ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი .
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი, ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია, მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
ერთხელ დამესიზმრა ზაფხულის ღამეს, ბაღში ტირიფის ქვეშ ვისხედით ერთად, ჩვენს ზემოთ ბერი ხე ბავშვივით ტიროდა, და შეყვარებულებს გვლოცავდა დიდხანს. დღესაც დამესიზმრა მოხუცი ტირიფის ხე, მითხრა მარტოდ-მარტო რატომ დადიხარო? პატარა გოგომ ხომ არ მიგატოვა, აქ რომ ფიცი დადო ხომ არ გატეხაო, ხმა არ გამიცია მოხუცი ხისთვის, უჩემოდ ბერი ხე ყველაფერ მიხვდა, ორივემ თვალები დავხარეთ ჩუმად, ორივე ვტიროდით, ვტიროდით დიდხანს.
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს... ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ.. რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი... ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის, ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები..მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე მჯერა..მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან... ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი, როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი!...
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია გრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული?! რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?! ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია, საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე, საკუთარ გულში დაუმარხია და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით და ეს გრიალი დარდია ზღვისა! .......................................... უნდა იცოდე ვინ არის ღირსი რომ სიყვარული ატარო მისი!
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყიში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით? ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?! ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში... დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო... სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ! ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი? შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
გითხრა რა იყო? არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი რა მიყო? სული დამძიმდა… არაფერი აღარ მახარებს... სევდა მაწვიმს და ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს. ყველა შორი და . . ახლო მდგომი უფრო დუმდება. ის ვინც მოვიდა არ მოსული უკან ბრუნდება.. გზები გაიყო... ცა გაიღო... გული გაიპო…... ბნელმა ნათელი შემიცვალა და მზე წაიღო. შველად ვეძებე შენისთანა არსად არ იყო. უკვე სიკვდილმაც შემიყვარა გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .
მე თუ ამაყი ვარ შენთვის ავტირდები მე თუ პატარა ვარ შენთვის გავიზრდები და თუ ჭკვიანი ვარ შენთვის გავგიჟდები თუ კი შეგცივდება მაშინ მზე ვიქნები სიცხე შეგაწუხებს? ზღვა ვიქნები ჩემით თუ გათბები ჩემით გაგრილდები თუ კი გეყვარები ამას დაგპირდები ფეხქვეშ გაგეგები შენ თავს გეფიცები!!! სხვა შეგიყვარდება? შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები!!!
რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელ უხლებელი როგორც მზის სხივი, მიუწდომელი როგორც ედემი. და თუ არახარ ის ვისაც ვფიქრობ მე დღეს არ ვნანობ დაე ვცდებოდე, ავადმყოპ გულს სურს რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობიტ ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა, და სიყვარულის დღესასწაული!