მთავარი » 2010 » მაისი » 16 » isev monatreba, isev fiqrebi
18.28 isev monatreba, isev fiqrebi |
გადაღლილი დღის იარა მწარე, ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს, იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე, ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...
უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს და მენატრება ნაზი კაბები, ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს, რომ მიიხუროს დროზე კარები...
მოუსვენრობის დესპანი მვლელი, ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით, ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი, დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...
და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე, ვემშვიდობები გარდასულ დღეებს, მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე, ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...
|
ნანახია: 1288 |
დაამატა: administrators
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5 Stumari 5 Users: 0
|