მთავარი » 2011 » იანვარი » 21 » გული
|
თავჩაქინდრული იდგა, სევდიანი..... გული ცოცხალს ამოაგლიჯეს და ცოდვა-უცოდველობის სასწორის ერთ პინაზე შესდეს, მეორეზე კი მსუბუქი თეთრი ბუმბული დაუდეს. ვაი, თუ გულმა გადასწონა, მაშინ ჯოჯოხეთში გაგზავნიან..... თუ ბუმბულმა --- სამოთხეში, მაგრამ მერე ის..... დედემიწაზე მარტო..... გულმა გადასწონა..... --- რამ დაგიმძიმა გული? --- გილდამძიმებულმა იკითხა უზენაესმა. --- აბა რა გითხრათ გულთამხილავო..... მის პატრონს ჰკითხეთ. --- მაშ ეს გული შენი არაა? ---არა, სიყვარულმა მომტაცა და..... ---განა სიყვარული ასე ამძიმებს გულს? ---..... ძნელია გიყვარდეს ღმერთი, ერი, ადამიანი..... და მაინც კი ყველაზე ძნელია გიყვარდეს ქალი..... თვით სამყარო სამყაროში..... ---კარგი, გული გასაგებია. და სული? --- სული..... სული გულის სანაცვლოდ შევთავაზე, მაგრამ ისიც წაიღო და დამტოვა ასე უგულოდ, უსულოდ, არარობად..... გადაწყვეტილება უნდე მიეღო უზენაესს, კაცი თვალცრემლიანი ელოდა ვერდიქტს, რომელსაც მისი ცხოვრება უნდა შეეცვალა. --- მაშ წადი, შენი ადგილი აქ არ ყოფილა..... წადი და უკან დაიბრუნე წართმეული, ოღონდ ასჯერ და ათასჯერ უკეთესი..... კაცს თვალები გაუნათდა, მადლიერებით აევსო და ღმერთს შეხედა, თითქოს ეკითხებოდა რით დავიმსახურეო. --- ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ---ღიმილით უთხრა ღმერთმა. გული შეფრთხიალდა უზენაესის სიტყვებზე, ანგელოზებრივი ფრთები შეისხა და კაცის სხეულში საგულეს ჩაესვენა..... დედმიწაზე დასაბრუნებლად მზად იყო.....
|
კატეგორია: ჩანახატები |
ნანახია: 1375 |
დაამატა: roxana
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|