მთავარი » 2010 » ივლისი » 25
მაკოცე!… დაირღვევა მისჯილი დუმილი, მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი… მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს… მაკოცე… შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა, გაკოცებ!… მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ… ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს, ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე, ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს…
|
მე დავიბადე შეყვარებული, ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს, ყოველი ფიქრი დამძიმებული, ყოველი დარდი მისით გადამაქვს.
თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს – გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ, და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა, მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს, რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.
ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ, ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას, თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ, მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.
და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული ამას ვერაფრით ვერსად დამალავს, რომ დავიბადე შეყვარებული და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.
|
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა "რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"!
პ.ს : ამ ლექსის აუდიოც დაიდება მალე
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 Stumari 2 Users: 0
|