ხუთ, 24-ნოე-21, 23.46
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » ჩუუ......
16.27
ჩუუ......



ჩუუ...... 
საიდანღაც ჩემს გულამდე,ტალღების თქარუნს 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს; 
და კარგად ვხედავ...ფეხშიშველი,ცისფერი ქალი 
ყელსაბამისთვის ნიჟარებს და კენჭებს აგროვებს. 
მზე დღეს მოწყვეტით ჩაეშვა ზღვაში, 
ცამ განრისხებით შეიკრა შუბლი და აირია დავთარი თითქოს. 
მე ვეღარ შევძელ გაპარული გაზაფხულის შემობრუნება 
შემოდგომა კი ყვითელ ფოთლებს გესლივით მანთხევს, 
ცრემლი,ცრემლი,ტკივილი მწარე, 
მოთქმა,ვაება,სინანული,წყევლა და შიში, 
შიში-ამბოხი სულის ჩაკვდომის.... 
მერე ხარხარში ეს ცხოვრებაც ჩაითელება, 
ჩაიკარგება და დღეს წასული, 
ხვალ ცრემლად მოვალ-და ბრუნავს ჯაჭვი, 
გრძნეული ჯაჭვი, ჯაჭვი ცხოვრების. 
კმარა,ო,კმარა,დავიღალე ამდენი გვემით. 
საკუთარ ხელით გაძარცვული შემრჩა ცხოვრება, 
ვგრძნობ-უძალობა შეპარულ სხეულს, 
ასეთ ყოფაში აქ მოუწევს გამოზამთრება, 
რადგან აღარ მაქვს შორ-შორს ფრენის მცირედ ხალისიც 
ბნელა და უკუნში ზარი ჩამორეკს. 
ტუჩებს დახეთქილს სიცხიანის ხავილი მოაქვს, 
თქვენი დაცინვა მე არას მაკლებს, 
ნუ შეწუხდებით ,არც რითმი მმოძღვრავს... 
ერთფეროვნებამ გადაჭამა ჩემი ცისფერი სიხარული 
და აღარ დარჩა დაუღრნელი ადგილი მცირეც. 
რა გვიან მივხვდი?!ვერც თქვენთან და ვერც თქვენს გარეშე 
მე ვერ შევძელი ცხოვრება ისე, 
,როგორც უნდოდა იმ პატარას,ზღვასთან დარჩენილს; 
ჩამოაფხრიწეს გულს სიხარული 
და ვით ბუხარში მილულული ხმელი წიფელი, 
ვიღაცის სულის შებერვას ვუცდი, 
შეშლილ თვალებით შორს დარჩენილი 
ნაკვალევს ვჩხრიკავ და ნაწამები ცისფერ დღეებს ისევ ვეძახი,... 
ო,გაიმეტეთ მცირედ ჰაერი; 
მცირედ იმედი,იმედი მცირედ, 
თორემ ვიხრჩობი და დასასრული არააქვს კვდომას. 
მე შეშლილი ვარ და არ ვარ გიჟი. 
აჰა,პორტრეტიც,სულის განგაშით 
ჩუუუუ... 
საიდანღაც ჩემს გულამდე ტალღების თქარუნს, 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს. 
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 10
Stumari 10
Users: 0