მთავარი » 2008 » ივლისი » 27
gza tu amebna shensken savali,sizmarshi mainc utuod gnaxav,da dagitoveb loyaze ambors da pexakrepit uchumrad caval . . .
sikvdili ki ara usikvarulod sicocxlea dzneli,sicilis davicyeba ki ara
tirilis shechvevaa dzneli,arc sicocxle da arc sikvdili ise ar aris
dzneli genatrebosdes da ver xedavde ai es aris yvelaze dzneli.
dgeidan vpicav me shen sicocxls,tavs shegayvareb da es icode,ertad viqnebit mteli sicocxle da amisatvis mudam viloceb
|
ძნელია როცა
ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი
გინდა, და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ
ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს
არავინ გითბობს. ძნელია როცა თვალები სველი, ვერ იძინებენ, არ წყდება
თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა.......
|
ტკივილი,
გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი
ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს,
ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ
წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა,
უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე
ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე
ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი
მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა,
გესმით???
|
მესიზმრა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი. რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ? უკან დაბრუნება არ გვსურს. გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ, გული აღარ ტირის წარსულს. უძლური გრძნობები გვაკრთობს, ნათელი აზრები ჩვენი. შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ, თუმც კვლავ სილამაზე გშვენის. ასრულდა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი
|
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს ახდება!.. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება. იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს, ბალიშზე მწუხრისას დადენილს. იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს, -ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს. მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს, რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია. იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს, გულში რომ დაგინთებს სანთელს. ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს, ოცნებას, დამდნარ სანთელს. იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს ახდება. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება!.. მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებას, ალერსს, გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს, ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!.. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს, იმ ატირებულ ტირიფს, რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს, მიატოვეს და ტირის. მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ მოჩურჩულე ღამეს, გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას, წარსულზე რომ იტყვის რამეს. მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს, იმ შენი მომავლის ორ ცას!.. ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს, მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !..
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 Stumari 2 Users: 0
|