მთავარი » 2010 » იანვარი » 24
ჩემს სამშობლოში ომია მტერი კარზე მოგვდგომია, ბევრ დედიკოს შვილის სისხლი თვალზე ცრემლად მოდგომია.
ქართველ ვაჟკაცს, სისხლის ფასად სამშობლოსთვის უბრძოლია, სიკვდილის წინ, სველ მიწაზე შვილებისთვის ულოცია.
ჯარისკაცის სველ ფიქრებში წარსულს მწარედ უთოვია, ომში წასულს, გამწარებულს უკან გზა ვერ უპოვნია.
შვილის ცივი სახის ნახვა მშობელს ნატვრად გაუხდია და ღვთის სახლში, მის სახელზე კელაპტარი დაუნთია.
გმირ ბიჭებთა მოსაგონად საფლავიც ვერ აუგიათ, გაყინული სხეულები სველ მიწაზე დაუწვიათ.
მათთვის, ვისაც მტრის ნასროლმა ტყვიამ მკერდი გაურღვია, სამშობლოსთვის დაღუპვისთვის ღმერთს ცის კარი გაუღია.
თუმცა, ბედკრულ საქართველოს ბრძოლა მაინც წაუგია, მაგრამ გმირ ქართველთა გვარი დროსაც კი ვერ წაუშლია.
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|