებოდი ვარდებს ლამაზად. მე შორს დავდექი დამტკბარი შენით ასეთი სურათი მე ჯერ არ მინახავს შენი სილამაზე უხდება ვარდებს შენი ღიმილი უმშვენებს სახეს. ვერ მოვითმინე მოვედი შენთან ჩუმად დავჯექი მე შენთან სკამზე შენმა თვალებმა მე დამინახეს და გამახსენეს უძირო ღამე. შავია როგორც ბნელი საღამო სევდიანი და აუღწერელი მაშინ გავიგე მე შენი სევდა მე იმ თვალებმა მომიკლეს რწმენა. რწმენა რომელიც გულით დამქონდა რწმენა რომელიც ჩემში ხარობდა რწმენა რომელიც სულ შენ გყვარობდა რწმენა რომელიც დაკარგვას ნანობდა. შენი თვალები სხვისთვის ტიროდა თურმე გიყვარდა სულ სხვა ვიღაცა. ისევ იქ ზიხარ ვარდებთან ბაღში და მას იხსენებ სულ დიდი ტანჯვით. ერთად ვიჯექით იმ ლამაზ ღამეს...
|
გუშინ გავიგე სხვაზე გამცვალე,სახე გიბრწყინავს...ხარ ბედნიერი... ისიც გავიგე რომ გიფიქრია,შექმნა ოჯახი,კანონიერი... მე კარგად ვიცი და კარგად მესმის,რომ შენ არა ხარ ჩემი მნახველი, მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად:შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი... როცა პატარას ქუჩაში ვნახავ...მის ლამაზ თვალებს უმალვე ვიცნობ... მუხლებზე ვკოცნი და ამას ვეტყვი ... შენს მამიკოზე მე დღემდე ვფიქრობ...
|
როცა გინატრე,მაშინ დაგკარგე, მაშინ ჩამიქრა ერთი სანთელი, ისე წახვედი,სიტყვა არ გითქვამს და მომიხურე გულის კარები, მაშინ დამტოვე, როცა გინატრე, როცა მინდოდა შენს გვერდით ყოფნა, მაშინ ჩამიქრე ტრფობის სანთელი, როცა მინდოდა მე შენზე ლოცვა, რატომ დამტოვე რა დაგიშავე, რატომ გამხადე ცხოვრების მონა, რატომ არ გჯერა ამ ქვეყანაზე, არ შემიძლია უშენოდ ყოფნა...
|
იცი რომელ დღეს მოვკვდები? ყველაზე ლამაზ დღეს, მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს
სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე ვიცი რომ ეს დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე, ბევრი რაღაცით იხარებს გული დაწყდება ბევრს, მე ხომ სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს
დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს თავს მივანდობ ღმერთს უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს, გამიკვირდება რად ნათობს მზე როცა ვკვდები მე? ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წლებს,
მე კი სიცოცხლე მწყურია მე პატარა ვარ ჯერ დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს აღარ იქნება მზე პირს შეიკრავენ ღრუბლები წვიმა მისველებს თმებს ცრემლები უხვად მეჭრება მარგალიტივით ზედ
ტირილი მინდ ვერ ვტირი რაგაცა მიშლის ხელს დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეხება ზედ და სიმარტოვის ბურეში სავალი მიწევს მე საფლავის ქვასთან ნიაღვარს სწრაფათ გააქრობს მზე
ჩემს ზემოთ მიწა გათბება მე კი ვერ ვითბობ ძვლებს გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს თანაც შტვენს იცი რომელ დღეს მოვკვდები?
|
ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა, კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . . აცრემლებული, გულნატკენი და აერეული მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . .
გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . . ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ ქალს . . . უყვარდა შენი სიტყვა და სული . . .
მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . . მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . . გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . .
და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში, იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა.
|
აი სად შევხვდით ვით ღამისთევა... მე კი თურმე სად დამღამებია შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ... შენ უიმედოთ არ გყვარებია.. მე ახლა შენ წინ დაჩოქილ ვდგავარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,- შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ, მითხარი ხომ არ დავიგვიანე? თუმცა უსიტყვოდ დამუნჯდა ენა, მე უშენობის დაღი მატყვია, შენ რომ გინდოდა ის გული მე მაქვს ვიცი სხვა გული არც გინატრია შენ ეძახოდი შორს, შორით წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია. მე ახლა შენ წინ დაჩოქილ ვდგავარ.. ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ - მაგრამ ვაი რომ დავიგვიანე!!!....
|
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყიში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
|
მე ვარ სევდიანი მხატვარი, და გამოვხატავ გრძნობას, ტონით დაბალით, შევყურებ შენს უძველეს სურათს, მის გარშემო ყველაფერი ბრუნავს.
ნელა ვიზრდები და გრძნობებიც მგუდავს, ბოლს გამოვუშვებ და მძიმედ ვსუნთქავ. შენ შემოგყურებ, და ვფიქრობ ჩუმად, შეცდომებს ვუშვებ ძალიან ბრძნულად.
შენს სურატს ვხატავ, გიხსენებ მუდამ... მე შენ მიყვარხარ, ასეა სულაც რომ დამივიწყო შენს სურატს ვხატავ, მე მას შევყურებ, გიხსენებ მუდამ...
|
1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა. 2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო. 3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია. 4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს. 5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული. 6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო. 7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება. 8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის. 9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. 10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ....
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|