შენ მოხვალ მაშინ, მარტოობას როცა შეიგრძნობ, ათი ათასში ამომარჩევ და მე შემიცნობ, როს უჩემობა შეგაწუხებს დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს უკაცრავად დაიგვიანე..... ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს, ლექსი შენზე უშენობით აღარ იტირებს, გაყინულ სულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად მე ვერ გაგითბობ....... იმედისფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისი, სხვა სახელი გადაერქმევა, შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღა დროს?! უკაცრავად მე ვერ გიშველი..... გაგიჭირდება, სიმაყაეს მაინც შელახავ წვიმაში, მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ, მომძებნი სადაც დაგეძებდნენ ჩემი ფიქრები, მაგრამ რაღა დროს?! უკაცრავადი არ ვიქნები..... მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ, როცა გეძებდი სად იყავი? დაიგვიანე! მთელ სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი, ახლა რაღა დროს? უკაცრვად........ მე შენ მიყვარდი.....
|