კვ, 24-ნოე-24, 16.13
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » სიყვარული რომელსაც წამკითხველი აღარ ჰყავს ...
14.50
სიყვარული რომელსაც წამკითხველი აღარ ჰყავს ...


მითხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი
საიდან და სადამდე დაიწყო,
მიმაბრუნე იმ მხარეს, სადაც ადამიანები დგანან და
ნახევრად გადაქცეული შენობებივით იყურებიან.
რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ
მიატოვეს მაცხოვრებლებმა
და დგანან ასე
გაცვენილი სახურავებით
ჩამოშვებული ფანჯრებით და
დამტვრული კარებებით
და მათში უკვე ღამის პეპლებიც აღარ შედიან.
სადაც ძირს ყრია ფოტოები
როგორც სიტყვა სიყვარული
რომელსაც წამკითხველი აღარ ჰყავს და
კარგავს თავის მნიშვნელობას.
მითხარი, საიდან და სადამდე დაიწყო ეს ყველაფერი
და მე გეტყვი, რომ ასე გრძელდება
სახლის თეფშებივით ნახმარი ხელებით
ყოველღამე მითვალიერებ
მეორადი მოხმარების გაცრეცილ შეგრძნებებს
და ასე ნახევრად ცარიელი,
ნახევარმთვარესავით ვახერხებ ღიმილს
ამ ვარსკვლავებით დაჭიმულ ღამეს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1041 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0