პარ, 25-იანვ-17, 00.56
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » აგვისტო » 01

 





ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

| ნანახია : 1312 |  კომენტარები : (8)
       

 



მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული
ეს ს
| ნანახია : 1857 |  კომენტარები : (8)
       

 




ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ინდის მთვარე ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე

| ნანახია : 1508 |  კომენტარები : (3)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0