ხუთ, 24-ნოე-21, 18.21
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ივნისი » 15

 




ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,
მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,
ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,
მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,
უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,
ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა
და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!
შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას...
რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,
თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად...

| ნანახია : 1231 |  კომენტარები : (8)
       

 




მენატრები...იცი როგორ მენატრები?!-
მელანდები.....
ძლიერ მწადდი.. იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი...
მესიზმრები,ისე ხშირად მესიზმრები,
გეფიცები,ჩემი საფიცარი მხოლოდ შენ იქნები...
იცი რაა მონატრება საშინელი,
რაცა გტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე?
დამეხმარე....
და თუ მართლაც შენ მიწამლებ,გეფიცები,
რომ სიცოცხლის არასოდეს დავთვლი წამებს,
შემიწყალე....
სიყვარულში განწირული შემიბრალე.
მესიზმრები...სულ გადამრევს მე სიზმრები,
თითქოს წარსულს მანატრებენ ეს სიზმრები,
გეფიცები მენატრები,იცი როგორ მენატრები?-
მელანდები...
ძლიერ მწადდი...იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი....

| ნანახია : 1376 |  კომენტარები : (4)
       

 





ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

| ნანახია : 1977 |  კომენტარები : (2)
       

 



მოყევი სიტყვებით მოყევი ფრაზებით
მოყევი უჩუმრად მალული აზრებით
აიღე ფურცელი გაავლე ხაზები
რაიყო თამამად კიარ გიბრაზდები

დახატე ის რასაც შენ გული გკარნახობს
დამალე ფურცელი უცხომ რომ არ ნახოს
რაიცი რას იტყვის იქნებ ვერ გაიგოს
იქნებ მოეწონოს და თანაც წაიღოს

აიღე ფურცელი და გულთან დამალე
ამ სიტყვებს ნუ ელი იჩქარე თან მალე
რომ მნახავ უჩუმრად უსიტყვოდ მომეცი
ნუ მეტყვი ახლავე პასუხი გამეცი

მაცადე გავიგო ჩემს გულში გავივლო
გრდზნობები რომელიც ფურცელზე დახატე
მაგრამ შენ გულმა უჩუმრად გაგიგო
და გიტხრა გრდზნობები სათუთად დამალე

| ნანახია : 1112 |  კომენტარები : (4)
       

 


| ნანახია : 1038 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0