ხუთ, 24-ნოე-21, 22.49
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » მხოლოდ შენ ...
09.26
მხოლოდ შენ ...



ყველა წავიდეს,
მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს,
შენ შეიცადე,
მასწავლე, როგორც გავხედე მზეწვია,
მიამბე, როგორ აწამეს ქარი,
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს,
გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს,
წავიდეს ყველა,
მე შენ მჭირდები,
მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას, რომელმაც ილოცა შენთვის
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია,
ყველა წავიდეს
მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ
თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა
მხოლოდ შენ დარჩი!...

ნანახია: 967 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
Stumari 6
Users: 0