მთავარი » 2010 » დეკემბერი » 5 » ჩემი დახატული "შენ"
21.53 ჩემი დახატული "შენ" |
-იმდღეს, სეტყვა, წვიმა და ქარი ერთად რომ იყო, ბუნება არც თავის თავს რომ არ ინდობდა და არც ადამიანებს, ზუსტად მაშინ დაგინახე. უაზროდ შავ ღრუბლებს მნიშვნელობას აძლევდი და შვიდივე ფერს უნაწილებდი; მერე მზე დავინახე. თითქოს სხივებით ღრუბლების წაშლას და შენთან მოსვლას ცდილობდა, მაგრამ უფრო და უფრო, თან და თან დასავლეთისკენ იხრებოდა.ამ სილამაზის მიუხედავად ბუნება მაინც არ ინდობდა არც თავის თავს და არც ადამიანებს... ვუყურებდი ამ კონტრასტულობით შეხამებულ ფერებს და იცი რა დამიდგა თვალწინ? -... -ჩემი დახატული "შენ" -იმდღეს ჩამავალ მზეს ვუყურებდი. ვხედავდი როგორ ებრძოდა ბოლო სხივებით ნახშირში ამოვლებულ ბამბის ღრუბელს, მთვარეს კი თითქოს ეცოდებოდა უიმედოდ იმედიანი მზე. ვუყურებდი და იცი რას მივხვდი?.. დედამიწა სამოთხეა ადამიანების გარეშე. აქ შენ უნდა ცხოვრობდე სხვა ანგელოზებთან ერთად... ადამიანების გარეშე. თუ გამოიცნობ ამის ფიქრისას რა დამიდგა თვალწინ? -... -ჩემი დახატული "შენ"
|
კატეგორია: ჩანახატები |
ნანახია: 1075 |
დაამატა: SnC
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 12 Stumari 12 Users: 0
|