შენ ხარ მოგონება, დროში დამალული, გაზაფხულთან ერთად რტოში დაიხრები, ზაფხულს ევლინები, გრძნობით დაფარულით, მოვა შემოდგომა, წვიმად დაიღვრები, შენ ხარ მონატრება, მთვარე სევდიანი, ღამე ვარსკვლავებად ცაზე გაბნეული, სულის ნეტარება, გული ფეთიანი, ბნელში აჩრდილი ხარ, გზაკვალ აბნეული შენ ხარ სიყვარული, სული სხეულისა, უხმო ოცნებების სივრცე თელიანი, ზოგჯერ სიხარული, მრავალ სნეულისა, ზოგჯერ სიძულვილი, თვალზე ცრემლიანი. შენ ხარ სასწაული, უცხო სამყაროდან, ჩემში შემოჭრილი, ყოვლის დასაბამი, წამი ბედნიერი, სიცოცხლის წყაროდან წამი დაკარგული უკვე დასანანი. შენ ხარ მოგონება, ჩემი სიმარტოვე, თუმცა შენზე ფიქრი, მე ვერ მივატოვე.
|